პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო პირველი ქართველი ფოტომოდელი ქალი
ვინ იყო პირველი ქართველი ფოტომოდელი ქალი

ეროვ­ნულ არ­ქივ­ში და­ცულ ამ უნი­კა­ლურ ფო­ტო­ზე XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფო­ტო­მო­დე­ლი ბაბო (ბარ­ბა­ლე) ბაგ­რა­ტი­ო­ნი-და­ვი­თაშ­ვი­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი. სა­მე­ფო გვა­რის შთა­მო­მა­ვა­ლი რეკ­ლა­მას უკე­თებს იმ დრო­ის­თვის უნი­კა­ლურ ქარ­თულ ბრენ­დს, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის კო­ნი­აკს. ბაბო ივა­ნე მა­ჩაბ­ლის მე­უღ­ლის, ულა­მა­ზე­სი ანას­ტა­სია ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი და იყო.

სხვა­თა შო­რის, მე­ტად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ქველ­მოქ­მე­დი, მშვე­ნი­ე­რი ბაბო მე­გობ­რობ­და თა­ვი­სი დრო­ის ცნო­ბილ მოღ­ვა­წე­ებ­თან, მათ შო­რის იყ­ვნენ აკა­კი წე­რე­თე­ლი (დიდ აკა­კის სარ­ძლო­დაც კი უნ­დო­და ის), და-ძმა უორდრო­პე­ბი... არა­ერთ ვაჟ­კაცს მოს­წონ­და ბაბო, მაგ­რამ მას მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი - მომ­ხიბ­ლა­ვი დათა მი­ქე­ლა­ძე უყ­ვარ­და. და­თამ სხვა ირ­ჩია. ბაბო ცა­ლად დარ­ჩა და ამ სიყ­ვა­რულ­მა მალე სა­მა­რე­შიც ჩა­იყ­ვა­ნა...

სა­რა­ჯიშ­ვი­ლის დაკ­ვე­თით სა­რეკ­ლა­მო კო­ლა­ჟი პირ­ველ ქარ­თველ ფო­ტოგ­რაფს, სა­ხელ­გან­თქმულ ალექ­სან­დრე რო­ი­ნაშ­ვილს შე­უს­რუ­ლე­ბია. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ბა­ბო­ზე შემ­თხვე­ვით არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა არ­ჩე­ვა­ნი. იმ­დე­ნად ლა­მა­ზი იყო, რომ მისი გა­რეგ­ნო­ბა და მზე­რა სა­ო­ცარ ნდო­ბას იწ­ვევ­დაო. პორ­ტრე­ტის­თვის სა­გან­გე­ბოდ შე­ურ­ჩე­ვი­ათ ქარ­თუ­ლი კაბა და ჩიხ­ტი­კო­პი. ეროვ­ნულ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბილ მშვე­ნი­ერ ბა­ბოს ლან­გარ­ზე კო­ნი­ა­კით, სან­დო­მი­ა­ნი სა­ხით უნდა მი­ე­ზი­და მომ­ხმა­რე­ბე­ლი და პრო­დუქ­ცი­ის უმაღ­ლეს ხა­რისხში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა. XIX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც რო­ი­ნაშ­ვი­ლი ქარ­თულ რეკ­ლა­მა­ზე მუ­შა­ობ­და, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში "კოკა-კო­ლას" სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ხანა იდგა. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი და­სავ­ლუ­რი რეკ­ლა­მის მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მელ­საც უთუ­ოდ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ, თუმ­ცა, ბრენ­დის წარ­დგე­ნი­სას მთა­ვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა მა­ინც ეროვ­ნულ ფაქ­ტორს ენი­ჭე­ბო­და. ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მის უმ­თავ­რე­სი სახე იყო მშვე­ნი­ე­რი ქალი, რო­გორც სან­დო­ო­ბის სიმ­ბო­ლო.

კო­ნი­ა­კის სამ­შობ­ლო, საფ­რან­გე­თი, აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და, ბრენ­დის სა­ხელ­წო­დე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვა და­ე­წე­სე­ბი­ნა არა მხო­ლოდ სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში, საფ­რან­გე­თის რე­გი­ო­ნებ­შიც კი. და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1978 წელს სა­გან­გე­ბოდ გა­ემ­გზავ­რა საფ­რან­გეთ­ში ღვი­ნის და სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­სას­წავ­ლად, კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებ­და ამ სირ­თუ­ლე­ებს, ამი­ტო­მაც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მა­ნევ­რი შე­ას­რუ­ლა, 1885 წელს თბი­ლის­ში ააგო კავ­კა­სი­ა­ში უმ­სხვი­ლე­სი სა­წყო­ბი და ფრან­გუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით, სა­გან­გე­ბოდ და­სამ­წი­ფებ­ლად ჩა­მო­ი­ტა­ნა ფრან­გუ­ლი სა­კო­ნი­ა­კე სპირ­ტი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვინ იყო პირველი ქართველი ფოტომოდელი ქალი

ვინ იყო პირველი ქართველი ფოტომოდელი ქალი

ეროვნულ არქივში დაცულ ამ უნიკალურ ფოტოზე XIX საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი პირველი ქართველი ფოტომოდელი ბაბო (ბარბალე) ბაგრატიონი-დავითაშვილია გამოსახული. სამეფო გვარის შთამომავალი რეკლამას უკეთებს იმ დროისთვის უნიკალურ ქართულ ბრენდს, სარაჯიშვილის კონიაკს. ბაბო ივანე მაჩაბლის მეუღლის, ულამაზესი ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილის უმცროსი და იყო.

სხვათა შორის, მეტად განათლებული, ქველმოქმედი, მშვენიერი ბაბო მეგობრობდა თავისი დროის ცნობილ მოღვაწეებთან, მათ შორის იყვნენ აკაკი წერეთელი (დიდ აკაკის სარძლოდაც კი უნდოდა ის), და-ძმა უორდროპები... არაერთ ვაჟკაცს მოსწონდა ბაბო, მაგრამ მას მხოლოდ ერთადერთი - მომხიბლავი დათა მიქელაძე უყვარდა. დათამ სხვა ირჩია. ბაბო ცალად დარჩა და ამ სიყვარულმა მალე სამარეშიც ჩაიყვანა...

სარაჯიშვილის დაკვეთით სარეკლამო კოლაჟი პირველ ქართველ ფოტოგრაფს, სახელგანთქმულ ალექსანდრე როინაშვილს შეუსრულებია. გადმოცემის თანახმად, ბაბოზე შემთხვევით არ შეჩერებულა არჩევანი. იმდენად ლამაზი იყო, რომ მისი გარეგნობა და მზერა საოცარ ნდობას იწვევდაო. პორტრეტისთვის საგანგებოდ შეურჩევიათ ქართული კაბა და ჩიხტიკოპი. ეროვნულ სამოსში გამოწყობილ მშვენიერ ბაბოს ლანგარზე კონიაკით, სანდომიანი სახით უნდა მიეზიდა მომხმარებელი და პროდუქციის უმაღლეს ხარისხში დაერწმუნებინა. XIX საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც როინაშვილი ქართულ რეკლამაზე მუშაობდა, ევროპასა და ამერიკაში "კოკა-კოლას" სარეკლამო კამპანიის ხანა იდგა. ქართველებისთვის კარგად იყო ცნობილი დასავლური რეკლამის მოთხოვნები, რომელსაც უთუოდ ითვალისწინებდნენ, თუმცა, ბრენდის წარდგენისას მთავარი მნიშვნელობა მაინც ეროვნულ ფაქტორს ენიჭებოდა. ქართული რეკლამის უმთავრესი სახე იყო მშვენიერი ქალი, როგორც სანდოობის სიმბოლო.

კონიაკის სამშობლო, საფრანგეთი, აქტიურად ცდილობდა, ბრენდის სახელწოდებაზე შეზღუდვა დაეწესებინა არა მხოლოდ საზღვარგარეთის ქვეყნებში, საფრანგეთის რეგიონებშიც კი. დავით სარაჯიშვილი, რომელიც 1978 წელს საგანგებოდ გაემგზავრა საფრანგეთში ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოების შესასწავლად, კარგად აცნობიერებდა ამ სირთულეებს, ამიტომაც დიპლომატიური მანევრი შეასრულა, 1885 წელს თბილისში ააგო კავკასიაში უმსხვილესი საწყობი და ფრანგული ინტერესების დაცვით, საგანგებოდ დასამწიფებლად ჩამოიტანა ფრანგული საკონიაკე სპირტი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს