მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის 5 უნიკალური შენობის ისტორია
თბილისის 5 უნიკალური შენობის ისტორია

ჩვენს ქა­ლაქ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­რი­ტექ­ტუ­რის მქო­ნე ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბაა და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თბი­ლი­სის მშვე­ნე­ბაა. გვინ­და რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე მო­გი­თხროთ. ისი­ნი XXI სა­უ­კუ­ნე­შიც არ კარ­გა­ვენ თა­ვი­ანთ პეწს.

მწე­რალ­თა სახ­ლი

მწე­რალ­თა სახ­ლი ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლია თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 1905 წელს და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­მა აა­შე­ნა. მის ასა­შე­ნებ­ლად ბერ­ლი­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი კარლ ცა­ა­რი მო­იწ­ვია. მშე­ნებ­ლო­ბა სო­ლო­ლაკ­ში, მა­შინ­დელ სერ­გი­ე­ვის ქუ­ჩა­ზე, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის მა­მი­სე­უ­ლი სახ­ლის ად­გილ­ზე 1903-1905 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ცა­ა­რის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ალექ­სან­დრე ოზე­რო­ვი და კორ­ნე­ლი ტა­ტი­შე­ვი ას­რუ­ლებ­დნენ. მისი დას­რუ­ლე­ბა 1905 წლის მა­ის­ში და­ვი­თი­სა და ეკა­ტე­რი­ნე ფო­რა­ქიშ­ვი­ლის ვერ­ცხლის ქორ­წილს და­ამ­თხვი­ეს. ცა­არ­მა მო­დერ­ნი­სა და ბა­რო­კოს სტი­ლი ერთ სახ­ლში გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ინ­ტე­რი­ე­რი ხით მო­ა­წყო თბი­ლი­სელ­მა ოს­ტატ­მა ილია მა­მა­ცაშ­ვილ­მა. ეზო­ში გა­მა­ვა­ლი ტე­რა­სის­თვის ილე­რო­იო ბო­ხის ფი­ლე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­სახ­ლე­ში იმარ­თე­ბო­და წვე­უ­ლე­ბე­ბი, არის­ტოკ­რატ­თა და ხე­ლო­ვან­თა შეკ­რე­ბე­ბი და სა­უბ­რე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი და კონ­ცერ­ტე­ბი. 1911 წელს, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ზეთ "ივე­რი­ა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა ცნო­ბა: "გან­სვე­ნე­ბულს გა­ნუ­ცხა­დე­ბია სურ­ვი­ლი, რომ მისი სახ­ლი სერ­გი­ე­ვის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ის მუ­დამ ცხოვ­რობ­და, გა­და­ე­ცეს ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბას თა­ვი­სი მშვე­ნი­ე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით იმ პი­რო­ბით, რომ ამ სახ­ლში ქა­ლაქ­მა მო­ა­წყოს ან სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რეა ან ში­ნამ­რეწ­ვე­ლო­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი, ანდა, ორი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ერ­თად. ეს შე­წი­რუ­ლო­ბა უდ­რის ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნამ­დე, ად­გი­ლი და სახ­ლი ღირს 300.000 მა­ნე­თად, მო­წყო­ბი­ლო­ბა კი 100.000 მა­ნე­თამ­დე მე­ტად."

1912 წელს სახ­ლი აკა­კი ხოშ­ტა­რი­ამ შე­ის­ყი­და, რათა და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ცო­ლის ძმას აუქ­ცი­ონ­ზე არ გა­ე­ყი­და და არ დარ­ღვე­უ­ლი­ყო მე­ცე­ნა­ტის ან­დერ­ძი. 1918-1921 წლებ­ში შე­ნო­ბა აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი იყო. 1921 წელს სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის გამო, ხოშ­ტა­რი­ამ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა, შე­ნო­ბა კი სა­ქარ­თვე­ლოს რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა მწერ­ლებ­სა და ხე­ლო­ვა­ნებს გა­დას­ცა.

პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე

პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე (ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე და ყო­ფი­ლი მე­ფის­ნაც­ვლის სა­სახ­ლე) - XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა­თა შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, 6-ში მდე­ბა­რე­ობს. სა­სახ­ლე მთა­ვა­რი ფა­სა­დით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მო­დის, და­სავ­ლე­თი­დან და სამ­ხრე­თი­დან კი ვრცე­ლი ბაღი აკ­რავს.

სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის უმ­თავ­რე­სი ეტა­პე­ბი თბი­ლის­ში მოღ­ვა­წე შვედ ხუ­როთ­მო­ძღვარს, ოტო ია­კობ სი­მონ­სონს უკავ­შირ­დე­ბა. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით 1858-1859 წლებ­ში შე­ნო­ბის არას­რუ­ლი გა­და­კე­თე­ბა მოხ­და, 1865-1869 წლებ­ში კი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი რე­კონ­სტრუქ­ცია. სი­მონ­სონ­მა საგ­რძნობ­ლად გა­ზარ­და მთა­ვარ­მარ­თებ­ლის ძვე­ლი, 1845-1847 წლებ­ში სე­მი­ო­ნო­ვის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი სა­სახ­ლე და მას სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი იერი მი­ა­ნი­ჭა: კლა­სი­ცის­ტუ­რი ფა­სა­დი რე­ნე­სან­სუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით ჰარ­მო­ნი­ულ­მა ერ­თობ­ლი­ო­ბამ შეც­ვა­ლა.

შე­ნო­ბის ფა­სა­დე­ბი მკაც­რი და ოფი­ცი­ა­ლუ­რია. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ზე­ი­მო იერი აქვს მხო­ლოდ სამ­ხრეთ ფა­სადს, რო­მე­ლიც რკი­ნის სვე­ტე­ბის მქო­ნე ღია კიბე-აივ­ნით არის ბა­ღის­კენ მი­მარ­თუ­ლი. ინ­ტე­რი­ე­რი, XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სუ­რი სა­სახ­ლე­ე­ბის ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, კლა­სი­ცის­ტურ ორ­დერ­თან ერ­თად (დიდ ფო­ი­ე­ში, მე­ფის­ნაც­ვლის მი­სა­ღებ­სა და კა­ბი­ნე­ტებ­ში) გვი­ა­ნი­რა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ მორ­თუ­ლო­ბა­საც შე­ი­ცავს.

1917-1921 წლებ­ში სა­სახ­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კრე­ბამ და მთავ­რო­ბამ და­ი­დო ბინა. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, 1921 წლი­დან, იქ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გან­თავ­სდა. 1937 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­სახ­ლე­ში უნდა მო­წყო­ბი­ლი­ყო თბი­ლი­სის პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე (რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­ტარ­და არ­ქი­ტექ­ტორ არ­ჩილ ქურ­დი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით). 1941 წლის 2 მა­ისს შე­ნო­ბა ხე­ლახ­ლა გა­იხ­სნა, რო­გორც პი­ო­ნერ­თა და მოს­წავ­ლე­თა რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­სახ­ლე. ამ­ჟა­მად, შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლე.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, იგი­ვე თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა 1846 წელს თბი­ლის­ში მთა­ვარ­მარ­თებ­ლის კან­ცე­ლა­რი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კის ბა­ზა­ზე რო­გორც "ტფი­ლი­სის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა", ისე ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ეს პირ­ვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ფე­ნის­თვის.

მის და­არ­სე­ბას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და, რო­მელ­მაც ახ­ლად­და­არ­სე­ბულ სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას 1842 წელს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით თბი­ლის­ში გახ­სნი­ლი "კერ­ძო სა­ამ­ხა­ნა­გო ბიბ­ლი­ო­თე­კის" ფონ­დი გა­დას­ცა. სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის და­კომ­პლექ­ტე­ბის საქ­მე მე­ფის­ნაც­ვლის კან­ცე­ლა­რი­ის მო­ხე­ლეს, გავ­რილ ტო­კა­რევს და­ე­ვა­ლა და გა­და­წყდა, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა კავ­კა­სი­ო­ლო­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი­ყო. ამ საქ­მე­ში მას დიდი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ­მა ფრან­გმა მოგ­ზა­ურ­მა - დი­უ­ბუა დე მონ­პე­რემ. სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის I კორ­პუ­სი - ყო­ფი­ლი სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ბან­კი ანუ ქარ­თუ­ლი ბან­კი (გუ­დი­აშ­ვი­ლის ქ. 3) 1913-1916 წლებ­ში აშენ­და არ­ქი­ტექ­ტორ ანა­ტო­ლი კალ­გი­ნი­სა და მხატ­ვარ ჰენ­რიხ ჰრი­ნევ­სკის პრო­ექ­ტით, ფა­სა­დის დე­კო­რი ნე­ო­ფი­ტე, ვლა­დი­მერ და ლავ­რენ­ტი აგ­ლა­ძე­ე­ბის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ნა­გე­ბო­ბა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძ­ვრუ­ლი მო­ტი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ერთ-ერთი სრულ­ყო­ფი­ლი ნი­მუ­შია, რო­მელ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მსხვილ ბურ­ჯებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი ღრმა გა­ლე­რეა-ლო­ჯია, გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის მხა­რეს, ისე­ვე, რო­გორც გვერ­დი­თი გა­ლე­რეა და კუ­თხე­ში აღ­მარ­თუ­ლი კოშ­კი, მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი სარ­კმლე­ბი და ორ­ნა­მენ­ტუ­ლი რომ­ბე­ბი ნა­გე­ბო­ბის სა­ზე­ი­მო ხა­სი­ათს გა­ნა­პი­რო­ბებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ინ­ტე­რი­ე­რიც: ვეს­ტი­ბი­უ­ლი­სა და ყო­ფი­ლი სა­ო­პე­რა­ციო დარ­ბა­ზის (სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბა­ზი) კა­მა­რა­თა მო­ხა­ტუ­ლო­ბა, ქვის მო­ა­ჯი­რის მო­დერ­ნის სტი­ლი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დე­ნა­დი ფორ­მე­ბი.

ბიბ­ლი­ო­თე­კის II კორ­პუ­სი, ყო­ფი­ლი ვოლ­გა-კა­მის ბან­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა (გუ­დი­აშ­ვი­ლის ქ.N5), 1915 წელს ააგო არ­ქი­ტექ­ტორ­მა კო­სი­ა­კოვ­მა.

ბიბ­ლი­ო­თე­კის III კორ­პუ­სი, ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბან­კის კან­ტო­რა (გუ­დი­აშ­ვი­ლის ქ.N7), მი­ხე­ილ ოჰან­ჯა­ნო­ვი­სა და გო­ლე­ნიშ­ჩე­ვის პრო­ექ­ტით 1910 წელს აშენ­და. იგი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა თბი­ლი­სის მო­დერ­ნის სტი­ლით ნა­გებ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შე­ნო­ბა­თა შო­რის.

1913 წლის 3 დე­კემ­ბერს ტფი­ლი­სის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა კავ­კა­სი­ის მუ­ზე­უ­მის სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კად გარ­და­იქ­მნა და მთლი­ა­ნად შე­ერ­წყა კავ­კა­სი­ის მუ­ზე­უმს. 1914 წელს კავ­კა­სი­ის მუ­ზე­უ­მის ახა­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გამო ბიბ­ლი­ო­თე­კა და­ი­ხუ­რა, ფონ­დე­ბი კი ყუ­თებ­ში ჩა­ა­ლა­გეს და 10 წელი სარ­და­ფებ­ში ინა­ხე­ბო­და.

შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი

შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი დიდი და უძ­ვე­ლე­სი თე­ატ­რია. მდე­ბა­რე­ობს თბი­ლის­ში, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, 17-ში. და­არ­სდა 1887 წელს, რო­გორც "სა­არ­ტის­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა". შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რია გან­ლა­გე­ბუ­ლი, 1898-1901 წლებ­ში აშენ­და. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არი­ან თბი­ლის­ში მოღ­ვა­წე არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი - კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვი და ალექ­სან­დრ შიმ­კე­ვი­ჩი.

ფა­სა­დი­სა და ინ­ტე­რი­ე­რის გა­ფორ­მე­ბა­ში რო­კო­კოს სტი­ლის მრა­ვა­ლი ელე­მენ­ტია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შე­ნო­ბის სარ­დაფ­ში მო­წყო­ბი­ლი რეს­ტო­რა­ნი "ქი­მე­რი­ო­ნი" პო­ეტ­თა, მწე­რალ­თა და მხატ­ვარ­თა თავ­შეყ­რის ად­გი­ლი იყო და მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის თბი­ლი­სის მხატ­ვრულ ცხოვ­რე­ბა­ში. იგი 1919 წელს მო­ხა­ტეს მხატ­ვრებ­მა: გუ­დი­აშ­ვილ­მა, კა­კა­ბა­ძემ, ზდა­ნე­ვიჩ­მა და სუ­დე­ი­კინ­მა.

1949 წლის 9 ივ­ნისს ხან­ძარ­მა თე­ატ­რის შე­ნო­ბა გა­ა­ნად­გუ­რა, გა­დარ­ჩა მხო­ლოდ რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე გა­მო­მა­ვა­ლი მთა­ვა­რი ფა­სა­დი. ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­ნო­ბა ერთ წე­ლი­წად­ში აღად­გი­ნეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი გახ­და შე­ნო­ბის კომ­პლექ­სუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია (1982-87 წლე­ბი). თე­ატ­რის ფა­სად­მა პირ­ვან­დე­ლი სახე და­იბ­რუ­ნა მხატ­ვარ-რეს­ტავ­რა­ტორ ამი­რან გოგ­ლი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. აღ­დგა "ქი­მე­რი­ო­ნის" ფრეს­კე­ბი. ამ­ჟა­მად თე­ატრს აქვს სამი თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი დარ­ბა­ზი: დიდი, მცი­რე და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი, ასე­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა და სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი დიდი "სა­მე­ჯლი­სო დარ­ბა­ზი", "მცი­რე ფოიე" და "პა­ტა­რა სას­ტუმ­რო ოთა­ხი".

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის უნი­კა­ლუ­რი შე­ნო­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში (2002-2005 წლე­ბი) დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. იქ ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლა თე­ატ­რის აღ­დგე­ნა და რე­კონ­სტრუქ­ცია.

ახ­ლან­დე­ლი "თი-ბი-სი" ბან­კის შე­ნო­ბა

ახ­ლან­დე­ლი "თი-ბი-სი" ბან­კის შე­ნო­ბა ყო­ფი­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი უნი­ვერ­მა­ღი გახ­ლდათ... ის 1910-იან წლებ­ში აგე­ბუ­ლი არტ-ნუვო სტი­ლის (მო­დერ­ნი) ერთ-ერთი შე­ნო­ბაა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის 7-ში. აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ფა­სა­დი და ინ­ტე­რი­ე­რი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ამ­ჟა­მად იქ "თი-ბი-სი" ბან­კის სა­თა­ვო ოფი­სია გან­ლა­გე­ბუ­ლი.

იგი თა­ვის დრო­ზე კავ­კა­სი­ის ოფი­ცერ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თით აშენ­და. პრო­ექ­ტი ეკუთ­ვნის ლუ­ჩა­ნო დე ბლა­სა და ან­ჯე­ლო ან­დრე­ო­ლე­ტის. შე­ნო­ბას თავ­და­პირ­ვე­ლი იე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, 2005 წელს სრულ­ყო­ფი­ლი რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და.

მო­მა­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

თბილისის 5 უნიკალური შენობის ისტორია

თბილისის 5 უნიკალური შენობის ისტორია

ჩვენს ქალაქში ბევრი საინტერესო აქრიტექტურის მქონე ისტორიული შენობაა და თითოეული მათგანი თბილისის მშვენებაა. გვინდა რამდენიმე მათგანზე მოგითხროთ. ისინი XXI საუკუნეშიც არ კარგავენ თავიანთ პეწს.

მწერალთა სახლი

მწერალთა სახლი ერთ-ერთი საინტერესო ხუროთმოძღვრების ძეგლია თბილისში, რომელიც 1905 წელს დავით სარაჯიშვილმა ააშენა. მის ასაშენებლად ბერლინელი არქიტექტორი კარლ ცაარი მოიწვია. მშენებლობა სოლოლაკში, მაშინდელ სერგიევის ქუჩაზე, სარაჯიშვილის მამისეული სახლის ადგილზე 1903-1905 წლებში მიმდინარეობდა. ცაარის პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებს ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშევი ასრულებდნენ. მისი დასრულება 1905 წლის მაისში დავითისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ვერცხლის ქორწილს დაამთხვიეს. ცაარმა მოდერნისა და ბაროკოს სტილი ერთ სახლში გააერთიანა. ინტერიერი ხით მოაწყო თბილისელმა ოსტატმა ილია მამაცაშვილმა. ეზოში გამავალი ტერასისთვის ილეროიო ბოხის ფილებია გამოყენებული. სასახლეში იმართებოდა წვეულებები, არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებები და საუბრები, გამოფენები და კონცერტები. 1911 წელს, სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა ცნობა: "განსვენებულს განუცხადებია სურვილი, რომ მისი სახლი სერგიევის ქუჩაზე, სადაც ის მუდამ ცხოვრობდა, გადაეცეს ქალაქის თვითმმართველობას თავისი მშვენიერი მოწყობილობით იმ პირობით, რომ ამ სახლში ქალაქმა მოაწყოს ან სამხატვრო გალერეა ან შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ანდა, ორივე დაწესებულება ერთად. ეს შეწირულობა უდრის ნახევარმილიონამდე, ადგილი და სახლი ღირს 300.000 მანეთად, მოწყობილობა კი 100.000 მანეთამდე მეტად."

1912 წელს სახლი აკაკი ხოშტარიამ შეისყიდა, რათა დავით სარაჯიშვილის ცოლის ძმას აუქციონზე არ გაეყიდა და არ დარღვეულიყო მეცენატის ანდერძი. 1918-1921 წლებში შენობა აკაკი ხოშტარიას საცხოვრებელი იყო. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების გამო, ხოშტარიამ ქვეყანა დატოვა, შენობა კი საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.

პიონერთა სასახლე

პიონერთა სასახლე (ახალგაზრდობის სასახლე და ყოფილი მეფისნაცვლის სასახლე) - XIX საუკუნის თბილისის ოფიციალური დანიშნულების შენობათა შორის გამორჩეულია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, 6-ში მდებარეობს. სასახლე მთავარი ფასადით რუსთაველის გამზირზე გამოდის, დასავლეთიდან და სამხრეთიდან კი ვრცელი ბაღი აკრავს.

სასახლის მშენებლობის უმთავრესი ეტაპები თბილისში მოღვაწე შვედ ხუროთმოძღვარს, ოტო იაკობ სიმონსონს უკავშირდება. მისი მონაწილეობით 1858-1859 წლებში შენობის არასრული გადაკეთება მოხდა, 1865-1869 წლებში კი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია. სიმონსონმა საგრძნობლად გაზარდა მთავარმართებლის ძველი, 1845-1847 წლებში სემიონოვის მიერ აშენებული სასახლე და მას სრულიად ახლებური იერი მიანიჭა: კლასიცისტური ფასადი რენესანსული ელემენტებით ჰარმონიულმა ერთობლიობამ შეცვალა.

შენობის ფასადები მკაცრი და ოფიციალურია. განსხვავებული და საზეიმო იერი აქვს მხოლოდ სამხრეთ ფასადს, რომელიც რკინის სვეტების მქონე ღია კიბე-აივნით არის ბაღისკენ მიმართული. ინტერიერი, XIX საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციისამებრ, კლასიცისტურ ორდერთან ერთად (დიდ ფოიეში, მეფისნაცვლის მისაღებსა და კაბინეტებში) გვიანირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მორთულობასაც შეიცავს.

1917-1921 წლებში სასახლეში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ დაიდო ბინა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლიდან, იქ საქართველოს მთავრობა განთავსდა. 1937 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სასახლეში უნდა მოწყობილიყო თბილისის პიონერთა სასახლე (რეკონსტრუქცია ჩატარდა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით). 1941 წლის 2 მაისს შენობა ხელახლა გაიხსნა, როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე. ამჟამად, შენობაში განთავსებულია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა 1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე როგორც "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა", ისე ჩამოყალიბდა. ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

მის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს დაევალა და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა კავკასიოლოგიური ლიტერატურით დაკომპლექტებულიყო. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა - დიუბუა დე მონპერემ. საჯარო ბიბლიოთეკის I კორპუსი - ყოფილი სათავადაზნაურო ბანკი ანუ ქართული ბანკი (გუდიაშვილის ქ. 3) 1913-1916 წლებში აშენდა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტით, ფასადის დეკორი ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეების მიერ არის შესრულებული. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.

მსხვილ ბურჯებზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია, გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე, როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები ნაგებობის საზეიმო ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც: ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები.

ბიბლიოთეკის II კორპუსი, ყოფილი ვოლგა-კამის ბანკის განყოფილება (გუდიაშვილის ქ.N5), 1915 წელს ააგო არქიტექტორმა კოსიაკოვმა.

ბიბლიოთეკის III კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა (გუდიაშვილის ქ.N7), მიხეილ ოჰანჯანოვისა და გოლენიშჩევის პროექტით 1910 წელს აშენდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ საზოგადოებრივ შენობათა შორის.

1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა.

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი საქართველოს ერთ-ერთი დიდი და უძველესი თეატრია. მდებარეობს თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, 17-ში. დაარსდა 1887 წელს, როგორც "საარტისტო საზოგადოება". შენობა, რომელშიც რუსთაველის თეატრია განლაგებული, 1898-1901 წლებში აშენდა. პროექტის ავტორები არიან თბილისში მოღვაწე არქიტექტორები - კორნელი ტატიშჩევი და ალექსანდრ შიმკევიჩი.

ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში როკოკოს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული. შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "ქიმერიონი" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX საუკუნის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: გუდიაშვილმა, კაკაბაძემ, ზდანევიჩმა და სუდეიკინმა.

1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქცია (1982-87 წლები). თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა მხატვარ-რესტავრატორ ამირან გოგლიძის ხელმძღვანელობით. აღდგა ,,ქიმერიონის" ფრესკები. ამჟამად თეატრს აქვს სამი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი: დიდი, მცირე და ექსპერიმენტული, ასევე კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დიდი ''სამეჯლისო დარბაზი", ''მცირე ფოიე" და ''პატარა სასტუმრო ოთახი".

რუსთაველის თეატრის უნიკალური შენობის გადარჩენაში (2002-2005 წლები) დიდი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს. იქ ჩატარებულმა სამუშაოებმა საბოლოოდ დაასრულა თეატრის აღდგენა და რეკონსტრუქცია.

ახლანდელი "თი-ბი-სი" ბანკის შენობა

ახლანდელი "თი-ბი-სი" ბანკის შენობა ყოფილი ცენტრალური უნივერმაღი გახლდათ... ის 1910-იან წლებში აგებული არტ-ნუვო სტილის (მოდერნი) ერთ-ერთი შენობაა მარჯანიშვილის 7-ში. აქვს გამორჩეული დეკორატიული ფასადი და ინტერიერი. როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად იქ "თი-ბი-სი" ბანკის სათავო ოფისია განლაგებული.

იგი თავის დროზე კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების დაკვეთით აშენდა. პროექტი ეკუთვნის ლუჩანო დე ბლასა და ანჯელო ანდრეოლეტის. შენობას თავდაპირველი იერის შენარჩუნებით, 2005 წელს სრულყოფილი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

მომაზადა ლალი ფაციამ

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია