ტელეკომპანია "ბორჯომი" შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს.
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად ბორჯომში ჩატარებულ სპეცოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენი, შსს ბორჯომის რაიონული განყოფილების სამმართველო და სპეცრაზმი.
ტელეკომპანია "მე-9 არხის" ინფორმაციით, აბულაძე ბორჯომში, მიტოვებულ სახლში იმალებოდა.
"შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში გასულ ღამეს მის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და ვერტმფრენები. აბულაძის დაკავებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ ძალოვანი უწყებები. ინფორმაციას არ ფლობენ არც მისი ახლობლები და მეგობრები. როგორც აბულაძის და ამბობს,
მან იცის, რომ ბორჯომში ჩატარდა სპეცოპერაცია, თუმცა დააკავეს თუ არა მისი ძმა, ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს", - იუწყება ადგილობრივი ტელევიზია.