Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მოფერება ძალიან უყვარს, ეტყობა, რომ ქალია...''
''მოფერება ძალიან უყვარს, ეტყობა, რომ ქალია...''

კო­კერ­სპა­ნი­ე­ლი, სა­ხე­ლად დეზი, დათო დარ­ჩი­ას ოჯახ­ში სამი წე­ლია ცხოვ­რობს. მსა­ხი­ო­ბი ახ­ლა­ხან კვლავ გა­მოჩ­ნდა სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", სა­დაც მისი პერ­სო­ნა­ჟი მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მა­რა­თონ­ში ჩა­ერ­თო. მალე სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­მო­დის ფილ­მი "კრე­დი­ტის ლი­მი­ტი", რო­მელ­შიც და­თომ სა­ბან­კო სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლის როლი მო­ირ­გო...

- სა­ნამ სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­და­ვი­დო­დით, სა­კუ­თარ სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით და იქ მყავ­და გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი. მშვე­ნი­ე­რი მცვე­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ყელ­ში რა­ღაც გა­ე­ჩხი­რა და და­იხ­რჩო. ამ ამ­ბავს არ შევ­სწრე­ბი­ვარ, იმ დროს სკო­ლა­ში თუ ცეკ­ვა­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ეს რომ გა­ვი­გე, მა­ში­ნაც და მე­რეც მომ­ხდარს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. ნა­გა­ზის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ძაღ­ლის აყ­ვა­ნას აღარ ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მე­ო­რე­დაც შე­ვი­ძი­ნეთ. სუფ­თა ჯი­შის ნა­გა­ზი არ იყო, ამ­ბობ­დნენ, მგელ­თან არის შეჯ­ვა­რე­ბუ­ლიო. ჩა­კე­ტი­ლო­ბას ვერ შე­ე­გუა და მალე სახ­ლი­დან გა­იქ­ცა.

სა­ნამ მე და ჩემი მე­უღ­ლე დავ­ქორ­წინ­დე­ბო­დით, ერ­თად რომ დავ­დი­ო­დით, მა­საც ჰყავ­და ძაღ­ლი. მის ძაღლს ვე­ფე­რე­ბო­დი ან ჩემი მე­გობ­რე­ბი­სას, მაგ­რამ არც მა­შინ და არც მერე არ მინ­დო­და სა­კუ­თა­რი ძაღ­ლის ყოლა. ბავ­შვე­ბი რომ წა­მო­ი­ზარ­დნენ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩემს შვილს, ელე­ნეს, ძაღ­ლის ყო­ლის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა და ახლა შინ გვყავს ჩემი დეზი, რო­მელ­საც მო­ფე­რე­ბით დეზ­დე­მო­ნას ვე­ძა­ხი (იღი­მის). ძა­ლი­ან პრან­ჭია "გო­გოა". ეტყო­ბა, ბავ­შვო­ბა­ში ძაღ­ლი რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, გო­ნე­ბა­ში მძაფ­რად მქონ­და ჩარ­ჩე­ნი­ლი. დეზ­დე­მო­ნას რამე რომ მო­უ­ვი­დეს, შე­იძ­ლე­ბა, გული გა­მის­კდეს. ძა­ლი­ან მი­ვეჩ­ვიე. კო­კერ­სპა­ნი­ე­ლია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ნა­დი­როდ არ დამ­ყავს. თა­ვი­დან კი ვცა­დე, მაგ­რამ ბავ­შვმა, მამა, არ გინ­დაო და მეც და­ვე­მორ­ჩი­ლე.

დეზი "თო­ჯი­ნაა", რა თქმა უნდა, ბრჭყა­ლებ­ში. წყნა­რი და "და­მა­სე­დია". სა­წოლ­ზე ამო­დის და ჩვენ­თან ერ­თად სძი­ნავს. სა­ო­ცა­რი "ადა­მი­ა­ნია". ეს სი­ტყვა წა­მომ­ცდა, მაგ­რამ მარ­თლა ადა­მი­ა­ნი­ვი­თაა და რა ვქნა. ვერ ვხვდე­ბი, რო­გორ არ უნდა გიყ­ვარ­დეს. რო­გორც ჩემს შვი­ლებ­ზე, ვაჟ­სა და ქა­ლიშ­ვილ­ზე, ისე ვზრუ­ნავ ძაღლზეც. ძაღ­ლი ელე­ნე­სია. ძი­რი­თა­დად მას­თა­ნაა, მაგ­რამ ასე­ვე ვუვ­ლით ბე­ბი­ა­მი­სი, ანუ ჩემი სი­დედ­რი და მე. ჩვენ და­ვა­სე­ირ­ნებთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

''მოფერება ძალიან უყვარს, ეტყობა, რომ ქალია...''

''მოფერება ძალიან უყვარს, ეტყობა, რომ ქალია...''

კოკერსპანიელი, სახელად დეზი, დათო დარჩიას ოჯახში სამი წელია ცხოვრობს. მსახიობი ახლახან კვლავ გამოჩნდა სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'', სადაც მისი პერსონაჟი მირიან ბარათეონი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ჩაერთო. მალე საქართველოს კინოთეატრებში გამოდის ფილმი ''კრედიტის ლიმიტი'', რომელშიც დათომ საბანკო სისტემის წარმომადგენლის როლი მოირგო...

- სანამ საცხოვრებლად საბურთალოზე გადავიდოდით, საკუთარ სახლში ვცხოვრობდით და იქ მყავდა გერმანული ნაგაზი. მშვენიერი მცველი იყო. სამწუხაროდ, ყელში რაღაც გაეჩხირა და დაიხრჩო. ამ ამბავს არ შევსწრებივარ, იმ დროს სკოლაში თუ ცეკვაზე ვიყავი, მაგრამ შინ დაბრუნებულმა ეს რომ გავიგე, მაშინაც და მერეც მომხდარს ძალიან განვიცდიდი. ნაგაზის სიკვდილის შემდეგ ძაღლის აყვანას აღარ ვაპირებდი, მაგრამ მეორედაც შევიძინეთ. სუფთა ჯიშის ნაგაზი არ იყო, ამბობდნენ, მგელთან არის შეჯვარებულიო. ჩაკეტილობას ვერ შეეგუა და მალე სახლიდან გაიქცა.

სანამ მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდებოდით, ერთად რომ დავდიოდით, მასაც ჰყავდა ძაღლი. მის ძაღლს ვეფერებოდი ან ჩემი მეგობრებისას, მაგრამ არც მაშინ და არც მერე არ მინდოდა საკუთარი ძაღლის ყოლა. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, რამდენიმე წლის წინ ჩემს შვილს, ელენეს, ძაღლის ყოლის სურვილი გაუჩნდა და ახლა შინ გვყავს ჩემი დეზი, რომელსაც მოფერებით დეზდემონას ვეძახი (იღიმის). ძალიან პრანჭია ''გოგოა''. ეტყობა, ბავშვობაში ძაღლი რომ გარდამეცვალა, გონებაში მძაფრად მქონდა ჩარჩენილი. დეზდემონას რამე რომ მოუვიდეს, შეიძლება, გული გამისკდეს. ძალიან მივეჩვიე. კოკერსპანიელია, მაგრამ, სამწუხაროდ, სანადიროდ არ დამყავს. თავიდან კი ვცადე, მაგრამ ბავშვმა, მამა, არ გინდაო და მეც დავემორჩილე.

დეზი ''თოჯინაა'', რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. წყნარი და ''დამასედია''. საწოლზე ამოდის და ჩვენთან ერთად სძინავს. საოცარი ''ადამიანია''. ეს სიტყვა წამომცდა, მაგრამ მართლა ადამიანივითაა და რა ვქნა. ვერ ვხვდები, როგორ არ უნდა გიყვარდეს. როგორც ჩემს შვილებზე, ვაჟსა და ქალიშვილზე, ისე ვზრუნავ ძაღლზეც. ძაღლი ელენესია. ძირითადად მასთანაა, მაგრამ ასევე ვუვლით ბებიამისი, ანუ ჩემი სიდედრი და მე. ჩვენ დავასეირნებთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება