პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიქნები თქვენი მეგობარი, თქვენთვის მებრძოლი" - თინა ხიდაშელის ემოციური მიმართვა ქართულ ჯარს
"ვიქნები თქვენი მეგობარი, თქვენთვის მებრძოლი" - თინა ხიდაშელის ემოციური მიმართვა ქართულ ჯარს

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მარ­თვის ცენ­ტრი­დან მი­უ­ლო­ცა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ტელე­ხი­დით ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით მყოფ ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დის­ლო­ცი­რე­ბულ ყვე­ლა სამ­ხედ­რო ნა­წილს მი­მარ­თა. თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს მად­ლო­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლის სამ­სა­ხუ­რის­თვის გა­და­უ­ხა­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სა­ხით ჯა­რის­კა­ცებს ეყო­ლე­ბათ მე­გო­ბა­რი, მათი უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის მებ­რძო­ლი.

"მინ­და, მად­ლო­ბა გი­თხრათ იმ სამ­სა­ხუ­რის­თვის, რო­მელ­საც ეწე­ვით ჩვე­ნი ქვეყ­ნის და სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ჯა­რის­თვის და იმის­თვის, რომ ყვე­ლამ - ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა, მე­გობ­რებ­მა იცოდ­ნენ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ ჩვენ მუდ­მი­ვად მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად ვიბ­რძო­ლებთ მათ­თან ერ­თად. ჩვე­ნი იმე­დი შე­უძ­ლი­ათ ჰქონ­დეთ, ისე­ვე, რო­გორც ჩვენ ვართ მათ იმე­დად პრობ­ლე­მის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში. თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მეა, მაგ­რამ ამის გამო გა­ცი­ლე­ბით სა­ა­მა­ყო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის. იცო­დეთ, რომ ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი მე­გო­ბა­რი, თქვენ­თვის მებ­რძო­ლი, თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის­თვის, თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის... იმის­თვის, რომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი, სა­დაც არ უნდა იყოს ის - ქარ­თულ თუ არა­ქარ­თულ მი­წა­ზე ქარ­თუ­ლი საქ­მის და­სა­ცა­ვად, არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. თქვე­ნი ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია", - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან ერ­თად, მარ­თვის ცენ­ტრში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია და მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტი ბე­სიკ ხა­ტი­აშ­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ჩარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა ტელე­ხი­დის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცეს. სამ­ხედ­რო­ებ­მა თი­ნა­თინ ხი­და­შელს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ა­ზე და­ნიშ­ვნა მი­უ­ლო­ცეს და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვეს. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­მარ­თვი­სას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ყუ­რა­დღე­ბა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჯარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხზე გა­ა­მახ­ვი­ლა.

"ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბა, პრეს­ტი­ჟი, სიძ­ლი­ე­რე თქვენ­ზე გა­დის. გან­სა­კუთ­რებთ იმ ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის გა­რეთ იცა­ვენ მსოფ­ლი­ოს მშვი­დო­ბას. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ყო­ვე­ლი წამი და ყო­ვე­ლი წუთი, რო­დე­საც თქვენ ემ­სა­ხუ­რე­ბით ქვე­ყა­ნას და მინ­და, ქარ­თულ მე­დი­ას მივ­მარ­თო, რომ თავი შე­ი­კა­ვოს ნე­ბის­მი­ე­რი იმ ტი­პის გან­ცხა­დე­ბის­გან, ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც ჩირ­ქს სცხებს ჩვენს ჯარს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ამის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ასე­თი ფაქ­ტე­ბი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან და ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბით და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ არ და­უშ­ვათ მსგავ­სი ტი­პის რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბა, რა­ი­მე გა­მოს­ვლა, რა­ი­მე სი­უ­ჟე­ტი ქარ­თუ­ლი ჯა­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის", - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ვიქნები თქვენი მეგობარი, თქვენთვის მებრძოლი" - თინა ხიდაშელის ემოციური მიმართვა ქართულ ჯარს

"ვიქნები თქვენი მეგობარი, თქვენთვის მებრძოლი" - თინა ხიდაშელის ემოციური მიმართვა ქართულ ჯარს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას გიორგობის დღესასწაული თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტელეხიდით ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებსა და საქართველოში დისლოცირებულ ყველა სამხედრო ნაწილს მიმართა. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა ქვეყნის წინაშე გაწეულის სამსახურისთვის გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი სახით ჯარისკაცებს ეყოლებათ მეგობარი, მათი უფლებებისა და ინტერესებისთვის მებრძოლი.

"მინდა, მადლობა გითხრათ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისთვის და იმისთვის, რომ ყველამ - ჩვენმა პარტნიორებმა, მეგობრებმა იცოდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენ მუდმივად მშვიდობის დასამყარებლად ვიბრძოლებთ მათთან ერთად. ჩვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, ისევე, როგორც ჩვენ ვართ მათ იმედად პრობლემის გაჩენის შემთხვევაში. თქვენი ყოველდღიურობა გაცილებით უფრო მძიმეა, მაგრამ ამის გამო გაცილებით საამაყო და მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის. იცოდეთ, რომ ვიქნები თქვენი მეგობარი, თქვენთვის მებრძოლი, თქვენი უფლებებისთვის, თქვენი ინტერესებისთვის... იმისთვის, რომ ყველა ქართველი ჯარისკაცი, სადაც არ უნდა იყოს ის - ქართულ თუ არაქართულ მიწაზე ქართული საქმის დასაცავად, არის ჩემთვის მთავარი და პრიორიტეტული. თქვენი ღირსეული პირობები ჩემთვის ყველაზე მთავარია", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრთან ერთად, მართვის ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილიც იმყოფებოდნენ.

ჩართვაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა ტელეხიდის საშუალებით შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასა და საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. სამხედროებმა თინათინ ხიდაშელს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატება უსურვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება მედიის წარმომადგენლების ჯართან ურთიერთობის საკითხზე გაამახვილა.

"ქართული სახელმწიფოს ღირსება, პრესტიჟი, სიძლიერე თქვენზე გადის. განსაკუთრებთ იმ ქართველ ჯარისკაცებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ იცავენ მსოფლიოს მშვიდობას. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ყოველი წამი და ყოველი წუთი, როდესაც თქვენ ემსახურებით ქვეყანას და მინდა, ქართულ მედიას მივმართო, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი იმ ტიპის განცხადებისგან, ინფორმაციისგან, რომელიც ჩირქს სცხებს ჩვენს ჯარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება თავდაცვის სამინისტროსგან და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დაუშვათ მსგავსი ტიპის რაიმე განცხადება, რაიმე გამოსვლა, რაიმე სიუჟეტი ქართული ჯარის შეურაცხყოფის", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."