ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წუხელ, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, ორი ადამიანი დაშავდა. შეშელიძის #24-თან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე, მაშველები და სამართალდამცველები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.