პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა მძევლად პროკურორი აიყვანეს
თურქეთში რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა მძევლად პროკურორი აიყვანეს

თურ­ქეთ­ში მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლუ­რი მარ­ქსის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა ერთ-ერთი პრო­კუ­რო­რი სა­კუ­თარ ოფის­ში მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კცებ­მა ის პრო­კუ­რო­რი და­ა­ტყვე­ვეს, რო­მე­ლიც 2013 წლის ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს იძი­ებ­და.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ახალ­გაზ­რდის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში" გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ემუქ­რე­ბი­ან ია­რა­ღით უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცე­ბი პრო­კუ­რორს. ამ დრო­ი­სათ­ვის პრო­კუ­რო­რის ოფი­სის გარ­შე­მო პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია.

15 წლის ბერ­კინ ელ­ვა­ნი, 2013 წელს, სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თუ­ლი მა­სობ­რი­ვი დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს მოკ­ლეს. მას ცრემლსა­დე­ნი გა­ზის ავზი მოხ­ვდა თავ­ში, რის შე­დე­გა­დაც ის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­ში იყო, 2014 წლის მარ­ტში კი გარ­და­იც­ვა­ლა. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას თურ­ქეთ­ში ახა­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა მოჰ­ყვა. და­ღუ­პუ­ლის მშობ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლის დას­ჯას ითხოვ­ნდნენ, თუმ­ცა, ამ დრომ­დე არას­რულ­წლო­ვა­ნის მკვლე­ლო­ბის გამო არა­ვინ და­უს­ჯი­ათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთში რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა მძევლად პროკურორი აიყვანეს

თურქეთში რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა მძევლად პროკურორი აიყვანეს

თურქეთში მემარცხენე რადიკალური მარქსისტული დაჯგუფების წევრებმა ერთ-ერთი პროკურორი საკუთარ ოფისში მძევლად აიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკცებმა ის პროკურორი დაატყვევეს, რომელიც 2013 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული თინეიჯერის მკვლელობის საქმეს იძიებდა.

შეიარაღებული პირები ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ემუქრებიან იარაღით უცნობი მამაკაცები პროკურორს. ამ დროისათვის პროკურორის ოფისის გარშემო პოლიციაა მობილიზებული, ოფისის თანამშრომლები ევაკუირებულია.

15 წლის ბერკინ ელვანი, 2013 წელს, სტამბოლში გამართული მასობრივი დემონსტრაციის დროს მოკლეს. მას ცრემლსადენი გაზის ავზი მოხვდა თავში, რის შედეგადაც ის 9 თვის განმავლობაში კომაში იყო, 2014 წლის მარტში კი გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას თურქეთში ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაღუპულის მშობლები დამნაშავე პოლიციელის დასჯას ითხოვნდნენ, თუმცა, ამ დრომდე არასრულწლოვანის მკვლელობის გამო არავინ დაუსჯიათ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა