პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება
დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სსიპ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ი­დან და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მით მო­სარ­გებ­ლე პი­რე­ბის­თვის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის ჩა­რი­ცხვის პრო­ცე­სი იწყე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის და­საბ­რუ­ნებ­ლად რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი 1 აპ­რილს და­ი­წყო. რო­გორც შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, 2015 წლის 30 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, მო­ქა­ლა­ქემ უნდა შე­ავ­სოს დეკ­ლა­რა­ცია, პი­რა­დი ნომ­რის მი­თი­თე­ბით გა­არ­კვი­ოს, სარ­გებ­ლობს თუ არა და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის გა­მოქ­ვით­ვის უფ­ლე­ბით, შემ­დეგ შე­ავ­სოს ელექტრო­ნუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია და შე­ი­ტყოს და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა.

"დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლის მიერ 2014 წელს მი­ღე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი არ აღე­მა­ტე­ბა 6 000 ლარს. ამ მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ შე­სა­ბა­მი­სი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის მი­ხედ­ვით ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი და­სა­ბეგ­რი შე­მო­სავ­ლი­დან გა­მოქ­ვი­თონ და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მი - 1800 ლარი - და მო­ი­თხო­ვონ აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­დახ­დი­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა. კერ­ძოდ, თუ მო­ქა­ლა­ქის მიერ 2014 წელს მი­ღე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი 1800-დან 6000 ლა­რამ­დეა, მას უფ­ლე­ბა აქვს მხო­ლოდ ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან და­იბ­რუ­ნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლა­რამ­დეა, დაბ­რუ­ნე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა (მხო­ლოდ ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან) კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხის 20 პრო­ცენ­ტი. და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მით მო­სარ­გებ­ლე პი­რებს თან­ხა ჩა­ე­რი­ცხე­ბათ დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­დან 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ძა­ლა­ში რჩე­ბა ასე­ვე 2013 კა­ლენ­და­რუ­ლი წლის მი­ხედ­ვით ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალ­ზე და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის გა­მოქ­ვით­ვის უფ­ლე­ბა. ვი­საც არ უსარ­გებ­ლია ამ უფ­ლე­ბით, უნდა მი­მარ­თონ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს, არა­უგ­ვი­ა­ნეს 2015 წლის 30 სექ­ტემ­ბრი­სა", - აცხა­დე­ბენ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება

დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება

ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად რეგისტრაციის პროცესი 1 აპრილს დაიწყო. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მოქალაქემ უნდა შეავსოს დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით გაარკვიოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოს ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოს დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.

"დაბრუნების პროცესი შეეხება ყველა მოქალაქეს, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს. ამ მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითონ დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი - და მოითხოვონ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ მოქალაქის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მას უფლება აქვს მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს თანხა ჩაერიცხებათ დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის განმავლობაში.

ძალაში რჩება ასევე 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლება. ვისაც არ უსარგებლია ამ უფლებით, უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია