სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებით დატოვა თანამდებობა ლევან ყიფიანმა
რა ქონებით დატოვა თანამდებობა ლევან ყიფიანმა

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი უძ­რავ ქო­ნე­ბას არ ფლობს. რო­გორც მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის სა­კუთ­რე­ბა­ში მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა, ford focus-ია (2001 წლის გა­მოშ­ვე­ბა), რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნამ­დეც ჰყავ­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, 2014 წლის 25 დე­კემ­ბერს, მის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე "ვი თი ბი" ბან­კში 2000 ლარი ირი­ცხე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ყი­ფი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლებს, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ლე­ვან ყი­ფი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე 90 165 ლა­რის სარ­გო მი­ი­ღო, მის­მა მე­უღ­ლემ, მა­რი­ამ ცქი­ტიშ­ვილ­მა კი, რო­მე­ლიც შპს "სილ­ქნე­ტის" ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტში, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია, 17 186 ლარი.

მა­რი­ამ ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა 16 000-დო­ლა­რი­ა­ნი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი "ვი თი ბი" ბან­კში (ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა 01/04/2011, 01/04/2011 - 01/04/2017). სეს­ხის პრო­ცენ­ტის და­სა­ფა­რად, ოჯახ­მა 2013 წელს 5040 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ყი­ფი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი არ ფლობს ფა­სი­ან ქა­ღალ­დებ­სა და ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნივ­თებს.

წყა­რო: gurianews.com

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა ქონებით დატოვა თანამდებობა ლევან ყიფიანმა

რა ქონებით დატოვა თანამდებობა ლევან ყიფიანმა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი უძრავ ქონებას არ ფლობს. როგორც მის დეკლარაციაშია აღნიშნული, ყოფილი მინისტრის საკუთრებაში მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანა, ford focus-ია (2001 წლის გამოშვება), რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდეც ჰყავდა.

დეკლარაციის შევსების მომენტში, 2014 წლის 25 დეკემბერს, მის საბანკო ანგარიშზე "ვი თი ბი" ბანკში 2000 ლარი ირიცხებოდა.

რაც შეეხება ყიფიანების ოჯახის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, ლევან ყიფიანმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე 90 165 ლარის სარგო მიიღო, მისმა მეუღლემ, მარიამ ცქიტიშვილმა კი, რომელიც შპს "სილქნეტის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია, 17 186 ლარი.

მარიამ ცქიტიშვილის სახელზეა 16 000-დოლარიანი სამომხმარებლო სესხი "ვი თი ბი" ბანკში (ხელშეკრულების ვადა 01/04/2011, 01/04/2011 - 01/04/2017). სესხის პროცენტის დასაფარად, ოჯახმა 2013 წელს 5040 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის მიხედვით, ყიფიანების ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."