მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 მარტს "დედამიწის საათი" აღინიშნება
28 მარტს "დედამიწის საათი" აღინიშნება

28 მარტს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 20:30-დან 21:30 სა­ა­თამ­დე მსოფ­ლიო მე­ცხრედ, სა­ქარ­თვე­ლო კი უკვე მეშ­ვი­დედ "დე­და­მი­წის სა­ათს" აღ­ნიშ­ნავს.

"დე­და­მი­წის სა­ა­თის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დი (WWF). ეს მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ცი­აა, რომ­ლის დრო­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ერთი სა­ა­თით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უარს აცხა­დებს და ამით პლა­ნე­ტის მწვა­ნე და უსაფრ­თხო მო­მავ­ლის მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავს.

ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გან­ცხა­დე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაზ­რდა, სა­კუ­თა­რი ქცე­ვის შე­ფა­სე­ბა და შეც­ვლა გა­რე­მოს სა­სარ­გებ­ლოდ. კამ­პა­ნია "ერთი სა­ა­თის ფარ­გლებს" უკვე გას­ცდა და მიზ­ნად ცხოვ­რე­ბის წე­სად დამ­კვიდ­რე­ბას ისა­ხავს. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მაა. მის ცვლი­ლე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შან­სი ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბობს, ხვალ შე­საძ­ლოა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

ამ დღეს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი "დე­და­მი­წის სა­ა­თის" დად­გო­მი­სას კი­დევ ერთხელ ჩაბ­ნელ­დე­ბი­ან და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­საც­ვლელ მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან: ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დი (WWF), სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლი (CENN).

"დე­და­მი­წის სა­ა­თის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, პარტნი­ო­რე­ბი - თბი­ლი­სის მე­რია, გა­ე­რო-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეკო­ხედ­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ის ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო "ბე­თერ­ფლაი". მე­დია მხარ­და­ჭე­რა - ჯეპ­რა, "რუს­თა­ვი 2", რა­დიო "სა­ქარ­თვე­ლო", "აუთ­დო­რი", "პა­ლიტ­რა მე­დია", "ჯორ­ჯია თუ­დეი", "ტა­ბუ­ლა", CBW, iPress.ge, BPI, Marketer.ge, ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

28 მარტს "დედამიწის საათი" აღინიშნება

28 მარტს "დედამიწის საათი" აღინიშნება

28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეცხრედ, საქართველო კი უკვე მეშვიდედ "დედამიწის საათს" აღნიშნავს.

"დედამიწის საათის" ორგანიზატორია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია "ერთი საათის ფარგლებს" უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს. კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები "დედამიწის საათის" დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

"დედამიწის საათის" მხარდამჭერები, პარტნიორები - თბილისის მერია, გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ეკოხედვა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

კრეატიული იდეის ავტორი და შემსრულებელი - სარეკლამო სააგენტო "ბეთერფლაი". მედია მხარდაჭერა - ჯეპრა, "რუსთავი 2", რადიო "საქართველო", "აუთდორი", "პალიტრა მედია", "ჯორჯია თუდეი", "ტაბულა", CBW, iPress.ge, BPI, Marketer.ge, ჟურნალი "თბილისელები".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია