მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარის კურსს საიდუმლო გარიგებით ადგენენ?!
ლარის კურსს საიდუმლო გარიგებით ადგენენ?!

ფი­ნან­სის­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ლა­რის მას­შტა­ბუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­ი­წყო. ამ ეჭვს "ბლუმ­ბერ­გის" და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მა აძ­ლი­ე­რებს, სა­დაც ლა­რის კურ­სზე თა­მა­შის და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უფრო მეტი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

"შე­იძ­ლე­ბა 10 ათას დო­ლა­რად სა­ვა­ლუ­ტო კურ­სი აბურ­თა­ვო რო­გორც გინ­და და ამის პატ­რო­ნი არა­ვინ არის. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს და შეგ­ვიძ­ლია წყნა­რად ვი­ყოთ, მაგ­რამ შემ­მოწ­მე­ბე­ლი ვი­ნაა? ჩვენ­თან სა­ვა­ლუ­ტო რე­სურ­სი სა­ბან­კო სის­ტე­მა­შია. ორ ბანკს უკა­ვია მთე­ლი ქვეყ­ნის სა­ვა­ლუ­ტო რე­სურ­სე­ბის 70 პრო­ცენ­ტი. საქ­მე გვაქვს ოლი­გო­პო­ლი­ას­თან, რო­დე­საც სრუ­ლი­ად და­საშ­ვე­ბია მო­ლა­პა­რა­კე­ბა, გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა", - ამ­ბობს ფი­ნან­სის­ტი და ეკო­ნო­მის­ტი ვახ­ტანგ ხო­მი­ზუ­რაშ­ვი­ლი.

და­სუს­ტე­ბულ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას დე­ვალ­ვა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბიძ­გი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ მი­მოქ­ცე­ვა­ში ლა­რის მა­სის გაზ­რდა­მაც მის­ცა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ლარი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე არას­ტა­ბი­ლურ ვა­ლუ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნდო­ბა თით­ქმის და­კარ­გა. სა­ქარ­თვე­ლო "ბლუმ­ბერ­გის" სის­ტე­მა­ში 2009 წლის მარ­ტი­დან ჩა­ერ­თო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი "სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის ფუ­ძემ­დებ­ლად" წო­დე­ბუ­ლი კახა ბენ­დუ­ქი­ძე იყო. იგი მი­იჩ­ნევ­და, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და მისი მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ვა­ლუ­ტის არ­სე­ბო­ბა ზედ­მე­ტი რის­კი გახ­ლდათ". ბენ­დუ­ქი­ძის მო­წო­დე­ბა იყო ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლარ­თან ერ­თად მი­მოქ­ცე­ვა­ში დო­ლა­რი და ევრო უნდა ჩაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, რაც ინ­ვეს­ტო­რებს სა­ვა­ლუ­ტო რის­კის­გან და­ი­ცავ­და.

და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მა

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, რომ ისე­თი სუს­ტი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა "ბლუმ­ბერ­გის" სის­ტე­მა და სა­ვა­ლუ­ტო აუქ­ცი­ო­ნე­ბის შე­მო­ღე­ბა ლა­რის კურ­სებ­ზე თა­მა­შის, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უფრო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და. "ადრე თუ სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის ჩა­მოყ­ლა­ი­ბე­ბის სის­ტე­მა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამჭვირ­ვა­ლე და მისი მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი ხდე­ბო­და, დღეს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ვა­ლუ­ტო კურ­სზე კარ­გად ითა­მა­შონ და ხელი მო­ით­ბონ",- გან­მარ­ტა­ვენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

"სუს­ტი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლია სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟე­ბის ფუნ­ქცი­ო­ბა. თა­ვი­დან ბანკთა­შო­რი­სი სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­კეთ­და, სა­დაც კურ­სის ფორ­მი­რე­ბა ხდე­ბო­და. და­ცუ­ლი იყო სა­ვაჭ­რო წე­სე­ბი, კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი და ა.შ. 2006 წლი­დან ბანკთა­შო­რის სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟა მო­ის­პო და ქვე­ყა­ნა გა­და­ვი­და "ბლუმ­ბერ­გის" სის­ტე­მა­ში. იგი არ არის სა­ვაჭ­რო მო­დუ­ლი, ეს, უბ­რა­ლოდ, სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მაა", - ამ­ბობს ფი­ნან­სის­ტი და ეკო­ნო­მის­ტი ვახ­ტანგ ხო­მი­ზუ­რაშ­ვი­ლი.

ბანკთა­შო­რის სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ბულმბერ­გი" აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მაა. სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟებ­ზე მკაც­რად არის რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი კურ­სის ფორ­მი­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, ანუ გან­სა­ზღვრუ­ლია გა­რი­გე­ბის­თვის სა­ჭი­რო მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა. ბირ­ჟა­ზე პა­ტა­რა თან­ხით კურსს ვერ შეც­ვლი­დი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

ლარის კურსს საიდუმლო გარიგებით ადგენენ?!

ლარის კურსს საიდუმლო გარიგებით ადგენენ?!

ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ლარის მასშტაბური გაუფასურება სპეკულაციების შედეგად დაიწყო. ამ ეჭვს "ბლუმბერგის" დახურული სისტემა აძლიერებს, სადაც ლარის კურსზე თამაშის და მანიპულაციის უფრო მეტი საშუალებაა.

"შეიძლება 10 ათას დოლარად სავალუტო კურსი აბურთავო როგორც გინდა და ამის პატრონი არავინ არის. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, მაგრამ შემმოწმებელი ვინაა? ჩვენთან სავალუტო რესურსი საბანკო სისტემაშია. ორ ბანკს უკავია მთელი ქვეყნის სავალუტო რესურსების 70 პროცენტი. საქმე გვაქვს ოლიგოპოლიასთან, როდესაც სრულიად დასაშვებია მოლაპარაკება, გარკვეული შეთანხმება", - ამბობს ფინანსისტი და ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

დასუსტებულ ეროვნულ ვალუტას დევალვაციის მიმართულებით ბიძგი ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდამაც მისცა. საბოლოო ჯამში, ლარი ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ვალუტად ჩამოყალიბდა და მან მოსახლეობაში ნდობა თითქმის დაკარგა. საქართველო "ბლუმბერგის" სისტემაში 2009 წლის მარტიდან ჩაერთო. ამ გადაწყვეტილების მთავარი ინიციატორი "საქართველოში ეკონომიკური რეფორმების ფუძემდებლად" წოდებული კახა ბენდუქიძე იყო. იგი მიიჩნევდა, რომ "საქართველოსთვის და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის საკუთარი ვალუტის არსებობა ზედმეტი რისკი გახლდათ". ბენდუქიძის მოწოდება იყო ისიც, რომ საქართველოში ლართან ერთად მიმოქცევაში დოლარი და ევრო უნდა ჩაშვებულიყო, რაც ინვესტორებს სავალუტო რისკისგან დაიცავდა.

დახურული სისტემა

სპეციალისტების განმარტებით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ისეთი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა "ბლუმბერგის" სისტემა და სავალუტო აუქციონების შემოღება ლარის კურსებზე თამაშის, მანიპულაციის უფრო მეტ საშუალებას იძლეოდა. "ადრე თუ სავალუტო კურსის ჩამოყლაიბების სისტემა იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და მისი მუდმივი მონიტორინგი ხდებოდა, დღეს დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება, რომ სავალუტო კურსზე კარგად ითამაშონ და ხელი მოითბონ",- განმარტავენ სპეციალისტები.

"სუსტი ეკონომიკის განვითარებადი ქვეყნებისთვის მიზანშეწონილია სავალუტო ბირჟების ფუნქციობა. თავიდან ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გაკეთდა, სადაც კურსის ფორმირება ხდებოდა. დაცული იყო სავაჭრო წესები, კონტროლის მექანიზმი და ა.შ. 2006 წლიდან ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა მოისპო და ქვეყანა გადავიდა "ბლუმბერგის" სისტემაში. იგი არ არის სავაჭრო მოდული, ეს, უბრალოდ, საინფორმაციო სისტემაა", - ამბობს ფინანსისტი და ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ბანკთაშორის სავალუტო ბირჟისაგან განსხვავებით, "ბულმბერგი" აბსოლუტურად დახურული სისტემაა. სავალუტო ბირჟებზე მკაცრად არის რეგულირებული კურსის ფორმირების პრინციპები, ანუ განსაზღვრულია გარიგებისთვის საჭირო მინიმალური თანხის მოცულობა. ბირჟაზე პატარა თანხით კურსს ვერ შეცვლიდი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია