საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება
26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ 9 და 26 მა­ი­სის აღ­ნიშ­ვნის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და­ამ­ტკი­ცა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა გა­ი­მარ­თე­ბა სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს რო­გორც 9 მა­ისს, ისე 26 მა­ისს და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ვფიქ­რობ, ორი­ვე თა­რი­ღი სა­ხელ­მწი­ფო ზე­ი­მის ტოლ­ფა­სი გახ­დე­ბა. 26 მა­ისს აღ­ლუ­მი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იქ­ნე­ბა ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია, რისი ტრა­დი­ცი­აც ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ და­ვამ­კვიდ­რეთ და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბაც მო­ე­წყო­ბა, მათ შო­რის, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­ან­თი პრო­ექ­ტე­ბით.

"ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მო­ე­წყო­ბა სა­ხალ­ხო სე­ირ­ნო­ბა - ზე­ი­მი, რო­მე­ლიც შარ­შან და შარ­შან­წი­ნაც გა­ი­მარ­თა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ისევ იქ­ნე­ბა გან­ლა­გე­ბუ­ლი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი თა­ვი­ან­თი პრო­ექ­ტე­ბით, ასე­ვე მო­ე­წყო­ბა სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბა. სა­ღა­მოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან და­გეგ­მი­ლია დიდი კონ­ცერ­ტი. გა­მოყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კაც და გა­მო­ი­ფი­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი, ასე რომ, ვფიქ­რობ, ნამ­ვი­ლად კარ­გი ზე­ი­მი გა­მო­ვა", - აღ­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, თბი­ლი­სის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა ყვე­ლა თვით­მმარ­თველ რე­გი­ონ­ში იგეგ­მე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­კი­დებ­ლო­ბის დღეს - 26 მა­ისს სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი უკვე მე­სა­მე წე­ლია, აღარ იმარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება

26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება

საქართველოს მთავრობამ 9 და 26 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ იქნება, თუმცა გაიმართება საზეიმო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველა მოქალაქეს ექნება.

"საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს როგორც 9 მაისს, ისე 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში. ვფიქრობ, ორივე თარიღი სახელმწიფო ზეიმის ტოლფასი გახდება. 26 მაისს აღლუმი არ იქნება, მაგრამ იქნება ფიცის დადების ცერემონია, რისი ტრადიციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ და თავისუფლების მოედანზე გაიმართება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაც მოეწყობა, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე განლაგებული იქნება ყველა სამინისტრო თავიანთი პროექტებით.

"ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა სახალხო სეირნობა - ზეიმი, რომელიც შარშან და შარშანწინაც გაიმართა. რუსთაველის გამზირზე ისევ იქნება განლაგებული სამინისტროები თავიანთი პროექტებით, ასევე მოეწყობა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. საღამოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია დიდი კონცერტი. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკაც და გამოიფინება ისტორიული კოსტიუმები, ასე რომ, ვფიქრობ, ნამვილად კარგი ზეიმი გამოვა", - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რომლის ინფორმაციითაც, თბილისის გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყველა თვითმმართველ რეგიონში იგეგმება. საქართველოს დამოკიდებლობის დღეს - 26 მაისს სამხედრო აღლუმი უკვე მესამე წელია, აღარ იმართება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები