მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივიღოთ ვიტამინები - ეს უნდა იცოდეთ
როგორ მივიღოთ ვიტამინები - ეს უნდა იცოდეთ

საკ­ვე­ბი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბა­თა მთა­ვა­რი წყა­როა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რი არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას კვე­ბის რა­ცი­ონს და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის შევ­სე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­მა­ტე­ბით ცდი­ლობს. გახ­სოვ­დეთ, ახა­ლი სურ­სა­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლოა, ვიდ­რე მათი ხე­ლოვ­ნუ­რი ანა­ლო­გე­ბი. ამას­თან, სურ­სა­თის სა­სარ­გებ­ლო კომ­პო­ნენ­ტებს ორ­გა­ნიზ­მი ხე­ლოვ­ნურ და­ნა­მა­ტებ­ზე გა­ცი­ლე­ბით იო­ლად ით­ვი­სებს.

A ვი­ტა­მი­ნი (რე­ტი­ნო­ლი) ცხიმ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნია. მისი ძი­რი­თა­დი წყა­როა ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი. წი­თელ პრო­დუქ­ტებ­ში A ვი­ტა­მი­ნი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ყვი­თელ პრო­დუქ­ტებ­სა და მწვა­ნილ­ში.

B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ოპ­ტი­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ბას, ერ­თობ­ლი­ვად აგე­ბენ პა­სუხს ენერ­გე­ტი­კულ ცვლა­ზე, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ბა­ზე, ზრდის პრო­ცე­სებ­სა და უჯრედ­თა გამ­რავ­ლე­ბა­ზე. აუ­ცი­ლე­ბე­ლია B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბის მა­რა­გის მუდ­მი­ვი შევ­სე­ბა. B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ბევ­რს აქვს, რად­გან ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი იშ­ლე­ბა კო­ფე­ი­ნის, ალ­კოჰო­ლის, ნი­კო­ტი­ნის, რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შაქ­რის გავ­ლე­ნით. B ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი ემუქ­რე­ბა მას, ვინც ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­საღ წესს მის­დევს, აქვს მავ­ნე ჩვე­ვე­ბი და არას­წო­რად იკ­ვე­ბე­ბა. B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტია სა­ფუ­არ­ში, ხა­ჭო­ში, ყველ­ში, რძე­ში, გა­ღი­ვე­ბულ მარ­ცვლებ­ში, პარ­კოს­ნებ­ში, ღვიძ­ლში. მისი წყა­როა აგ­რეთ­ვე მწვა­ნე ბოსტნე­უ­ლი, სტა­ფი­ლო, ნეს­ვი, გოგ­რა, მი­წის თხი­ლი (არა­ქი­სი), თევ­ზი, კვერ­ცხი.

C ვი­ტა­მი­ნი (ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვა) - წყალ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნია. ორ­გა­ნიზ­მი მას ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და ვერც მის მა­რაგს აგ­რო­ვებს, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყო­ველ­დღი­ურ საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში C ვი­ტა­მი­ნით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბის ჩარ­თვა.C ვი­ტა­მი­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბით არის მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტებ­ში, ციტ­რუ­სებ­ში, ბოსტნე­ულ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით - ფოთ­ლო­ვან­ში. მას შე­ი­ცავს ნეს­ვი, თეთ­რი და ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, შავი მო­ცხა­რი, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მარ­წყვი, პო­მი­დო­რი, ვაშ­ლი, გარ­გა­რი, ატა­მი, ქაც­ვი, ას­კი­ლი, ცირ­ცე­ლი, ქერ­ქი­ა­ნად მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი. ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვა საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით არის ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტებ­შიც, მა­გა­ლი­თად, ღვიძლსა და თირკმე­ლებ­ში.

D ვი­ტა­მი­ნი - ამ ჯგუ­ფის ყვე­ლა ვი­ტა­მი­ნი არე­გუ­ლი­რებს ორ­გა­ნიზ­მში ფოს­ფო­რი­სა და კალ­ცი­უ­მის დო­ნეს.D ვი­ტა­მი­ნი ორ­გა­ნიზ­მში ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით წარ­მო­იქ­მნე­ბა. მზე­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ყოფ­ნი­სას ადა­მი­ა­ნი საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მინს იღებს. ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი­დან D ვი­ტა­მი­ნი გვხვდე­ბა თევ­ზის ქონ­ში, კვერ­ცხის გულ­ში, ხი­ზი­ლა­ლა­ში, რძის ნა­წარმ­ში, ყველ­სა და კა­რაქ­ში, D ვი­ტა­მი­ნით მდი­და­რი მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი­დან კი აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სოკო, ჭინ­ჭა­რი, ოხ­რა­ხუ­ში, იონ­ჯა, შვი­ტა. ორ­გა­ნიზმს უნა­რი შეს­წევს, D ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი და­აგ­რო­ვოს, მათი ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა ორ­გა­ნიზ­მი­დან არ გა­მო­ი­დევ­ნე­ბა, ამი­ტომ ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მო­წამ­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე D ვი­ტა­მი­ნის პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. უმ­ჯო­ბე­სია რა­ცი­ო­ნის კო­რექ­ტი­რე­ბა და D ვი­ტა­მი­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი ნორ­მის ამ გზით მი­ღე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ჰი­პერ­ვი­ტა­მი­ნოზს შე­ვე­ჯა­ხოთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ მივიღოთ ვიტამინები - ეს უნდა იცოდეთ

როგორ მივიღოთ ვიტამინები - ეს უნდა იცოდეთ

საკვები ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლო ნივთიერებათა მთავარი წყაროა. მიუხედავად ამისა, ბევრი არ აქცევს ყურადღებას კვების რაციონს და ნატურალური ვიტამინების ნაკლებობის შევსებას სპეციალური დანამატებით ცდილობს. გახსოვდეთ, ახალი სურსათის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მათი ხელოვნური ანალოგები. ამასთან, სურსათის სასარგებლო კომპონენტებს ორგანიზმი ხელოვნურ დანამატებზე გაცილებით იოლად ითვისებს.

A ვიტამინი (რეტინოლი) ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მისი ძირითადი წყაროა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. წითელ პროდუქტებში A ვიტამინი გაცილებით მეტია, ვიდრე ყვითელ პროდუქტებსა და მწვანილში.

B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას, ერთობლივად აგებენ პასუხს ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციობაზე, ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე. აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინების მარაგის მუდმივი შევსება. B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა ბევრს აქვს, რადგან ეს ნივთიერებები იშლება კოფეინის, ალკოჰოლის, ნიკოტინის, რაფინირებული შაქრის გავლენით. B ვიტამინის დეფიციტი ემუქრება მას, ვინც ცხოვრების არაჯანსაღ წესს მისდევს, აქვს მავნე ჩვევები და არასწორად იკვებება. B ჯგუფის ვიტამინები ყველაზე მეტია საფუარში, ხაჭოში, ყველში, რძეში, გაღივებულ მარცვლებში, პარკოსნებში, ღვიძლში. მისი წყაროა აგრეთვე მწვანე ბოსტნეული, სტაფილო, ნესვი, გოგრა, მიწის თხილი (არაქისი), თევზი, კვერცხი.

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) - წყალში ხსნადი ვიტამინია. ორგანიზმი მას ვერ გამოიმუშავებს და ვერც მის მარაგს აგროვებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების ჩართვა.C ვიტამინი მნიშვნელოვანი რაოდენობით არის მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში, ციტრუსებში, ბოსტნეულში, განსაკუთრებით - ფოთლოვანში. მას შეიცავს ნესვი, თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო, შავი მოცხარი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, პომიდორი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ქაცვი, ასკილი, ცირცელი, ქერქიანად მოხარშული კარტოფილი. ასკორბინის მჟავა საკმაო რაოდენობით არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშიც, მაგალითად, ღვიძლსა და თირკმელებში.

D ვიტამინი - ამ ჯგუფის ყველა ვიტამინი არეგულირებს ორგანიზმში ფოსფორისა და კალციუმის დონეს.D ვიტამინი ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება. მზეზე პერიოდულად ყოფნისას ადამიანი საკმაო რაოდენობის D ვიტამინს იღებს. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან D ვიტამინი გვხვდება თევზის ქონში, კვერცხის გულში, ხიზილალაში, რძის ნაწარმში, ყველსა და კარაქში, D ვიტამინით მდიდარი მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან კი აღსანიშნავია სოკო, ჭინჭარი, ოხრახუში, იონჯა, შვიტა. ორგანიზმს უნარი შესწევს, D ჯგუფის ვიტამინები დააგროვოს, მათი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმიდან არ გამოიდევნება, ამიტომ ამ ნივთიერებებით მოწამვლა შესაძლებელია. ექიმის დანიშნულების გარეშე D ვიტამინის პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის. უმჯობესია რაციონის კორექტირება და D ვიტამინის ყოველდღიური ნორმის ამ გზით მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჰიპერვიტამინოზს შევეჯახოთ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს