მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იემენის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა
იემენის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა

იე­მე­ნის პრე­ზი­დენ­ტი აბდ რაბუ მან­სურ ჰადი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქვე­ყა­ნა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, იგი სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­და­ვი­და. ხვალ კი ეგ­ვიპ­ტე­ში "არა­ბუ­ლი ლი­გის" სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად გა­ემ­გზავ­რე­ბა. იე­მენ­ში ჰუ­სი­ტი მებ­რძო­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. მათ სექ­ტემ­ბერ­ში დე­და­ქა­ლა­ქი სა­ნაა და­ი­კა­ვეს, რის გა­მოც პრე­ზი­დენ­ტი სა­ნა­ა­დან გა­იქ­ცა და ქა­ლაქ ადენ­ში გა­და­ვი­და. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჰუ­სი­ტე­ბი ადენ­შიც შე­იჭრ­ნენ და რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი და­ი­კა­ვეს.

იე­მე­ნის მთავ­რო­ბამ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მე­ზობ­ლებს მი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც სა­უ­დის არა­ბეთ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყო და სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა ჰუ­სი­ტე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე. არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი.

სა­უ­დის არა­ბე­თი აცხა­დებს, რომ იგი ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას იცავს. ში­ი­ტი ჰუ­სი­ტე­ბი მოქ­მედ მთავ­რო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ალი აბ­დუ­ლა სა­ლე­ჰის მხარ­და­ჭე­რით გა­მო­დი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იემენის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა

იემენის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა

იემენის პრეზიდენტი აბდ რაბუ მანსურ ჰადი იძულებული გახდა, ქვეყანა შექმნილი ვითარების გამო დაეტოვებინა. "ბიბისის" ცნობით, იგი საუდის არაბეთში გადავიდა. ხვალ კი ეგვიპტეში "არაბული ლიგის" სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება. იემენში ჰუსიტი მებრძოლები ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. მათ სექტემბერში დედაქალაქი სანაა დაიკავეს, რის გამოც პრეზიდენტი სანაადან გაიქცა და ქალაქ ადენში გადავიდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ჰუსიტები ადენშიც შეიჭრნენ და რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს.

იემენის მთავრობამ დახმარების თხოვნით მეზობლებს მიმართა, რის შემდეგაც საუდის არაბეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო და საჰაერო იერიში მიიტანა ჰუსიტების პოზიციებზე. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ იგი ლეგიტიმურ მთავრობას იცავს. შიიტი ჰუსიტები მოქმედ მთავრობას ეწინააღმდეგებიან და ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის მხარდაჭერით გამოდიან.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა