მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეფე პეტრე პირველი არასდროს ყოფილა რუსი
მეფე პეტრე პირველი არასდროს ყოფილა რუსი

ჩვენ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გა­მოთ­ქმა: "რაც მაგ­რე­ბი ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი ვართ", - და ხში­რად ის პა­ტა­რა ერის კომ­პლექსზე მი­ა­ნიშ­ნებს.

თუმ­ცა, ის­ტო­რია არა­ერთ დიდ ქარ­თველ­ზე მოგ­ვი­თხრობს, რო­მელ­მაც ამა თუ იმ იმ­პე­რი­ის, ქვეყ­ნის ან მსოფ­ლიო გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

ამ­ჯე­რად გთა­ვა­ზობთ ვერ­სი­ას, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და. ალ­ბათ, ად­რეც გსმე­ნი­ათ პეტ­რე პირ­ვე­ლის "ქარ­თვე­ლო­ბის" შე­სა­ხებ...

არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი: როცა გა­მო­ჩე­ნი­ლი მწე­რა­ლი ალექ­სეი ტოლსტოი თა­ვის რო­მან "პეტ­რე პირ­ველ­ზე" მუ­შა­ობ­და, წა­ა­წყდა დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბო­და რუ­სე­თის უდი­დე­სი მო­ნარ­ქის, რო­მა­ნოვ­თა გვა­რის სი­ა­მა­ყის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა. მტკიც­დე­ბო­და, რომ მას რუ­სე­თის სა­მე­ფო გვარ­თან და სა­ერ­თოდ, რუს ეროვ­ნე­ბას­თან არა­ფე­რი აკავ­ში­რებ­და!

ამ ფაქ­ტმა მწე­რა­ლი უზო­მოდ აა­ღელ­ვა და გა­და­წყვი­ტა, რჩე­ვის მი­სა­ღე­ბად, თა­ვი­სი დრო­ის უდი­დე­სი დიქ­ტა­ტო­რის­თვის მი­ე­მარ­თა. მით უმე­ტეს, ინ­ფორ­მა­ცია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბე­ლა­დის­თვის "ახ­ლო­ბე­ლი" უნდა ყო­ფი­ლი­ყო - ისიც ხომ წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი იყო. ეს ინ­ფორ­მა­ცია ერთი მხრივ, საკ­მა­ოდ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლიც გახ­ლდათ, რად­გან სტა­ლი­ნი თავს რუ­სად მი­იჩ­ნევ­და. ამი­ტომ ალექ­სეი ნი­კო­ლა­ე­ვიჩ­მა დიქ­ტა­ტორს დო­კუ­მენ­ტი მი­უ­ტა­ნა.

წე­რი­ლი ადას­ტუ­რებ­და, რომ დიდი რუსი რე­ფორ­მა­ტო­რი სი­ნამ­დვი­ლე­ში... ქარ­თვე­ლი გახ­ლდათ!

გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ სტა­ლინს ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­მო­ჩე­ნა სუ­ლაც არ გაჰ­კვირ­ვე­ბია. უფრო მე­ტიც - დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ტოლსტო­ის სთხო­ვა, ეს ფაქ­ტი არ გა­მო­ემ­ზე­უ­რე­ბი­ნა. სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის და­სა­ბუ­თე­ბა კი საკ­მა­ოდ უბ­რა­ლოდ მო­ა­ხერ­ხა: "და­ვუ­ტო­ვოთ მათ ერთი "რუსი" მა­ინც, რომ­ლი­თაც შე­უძ­ლი­ათ ია­მა­ყონ!" მწე­რალს აგ­რეთ­ვე, ისიც ურ­ჩია, ეს დო­კუ­მენ­ტი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა.

ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცია წე­სით, სა­მუ­და­მოდ უნდა და­მარ­ხუ­ლი­ყო, მაგ­რამ ალექ­სეი ტოლსტოი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი მწე­რა­ლი, ძალ­ზე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ და ამი­ტო­მაც, ეს ამ­ბა­ვი ჯერ სა­ახ­ლობ­ლო წრეს გა­ან­დო, შემ­დგომ კი მის­მა აღ­მო­ჩე­ნამ მთე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია მო­იც­ვა.

რა წე­რი­ლი იყო ასე­თი, რო­მე­ლიც უნდა გამ­ქრა­ლი­ყო?

სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე ეხე­ბო­და და­რია (და­რე­ჯან) არ­ჩი­ლის ასულ ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის (იმე­რე­თის მეფე არ­ჩილ II-ის ქა­ლიშ­ვი­ლის) წე­რილს, რო­მე­ლიც ნა­თე­სავს - სა­მეგ­რე­ლოს თა­ვად და­დი­ა­ნის ქა­ლიშ­ვილს სწერ­და. წე­რილ­ში სა­უ­ბა­რია რა­ღაც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი დე­დოფ­ლის­გან მო­უს­მე­ნია: "დე­და­ჩე­მი მო­მიყ­ვა ვი­ღაც მატ­ვე­ევ­ზე, რო­მელ­მაც თურ­მე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი სიზ­მა­რი ნახა. მას გა­მო­ე­ცხა­და წმინ­და გი­ორ­გი და ამ­ცნო: შენ მო­წო­დე­ბუ­ლი ხარ იმის­თვის, რომ მე­ფეს გა­ა­გე­ბი­ნო - მოს­კოვ­ში "მე­ფე­თა მეფე" უნდა და­ი­ბა­დოს, რო­მე­ლიც მას უდი­დეს იმ­პე­რი­ად აქ­ცევს. და­ბა­დე­ბით კი ის ჩა­მო­სუ­ლი, ივე­რი­ე­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მე­ფის­გან უნდა იშ­ვას, და­ვი­თის მუხ­ლი­დან, სა­ი­და­ნაც ღვთის­მშო­ბე­ლიც წარ­მოდ­გე­ბა, და კი­რილ ნა­რიშ­კი­ნის სუფ­თა გუ­ლის მქო­ნე ქა­ლიშ­ვი­ლის­გან. თუ ამ ნე­ბას წინ აღუდ­გე­ბი­ან, იქ­ნე­ბა ჟა­მი­ა­ნო­ბა. ღმერ­თის ნება უზე­ნა­ე­სია".

წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა არა­ო­რაზ­როვ­ნად მი­ა­ნიშ­ნებ­და ასე­თი ქმე­დე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. თუმ­ცა, მსგავ­სი მოვ­ლე­ნის­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბას, შე­საძ­ლოა, რე­ა­ლუ­რად სულ სხვა პრობ­ლე­მამ შე­უ­წყო ხელი.

რო­მა­ნოვ­თა გვა­რის და­სას­რუ­ლის და­სა­წყის­ში

რე­ა­ლურ მი­ზე­ზებ­ში გა­სარ­კვე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მივ­მარ­თოთ ის­ტო­რი­ას და გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ მოს­კო­ვის სა­მე­ფო იმ დროს, პრაქ­ტი­კუ­ლად უთა­ვო სა­მე­ფოს წარ­მო­ად­გენ­და; ხოლო მე­ფის მო­ვა­ლე­ო­ბებს - ალექ­სეი მი­ხა­ი­ლის ძე ვერ ას­რუ­ლებ­და. ქვე­ყა­ნას ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­თავ­და სა­მე­ფო ინ­ტრი­გებ­ში ჩაფ­ლუ­ლი, გა­იძ­ვე­რა და ავან­ტი­უ­რის­ტი თა­ვა­დი მი­ლოს­ლავ­სკი. ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩი სუს­ტი, უძ­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. მის გარ­შე­მო ძი­რი­თა­დად, სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი ტრი­ა­ლებ­დნენ, რო­მელ­თა აზ­რსაც ან­გა­რიშს უწევ­და. ერთ-ერთი ასე­თი იყო - არ­ტა­მონ სერ­გე­ე­ვიჩ მატ­ვე­ე­ვი, რო­მე­ლიც მე­ფე­ზე დიდი ზე­მოქ­მე­დე­ბის უნარს ფლობ­და. მუდ­მი­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მეშ­ვე­ო­ბით, მატ­ვე­ე­ვი არ­სე­ბი­თად, მარ­თავ­და მო­ნარ­ქს. ეს ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, "რას­პუ­ტი­ნის მაგ­ვა­რი" პერ­სო­ნა­ჟი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ნი­კო­ლოზ მე­ო­რის კარ­ზე უსა­ზღვრო გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და. მატ­ვე­ე­ვის გეგ­მა მარ­ტი­ვი იყო: მას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აჩ­ნდა, მე­ფეს დახ­მა­რე­ბო­და იმა­ში, რომ მი­ლოს­ლავ­სკე­ბის ნა­თე­სა­ო­ბის­გან სა­მუ­და­მოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო და ტახ­ტზე "თა­ვი­სი" მემ­კვიდ­რე აეყ­ვა­ნა...

1669 წლის მარ­ტში, როცა ალექ­სეი მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩის ცოლი, მა­რია ილი­ას ასუ­ლი მი­ლოს­ლავ­სკა­ია გარ­და­იც­ვა­ლა, მატ­ვე­ევ­მა მე­ფეს ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის თა­ვად­თა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ნა­ტა­ლია კი­რი­ლოვ­ნა ნა­რიშ­კი­ნა გა­უ­რი­გა (ის ყი­რი­მელ თა­თარ­თა მურ­ზის, ის­მა­ილ ნა­რი­შის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც იმ დროს მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. ად­გი­ლობ­რივ­თათ­ვის კი, უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, სა­ხე­ლად კი­რილს ატა­რებ­და). ამის შემ­დგომ მხო­ლოდ მემ­კვიდ­რის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ღა რჩე­ბო­და. პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი ისე­თი­ვე სუს­ტე­ბი და უძ­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ, რო­გო­რიც თა­ვად მეფე. მატ­ვე­ე­ვის აზ­რით, ისი­ნი მემ­კვიდ­რე­ე­ბად არ გა­მოდ­გე­ბოდ­ნენ.

სხვაგ­ვა­რად რომ ით­ქვას, რო­გორც კი მე­ფეს ნა­რიშ­კი­ნა შერ­თეს, მა­შინ­ვე მემ­კვიდ­რის სა­კი­თხი დად­გა. რად­გან იმ მო­მენ­ტის­თვის მეფე მძი­მედ ავად იყო და ფი­ზი­კუ­რად ძალ­ზე და­სუს­ტე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­და, თან ისიც ცხა­დი იყო, რომ მას სულ სუს­ტი შვი­ლე­ბი გა­მოს­დი­ო­და, მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - მის­თვის შემ­ცვლე­ლი მო­ე­ძებ­ნათ და... აი, სწო­რედ ამ დროს, შეთ­ქმუ­ლებს ხელ­ში ქარ­თვე­ლი თა­ვა­დი ჩა­უ­ვარ­დათ.

გაგ­რძე­ლე­ბა

მეფე პეტრე პირველი არასდროს ყოფილა რუსი

მეფე პეტრე პირველი არასდროს ყოფილა რუსი

ჩვენში გავრცელებულია გამოთქმა: "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ", - და ხშირად ის პატარა ერის კომპლექსზე მიანიშნებს.

თუმცა, ისტორია არაერთ დიდ ქართველზე მოგვითხრობს, რომელმაც ამა თუ იმ იმპერიის, ქვეყნის ან მსოფლიო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ამჯერად გთავაზობთ ვერსიას, რომელიც რუსული ელექტრონული მედიის საშუალებით გავრცელდა. ალბათ, ადრეც გსმენიათ პეტრე პირველის "ქართველობის" შესახებ...

არსებობს საკმაოდ საინტერესო ამბავი: როცა გამოჩენილი მწერალი ალექსეი ტოლსტოი თავის რომან "პეტრე პირველზე" მუშაობდა, წააწყდა დოკუმენტურ მასალას, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის უდიდესი მონარქის, რომანოვთა გვარის სიამაყის განსხვავებული წარმომავლობა. მტკიცდებოდა, რომ მას რუსეთის სამეფო გვართან და საერთოდ, რუს ეროვნებასთან არაფერი აკავშირებდა!

ამ ფაქტმა მწერალი უზომოდ ააღელვა და გადაწყვიტა, რჩევის მისაღებად, თავისი დროის უდიდესი დიქტატორისთვის მიემართა. მით უმეტეს, ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, ბელადისთვის "ახლობელი" უნდა ყოფილიყო - ისიც ხომ წარმოშობით ქართველი იყო. ეს ინფორმაცია ერთი მხრივ, საკმაოდ პროვოკაციულიც გახლდათ, რადგან სტალინი თავს რუსად მიიჩნევდა. ამიტომ ალექსეი ნიკოლაევიჩმა დიქტატორს დოკუმენტი მიუტანა.

წერილი ადასტურებდა, რომ დიდი რუსი რეფორმატორი სინამდვილეში... ქართველი გახლდათ!

გაოცება გამოიწვია იმან, რომ სტალინს ასეთი არაჩვეულებრივი აღმოჩენა სულაც არ გაჰკვირვებია. უფრო მეტიც - დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, ტოლსტოის სთხოვა, ეს ფაქტი არ გამოემზეურებინა. საკუთარი სურვილის დასაბუთება კი საკმაოდ უბრალოდ მოახერხა: "დავუტოვოთ მათ ერთი "რუსი" მაინც, რომლითაც შეუძლიათ იამაყონ!" მწერალს აგრეთვე, ისიც ურჩია, ეს დოკუმენტი გაენადგურებინა.

ამ შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია წესით, სამუდამოდ უნდა დამარხულიყო, მაგრამ ალექსეი ტოლსტოი, ისევე როგორც ბევრი მწერალი, ძალზე კომუნიკაბელური ადამიანი გახლდათ და ამიტომაც, ეს ამბავი ჯერ საახლობლო წრეს გაანდო, შემდგომ კი მისმა აღმოჩენამ მთელი ინტელიგენცია მოიცვა.

რა წერილი იყო ასეთი, რომელიც უნდა გამქრალიყო?

სავარაუდოდ, საქმე ეხებოდა დარია (დარეჯან) არჩილის ასულ ბაგრატიონ-მუხრანელის (იმერეთის მეფე არჩილ II-ის ქალიშვილის) წერილს, რომელიც ნათესავს - სამეგრელოს თავად დადიანის ქალიშვილს სწერდა. წერილში საუბარია რაღაც წინასწარმეტყველებაზე, რომელიც ქართველი დედოფლისგან მოუსმენია: "დედაჩემი მომიყვა ვიღაც მატვეევზე, რომელმაც თურმე წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა. მას გამოეცხადა წმინდა გიორგი და ამცნო: შენ მოწოდებული ხარ იმისთვის, რომ მეფეს გააგებინო - მოსკოვში "მეფეთა მეფე" უნდა დაიბადოს, რომელიც მას უდიდეს იმპერიად აქცევს. დაბადებით კი ის ჩამოსული, ივერიელი, მართლმადიდებელი მეფისგან უნდა იშვას, დავითის მუხლიდან, საიდანაც ღვთისმშობელიც წარმოდგება, და კირილ ნარიშკინის სუფთა გულის მქონე ქალიშვილისგან. თუ ამ ნებას წინ აღუდგებიან, იქნება ჟამიანობა. ღმერთის ნება უზენაესია".

წინასწარმეტყველება არაორაზროვნად მიანიშნებდა ასეთი ქმედების აღსრულების აუცილებლობაზე. თუმცა, მსგავსი მოვლენისკენ შემობრუნებას, შესაძლოა, რეალურად სულ სხვა პრობლემამ შეუწყო ხელი.

რომანოვთა გვარის დასასრულის დასაწყისში

რეალურ მიზეზებში გასარკვევად აუცილებელია, მივმართოთ ისტორიას და გავიხსენოთ, რომ მოსკოვის სამეფო იმ დროს, პრაქტიკულად უთავო სამეფოს წარმოადგენდა; ხოლო მეფის მოვალეობებს - ალექსეი მიხაილის ძე ვერ ასრულებდა. ქვეყანას ფაქტობრივად, მართავდა სამეფო ინტრიგებში ჩაფლული, გაიძვერა და ავანტიურისტი თავადი მილოსლავსკი. ალექსეი მიხაილოვიჩი სუსტი, უძლური ადამიანი გახლდათ. მის გარშემო ძირითადად, საეკლესიო პირები ტრიალებდნენ, რომელთა აზრსაც ანგარიშს უწევდა. ერთ-ერთი ასეთი იყო - არტამონ სერგეევიჩ მატვეევი, რომელიც მეფეზე დიდი ზემოქმედების უნარს ფლობდა. მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით, მატვეევი არსებითად, მართავდა მონარქს. ეს ისტორიული პიროვნება, "რასპუტინის მაგვარი" პერსონაჟი გახლდათ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ მეორის კარზე უსაზღვრო გავლენით სარგებლობდა. მატვეევის გეგმა მარტივი იყო: მას აუცილებლად მიაჩნდა, მეფეს დახმარებოდა იმაში, რომ მილოსლავსკების ნათესაობისგან სამუდამოდ გათავისუფლებულიყო და ტახტზე "თავისი" მემკვიდრე აეყვანა...

1669 წლის მარტში, როცა ალექსეი მიხაილოვიჩის ცოლი, მარია ილიას ასული მილოსლავსკაია გარდაიცვალა, მატვეევმა მეფეს ყირიმელი თათრების თავადთა წარმომადგენელი - ნატალია კირილოვნა ნარიშკინა გაურიგა (ის ყირიმელ თათართა მურზის, ისმაილ ნარიშის ქალიშვილი იყო, რომელიც იმ დროს მოსკოვში ცხოვრობდა. ადგილობრივთათვის კი, უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, სახელად კირილს ატარებდა). ამის შემდგომ მხოლოდ მემკვიდრის საკითხის მოგვარებაღა რჩებოდა. პირველი ცოლისგან დაბადებული შვილები ისეთივე სუსტები და უძლურები იყვნენ, როგორიც თავად მეფე. მატვეევის აზრით, ისინი მემკვიდრეებად არ გამოდგებოდნენ.

სხვაგვარად რომ ითქვას, როგორც კი მეფეს ნარიშკინა შერთეს, მაშინვე მემკვიდრის საკითხი დადგა. რადგან იმ მომენტისთვის მეფე მძიმედ ავად იყო და ფიზიკურად ძალზე დასუსტებული ბრძანდებოდა, თან ისიც ცხადი იყო, რომ მას სულ სუსტი შვილები გამოსდიოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება - მისთვის შემცვლელი მოეძებნათ და... აი, სწორედ ამ დროს, შეთქმულებს ხელში ქართველი თავადი ჩაუვარდათ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია