მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის მანიაკს ეძახიან ნანა ნებიერიძეს
რის მანიაკს ეძახიან ნანა ნებიერიძეს

ჩვე­ნი რუბ­რი­კის დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რი მო­ცუ­რა­ვე და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი წყალ­ში ხტო­მა­ში ნანა ნე­ბი­ე­რი­ძეა. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სხვა­დას­ხვა ამ­პლუ­ა­ში ევ­ლი­ნე­ბა, სი­ახ­ლე­ებს არ უშინ­დე­ბა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს თა­მა­მად იღებს.

ნა­ნამ მა­ყუ­რებ­ლის გული "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ი­გო. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იგი "ორ ვარ­სკვლავ­შიც" იხი­ლა.

ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ექცა, რო­დე­საც "ყი­ნუ­ლის დე­დო­ფალ­ში" მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა. ამ­ჟა­მად "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

- პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია?

- თუ სა­კითხს ზო­გა­დად მი­ვუდ­გე­ბით, მსჯე­ლო­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი ვართ. ჩემი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბით, პი­რი­ქით, პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვა­კის­რებს. ხალ­ხის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თე­ბი ვართ, ამი­ტომ გა­მუდ­მე­ბით უნდა ვსწავ­ლობ­დეთ.

- წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­გი­ჭირ­დათ?

- ბავ­შვუ­რი სი­ცელ­ქი­სა და სი­ლა­ღის დათ­მო­ბა. გული მწყდე­ბა, რომ სულ შე­ჯიბ­რე­ბე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სტან­დარ­ტუ­ლი ბავ­შვო­ბის­თვის დრო აღარ მრჩე­ბო­და.

- საყ­ვა­რელ­მა საქ­მემ ახა­ლი თვი­სე­ბე­ბი თუ აღ­მო­გა­ჩე­ნი­ნათ სა­კუ­თარ თავ­ში?

- კი. საყ­ვა­რელ საქ­მე­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. აღ­მოჩ­ნდა, რომ რის­კზე წას­ვლა შე­მიძ­ლია. ამი­სი მა­გა­ლი­თე­ბია "ორ ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ნინ­კას რო­ლის თა­მა­ში.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლად?

- რო­გორც სიყ­ვა­რულს არ აქვს ფორ­მუ­ლა, ისე­ვე ვერ მო­ი­ძებ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა. თუმ­ცა წინსვლის­თვის ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში აუ­ცი­ლე­ბე­ლია შრო­მა!

- ოდეს­მე სა­კუ­თა­რი თა­ვით გი­ა­მა­ყი­ათ?

- კი, მა­შინ, რო­დე­საც დედა გავ­ხდი. ქა­ლის უპირ­ვე­ლე­სი მი­სია დე­დო­ბაა. ნინა ხელ­ში ავიყ­ვა­ნე თუ არა, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ჩემი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი შე­ვას­რუ­ლე. მე­ო­რე ეტა­პი ბავ­შვის აღ­ზრდაა.

- ერ­თერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნეთ, რომ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მამა ძა­ლი­ან მკაც­რი იყო. ამან გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე?

- დიახ. ამ კუ­თხით მეც სიმ­კაც­რე გა­მო­ვი­ჩი­ნე ნი­ნას­თან. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყოს, მით უმე­ტეს ქალი, რად­გან მო­მა­ვალ­ში მან დე­დის როლი უნდა შე­ი­თავ­სოს. დღეს ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლიც მშო­ბე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თა­ვა­დაც სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს ჩა­უ­ნერ­გავს შვილს.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, მო­მა­ვალ­ში გა­თხოვ­დე­ბით?

- კი (იცი­ნის), რა­ტო­მაც არა.

გაგ­რძე­ლე­ბა

რის მანიაკს ეძახიან ნანა ნებიერიძეს

რის მანიაკს ეძახიან ნანა ნებიერიძეს

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი მოცურავე და ევროპის ჩემპიონი წყალში ხტომაში ნანა ნებიერიძეა. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ამპლუაში ევლინება, სიახლეებს არ უშინდება და ცხოვრებისეულ გამოწვევებს თამამად იღებს.

ნანამ მაყურებლის გული ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მოიგო. საზოგადოებამ იგი ''ორ ვარსკვლავშიც'' იხილა.

ქართველი ჩემპიონი ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა. ოცნება რეალობად ექცა, როდესაც ''ყინულის დედოფალში'' მთავარი როლი შეასრულა. ამჟამად ''ჩემი ცოლის დაქალების'' შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობს.

- პოპულარულობა მომაბეზრებელია?

- თუ საკითხს ზოგადად მივუდგებით, მსჯელობა რთული იქნება, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებული ინდივიდები ვართ. ჩემი პირადი შეხედულებით, პირიქით, პოპულარულობა სასიამოვნო პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ხალხის მისაბაძი მაგალითები ვართ, ამიტომ გამუდმებით უნდა ვსწავლობდეთ.

- წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ?

- ბავშვური სიცელქისა და სილაღის დათმობა. გული მწყდება, რომ სულ შეჯიბრებებისთვის ვემზადებოდი, ვმოგზაურობდი და ჩვეულებრივი, სტანდარტული ბავშვობისთვის დრო აღარ მრჩებოდა.

- საყვარელმა საქმემ ახალი თვისებები თუ აღმოგაჩენინათ საკუთარ თავში?

- კი. საყვარელ საქმეში მოღვაწეობა საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა. აღმოჩნდა, რომ რისკზე წასვლა შემიძლია. ამისი მაგალითებია ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობა, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინკას როლის თამაში.

- რა მიგაჩნიათ წარმატების ფორმულად?

- როგორც სიყვარულს არ აქვს ფორმულა, ისევე ვერ მოიძებნება წარმატების ფორმულა. თუმცა წინსვლისთვის ყველა ვარიანტში აუცილებელია შრომა!

- ოდესმე საკუთარი თავით გიამაყიათ?

- კი, მაშინ, როდესაც დედა გავხდი. ქალის უპირველესი მისია დედობაა. ნინა ხელში ავიყვანე თუ არა, გავაცნობიერე, რომ ჩემი დანიშნულების პირველი ნაწილი შევასრულე. მეორე ეტაპი ბავშვის აღზრდაა.

- ერთერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ სწავლა-განათლებასთან დაკავშირებით მამა ძალიან მკაცრი იყო. ამან გავლენა მოახდინა თქვენზე?

- დიახ. ამ კუთხით მეც სიმკაცრე გამოვიჩინე ნინასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი განათლებული იყოს, მით უმეტეს ქალი, რადგან მომავალში მან დედის როლი უნდა შეითავსოს. დღეს ჩემი ქალიშვილიც მშობელია. დარწმუნებული ვარ, რომ თავადაც საუკეთესო თვისებებს ჩაუნერგავს შვილს.

- როგორ გგონიათ, მომავალში გათხოვდებით?

- კი (იცინის), რატომაც არა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება