საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის "ღამის მგლები" უკვე თბილისში არიან
პუტინის "ღამის მგლები" უკვე თბილისში არიან

"რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მე­გობ­რე­ბად ცნო­ბი­ლი რუსი ბა­ი­კე­რე­ბის კლუ­ბის "ღა­მის მგლე­ბის" წევ­რე­ბი უკვე თბი­ლის­ში არი­ან. ეს ინ­ფორ­მა­ცია "რე­ზო­ნანსს" რამ­დე­ნი­მე თვითმხილ­ველ­მა და­უ­დას­ტუ­რა. რუსი ბა­ი­კე­რე­ბი შე­ნიშ­ნეს კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე, ასე­ვე ნა­ძა­ლა­დევ­ში, ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩა­ზე. გარ­და ამი­სა, გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ერთ-ერ­თმა წევ­რმა ფარ­ნა­ოზ ჭკა­დუ­ამ რუს ბა­ი­კე­რებ­თან მისი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია და თან ფო­ტოც და­ურ­თო. "ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ვი­ცო­დით, რომ პუ­ტი­ნის ძმა­კა­ცე­ბად ცნო­ბილ­მა ბა­ი­კე­რებ­მა გად­მო­ლა­ხეს ლარ­სის გამ­შვე­ბი პუნ­ქტი. დღეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დით, ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით გვე­ნა­ხა მათი კო­ლო­ნა... კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­და­ვა­წყდით... სა­კუ­თა­რი და­ნით და­ვაჭ­რე­ვი­ნეთ ეს ლენ­ტე­ბი და ავუკ­რძა­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ ლენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა...", - და­წე­რა ჭკა­დუ­ამ.აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი "რე­ზო­ნანს" კავ­კა­სი­ო­ლოგ­მა ალე­კო კვა­ხა­ძე­მაც და­უ­დას­ტუ­რა. რო­გორც კვა­ხა­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, ის ამ ფაქტს თა­ვად შე­ეს­წრო", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით "პუ­ტი­ნის "ღა­მის მგლე­ბი" უკვე თბი­ლის­ში არი­ან / პირ­ვე­ლი ინ­ცი­დენ­ტი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე".

"კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე გე­ორ­გი­ევ­სკის ლენ­ტი­ა­ნი სამი ბა­ი­კე­რი იდგა. ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­მა ლენ­ტი წა­არ­თვეს. თა­ვი­დან მათ უთხრეს, რომ ამ ნიშ­ნის გა­მო­ფე­ნა აკ­რძა­ლუ­ლია, მათ კი უპა­სუ­ხეს, რომ ჩვე­ნი ბა­ბუ­ე­ბი ერ­თად იბ­რძოდ­ნენ და ეს ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა­აო. ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა უთხრეს, რომ თა­ვად ამ ბა­ი­კე­რებ­თან პრობ­ლე­მა არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ მათ ეკა­ვათ გე­ორ­გი­ევ­სკის სა­ო­კუ­პა­ციო ლენ­ტი, რი­თიც კლა­ვენ ჩვენ ძმებს უკ­რა­ი­ნა­ში, ცხინ­ვალ­ში, აფხა­ზეთ­ში და სხვა­გან, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის ტი­რა­ჟი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბაო. ამის შემ­დეგ აქ­ტი­ვის­ტებ­მა ბა­ი­კე­რებს ლენ­ტე­ბი ჩა­მო­არ­თვეს, თუმ­ცა, თა­ვად ბა­ი­კე­რებ­მა თა­ვი­სი­ვე ხე­ლით­ვე მო­იძ­რეს ეს ლენ­ტე­ბი და იქვე გა­ა­ნად­გუ­რეს. "ღა­მის მგლე­ბის" მთა­ვა­რი ბა­ი­კე­რე­ბი ევ­რო­პის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან, ტამ­ბოვ­ში მათი ფი­ლი­ა­ლის ბა­ი­კე­რე­ბი კი ტურ­ნეს კავ­კა­სი­ა­ში მარ­თა­ვენ. ისი­ნი მო­ივ­ლი­ან სომ­ხეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს, სა­ქარ­თვე­ლოს, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ას და 9 მა­ი­სის სიმ­ბო­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბას თბი­ლის­ში აპი­რე­ბენ. მთა­ვა­რი ჯგუ­ფე­ბი ქა­ლაქ ტამ­ბო­ვი­დან უკვე და­იძ­რნენ, ნა­წი­ლი კი უკვე შე­მო­სუ­ლია", - ამ­ბობს ალე­კო კვა­ხა­ძე.

"კავ­კა­სი­ო­ლო­გის თქმით, თბი­ლის­ში მათ­მა გა­მო­ჩე­ნამ ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებ­თან შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს: "ეს ბა­ი­კე­რე­ბი პი­რა­დად პუ­ტი­ნი­სა და რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ექ­ტია. ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ის დროს ისი­ნი მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე იდ­გნენ და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი და პუ­ტი­ნის­ტუ­რი იდე­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გამ­ტა­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ. სხვა­თა შო­რის, ეს ჯგუ­ფი თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­ზე­ბის გამო აშშ-ის სან­ქცი­ე­ბის სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მათ­მა შე­მოს­ვლამ შე­საძ­ლოა და­პი­რის­პი­რე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რია ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უბ­რძო­ლია ცხინ­ვალ­ში, აფხა­ზეთ­ში და მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­საძ­ლოა ემო­ცი­ურ ფონ­ზე მოხ­დეს. მე­ო­რე მხრივ, პრობ­ლე­მა ამ ბა­ი­კე­რე­ბის ჯგუ­ფის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ოკუ­პა­ცი­ის სიმ­ბო­ლი­კის ტი­რა­ჟი­რე­ბაა. თუკი ასე მოხ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ ხელი არ შე­უ­შა­ლა, ამან შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პრო­ცე­სე­ბი წარ­მოშ­ვას, რომ მათი მხარ­და­ჭე­რა ად­გი­ლობ­რივ­მა ჯგუ­ფებ­მაც და­ი­წყონ. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის მხარ­დამ­ჭე­რი და მსგავ­სი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და შე­საძ­ლოა მათ­მა ჩა­მოს­ვლამ ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მი­თუ­მე­ტეს რუსი ბა­ი­კე­რე­ბი სპე­კუ­ლი­რე­ბენ 9 მა­ი­სის თე­მით, რომ თით­ქოს ჩვე­ნი ბა­ბუ­ე­ბი სა­მა­მუ­ლო ომში ერ­თად იბ­რძოდ­ნე­ნო და ამი­ტო­მაც ჩვენ ერთი იდეა გვაქ­ვსო, სწო­რედ ასეთ აზ­რებს ავ­რცე­ლე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ოკუ­პა­ცი­ის სიმ­ბო­ლო­ე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბაა", - ამ­ბობს ალე­კო კვა­ხა­ძე.

"მი­სი­ვე თქმით, რუსი ბა­ი­კე­რე­ბის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა ად­გი­ლობ­რივ პრო­რუ­სულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შეხ­ვედ­რა იყოს: "პრობ­ლე­მა მათი ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის აკ­რძალ­ვა არ არის. თუ ისი­ნი სა­ო­კუ­პა­ციო სიმ­ბო­ლო­ე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ და რაც მთა­ვა­რია, შეძ­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რივ პრო­რუ­რუსლ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შე­კავ­ში­რე­ბას, შეხ­ვედ­რებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის და­სახ­ვას, სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა სწო­რედ ეს უნდა აღ­კვე­თონ. ამას გარ­და, უნდა აღიკ­ვე­თოს სა­ო­კუ­პა­ციო სიმ­ბო­ლო­ე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ კა­ნო­ნით ეს ისე­დაც აკ­რძა­ლუ­ლია და არ უნდა და­ვუშ­ვათ, რომ ისი­ნი 9 მა­ისს ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნი პი­რე­ბი იყ­ვნენ", - ამ­ბობს ალე­კო კვა­ხა­ძე.

"რუს ბა­ი­კე­რებ­სა და ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას არ გა­მო­რი­ცავს პო­ლი­ტო­ლო­გი, თსუ-ს პრო­ფე­სო­რი კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია. მისი თქმით, რა­ი­მე სა­ხის ინ­ცინ­დენ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს. "სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ ვის­თან მო­ვი­და ეს ხალ­ხი, ანუ ვინ და­პა­ტი­ჟა. ალ­ბათ ვი­ღაც მას­პინ­ძლობს და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ აიღო ეს სა­კუ­თარ თავ­ზე. ჩვენ გვახ­სოვს, რომ რო­დე­საც ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ადრე იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი, მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რეს და იმე­დია, იგი­ვე აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათ შე­მოს­ვლას უფრო პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ელ­ფე­რი დაჰ­კრავს, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ თუ ამ ბა­ი­კე­რებ­მა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და­ი­წყეს, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან თა­ვის შე­კა­ვე­ბა ძნე­ლი გახ­დეს და ამას შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბიც მოჰ­ყვეს. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი ღონე უნდა ეხ­მა­რა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვი­თონ არის არე­უ­ლი და არ მგო­ნია, ამი­სათ­ვის ჰქონ­დეთ დრო. თუმ­ცა, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ხომ ად­გილ­ზე არი­ან და მათ­გან სა­ჭი­როა ყუ­რა­დღე­ბა, რათა რა­ი­მე სა­ხის ინ­ცი­დენ­ტი არ მოხ­დეს", - ამ­ბობს კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პუტინის "ღამის მგლები" უკვე თბილისში არიან

პუტინის "ღამის მგლები" უკვე თბილისში არიან

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები უკვე თბილისში არიან. ეს ინფორმაცია "რეზონანსს" რამდენიმე თვითმხილველმა დაუდასტურა. რუსი ბაიკერები შენიშნეს კოლმეურნეობის მოედანზე, ასევე ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე. გარდა ამისა, გუშინ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთმა წევრმა ფარნაოზ ჭკადუამ რუს ბაიკერებთან მისი შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და თან ფოტოც დაურთო. "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვიცოდით, რომ პუტინის ძმაკაცებად ცნობილმა ბაიკერებმა გადმოლახეს ლარსის გამშვები პუნქტი. დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდით, ქალაქის მასშტაბით გვენახა მათი კოლონა... კოლმეურნეობის მოედანზე რამდენიმე წუთის წინ გადავაწყდით... საკუთარი დანით დავაჭრევინეთ ეს ლენტები და ავუკრძალეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ლენტის გამოყენება...", - დაწერა ჭკადუამ.აღნიშნული ფაქტი "რეზონანს" კავკასიოლოგმა ალეკო კვახაძემაც დაუდასტურა. როგორც კვახაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ის ამ ფაქტს თავად შეესწრო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "პუტინის "ღამის მგლები" უკვე თბილისში არიან / პირველი ინციდენტი კოლმეურნეობის მოედანზე".

"კოლმეურნეობის მოედანზე გეორგიევსკის ლენტიანი სამი ბაიკერი იდგა. ახალგაზრდების ჯგუფმა ლენტი წაართვეს. თავიდან მათ უთხრეს, რომ ამ ნიშნის გამოფენა აკრძალულია, მათ კი უპასუხეს, რომ ჩვენი ბაბუები ერთად იბრძოდნენ და ეს ჩვენი გამარჯვებააო. ქართველმა ახალგაზრდებმა უთხრეს, რომ თავად ამ ბაიკერებთან პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ მათ ეკავათ გეორგიევსკის საოკუპაციო ლენტი, რითიც კლავენ ჩვენ ძმებს უკრაინაში, ცხინვალში, აფხაზეთში და სხვაგან, ამიტომ საქართველოში ამის ტირაჟირება არ შეიძლებაო. ამის შემდეგ აქტივისტებმა ბაიკერებს ლენტები ჩამოართვეს, თუმცა, თავად ბაიკერებმა თავისივე ხელითვე მოიძრეს ეს ლენტები და იქვე გაანადგურეს. "ღამის მგლების" მთავარი ბაიკერები ევროპისკენ მიემართებიან, ტამბოვში მათი ფილიალის ბაიკერები კი ტურნეს კავკასიაში მართავენ. ისინი მოივლიან სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ჩრდილო კავკასიას და 9 მაისის სიმბოლურად დასრულებას თბილისში აპირებენ. მთავარი ჯგუფები ქალაქ ტამბოვიდან უკვე დაიძრნენ, ნაწილი კი უკვე შემოსულია", - ამბობს ალეკო კვახაძე.

"კავკასიოლოგის თქმით, თბილისში მათმა გამოჩენამ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შესაძლოა სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს: "ეს ბაიკერები პირადად პუტინისა და რუსული სპეცსამსახურების პროექტია. ყირიმის ოკუპაციის დროს ისინი მოწინავე პოზიციებზე იდგნენ და სეპარატისტული და პუტინისტური იდეების ერთ-ერთი მთავარი გამტარებლები იყვნენ. სხვათა შორის, ეს ჯგუფი თავისი პოზიციებისა და პოლიტიზების გამო აშშ-ის სანქციების სიაშია შეყვანილი. ჩვენს ქვეყანაში მათმა შემოსვლამ შესაძლოა დაპირისპირებაც გამოიწვიოს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრია ის ადამიანი, ვისაც უბრძოლია ცხინვალში, აფხაზეთში და მათ შორის დაპირისპირება შესაძლოა ემოციურ ფონზე მოხდეს. მეორე მხრივ, პრობლემა ამ ბაიკერების ჯგუფის მხრიდან საქართველოში ოკუპაციის სიმბოლიკის ტირაჟირებაა. თუკი ასე მოხდა და ხელისუფლებამ მათ ხელი არ შეუშალა, ამან შეიძლება ისეთი პროცესები წარმოშვას, რომ მათი მხარდაჭერა ადგილობრივმა ჯგუფებმაც დაიწყონ. ქვეყანაში არსებობს ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი და მსგავსი ტიპის ორგანიზაციები და შესაძლოა მათმა ჩამოსვლამ ასეთი ორგანიზაციების გააქტიურება გამოიწვიოს, მითუმეტეს რუსი ბაიკერები სპეკულირებენ 9 მაისის თემით, რომ თითქოს ჩვენი ბაბუები სამამულო ომში ერთად იბრძოდნენო და ამიტომაც ჩვენ ერთი იდეა გვაქვსო, სწორედ ასეთ აზრებს ავრცელებენ. საქართველოში მათი მთავარი მიზანი ოკუპაციის სიმბოლოების ტირაჟირებაა", - ამბობს ალეკო კვახაძე.

"მისივე თქმით, რუსი ბაიკერების თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა ადგილობრივ პრორუსულ ორგანიზაციებთან შეხვედრა იყოს: "პრობლემა მათი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა არ არის. თუ ისინი საოკუპაციო სიმბოლოების ტირაჟირებას მოახდენენ და რაც მთავარია, შეძლებენ ადგილობრივ პრორურუსლ ორგანიზაციებთან შეკავშირებას, შეხვედრებსა და სამომავლო გეგმების დასახვას, საქართველოს სპეცსამსახურებმა სწორედ ეს უნდა აღკვეთონ. ამას გარდა, უნდა აღიკვეთოს საოკუპაციო სიმბოლოების ტირაჟირება, მითუმეტეს, რომ კანონით ეს ისედაც აკრძალულია და არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების წამყვანი პირები იყვნენ", - ამბობს ალეკო კვახაძე.

"რუს ბაიკერებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას არ გამორიცავს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, რაიმე სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს. "საინტერესოა, თუ ვისთან მოვიდა ეს ხალხი, ანუ ვინ დაპატიჟა. ალბათ ვიღაც მასპინძლობს და საინტერესოა, რომელმა ორგანიზაციამ აიღო ეს საკუთარ თავზე. ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც ისინი საქართველოში ადრე იყვნენ ჩამოსული, მაღალი დონის შეხვედრებით გაანებივრეს და იმედია, იგივე აღარ განმეორდება. იქიდან გამომდინარე, რომ მათ შემოსვლას უფრო პროვოკაციული ელფერი დაჰკრავს, გამორიცხული არ არის, რომ თუ ამ ბაიკერებმა პროვოკაციული ქმედებები დაიწყეს, ჩვენი მოსახლეობის მხრიდან თავის შეკავება ძნელი გახდეს და ამას შეიძლება გარკვეული ინციდენტებიც მოჰყვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას გარკვეული ღონე უნდა ეხმარა, მაგრამ ხელისუფლება თვითონ არის არეული და არ მგონია, ამისათვის ჰქონდეთ დრო. თუმცა, სამინისტროები ხომ ადგილზე არიან და მათგან საჭიროა ყურადღება, რათა რაიმე სახის ინციდენტი არ მოხდეს", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."