მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მიაჩნია ანი ტყებუჩავას ქალიშვილობაზე უფრო დიდ გოიმობად
რა მიაჩნია ანი ტყებუჩავას ქალიშვილობაზე უფრო დიდ გოიმობად

27 თე­ბერ­ვალს სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მო­რი­გი სე­ზო­ნი და­ი­წყო, მა­ყუ­რე­ბე­ლი ისევ ჩა­ერ­თო უკვე ოჯა­ხის წევ­რე­ბად ქცე­უ­ლი გმი­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. ჩვენ კი გა­დავ­წყვი­ტეთ, ანი ტყე­ბუ­ჩა­ვას შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დით და მისი აზრი ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე თქვენ­თვი­საც გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

- ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად მო­დის ადა­მი­ა­ნის­გან, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია. მა­გა­ლი­თად, ახალ წელს ოჯა­ხი რომ ერ­თად ხვდე­ბა და სი­ხა­რულს ერ­თად იზი­ა­რე­ბენ, ამ ტრა­დი­ცი­ა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. თუ ტრა­დი­ცია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სიყ­ვა­რულ­ზე, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, მა­შინ მისი დაც­ვა კარ­გი­ცაა, მაგ­რამ თუ ტრა­დი­ცი­ას ბრმად მივ­ყვე­ბით, ეს ქმე­დე­ბა გვა­ღი­ზი­ა­ნებს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს სურ­ვი­ლებს, მა­შინ ის აშ­კა­რად გა­და­სა­ხე­დია.

- ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს შენ­ში...

- ჩემ­ში ყვე­ლა­ზე დიდ პრო­ტესტს იწ­ვევს ქელე­ხი. ადრე შორი გზი­დან სამ­ძი­მარ­ზე მი­სულ ადა­მი­ანს რომ ასა­დი­ლებ­დნენ, ეს სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდ მა-ტრაკ­ვე­ცო­ბად მი­მაჩ­ნია უშ­ვე­ლე­ბე­ლი სუფ­რის გაშ­ლა, უამ­რა­ვი ხალ­ხის და­პა­ტი­ჟე­ბა, ამა­სო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც გა­მოგრჩეს, რჩე­ბა ნა­წყე­ნი და ა.შ. მოკ­ლედ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ტრა­დი­ცი­ამ ძა­ლი­ან ცუდი სახე მი­ი­ღო. ადრე სულ სხვა­ნა­ი­რად იყო საქ­მე, ამ­ზა­დებ­დნენ კერ­ძებს და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე ური­გებ­დნენ გლა­ხა­კებს, რაც ძა­ლი­ან დიდი მად­ლია. დღეს კი, ადა­მი­ა­ნი რომ გარ­და­იც­ვლე­ბა, ჭი­რი­სუ­ფა­ლი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვით მი­ღე­ბულ ტკი­ვილ­თან ერ­თად იმა­ზე ფიქ­რობს, რა ქნას, რო­გორ გა­ა­კე­თოს ქელე­ხი და ა.შ. თუნ­დაც, ქორ­წი­ლე­ბის გამო რომ ვარ­დე­ბი­ან ვა­ლებ­ში, რა სა­ჭი­როა, ვერ ვხვდე­ბი.

- ანა, გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დო-ბის ინ­სტი­ტუტ­ზე რო­გო­რია შენი მო­საზ­რე­ბა?

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი არის ინ­დი­ვი­დი, ამი­ტომ ყვე­ლამ უნდა აკე­თოს ის, რაც უნდა. ბა­ბუ­ა­ჩე­მი თუ ფიქ­რობს, რომ წყვი­ლი ქორ­წი­ნე­ბამ­დე ერ­თად არ უნდა ცხოვ­რობ­დეს, ეს უნდა შე­ას­რუ­ლოს მან, მე თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მაქვს, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ უნდა მო­ვიქ­ცე. მაგ­რამ თუ შენი ეს ქმე­დე­ბა, ანუ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ქორ­წი­ნე­ბამ­დე, მენ­ტა­ლო­ბის გამო გიქმ-ნის პრობ­ლე­მას, მერე ამის გამო ყვე­ლას ბო­დი­ში უნდა უხა­დო, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი აბა­რო და ფსი­ქი­კა­ში ვერ ლა­ხავ ამ ბა­რი­ერს, მა­შინ არ უნდა გა­ა­კე­თო და უნდა მო­იქ­ცე ისე, რო­გორც შენ­თვის მი­სა­ღე­ბი და მარ­ტი­ვია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა მიაჩნია ანი ტყებუჩავას ქალიშვილობაზე უფრო დიდ გოიმობად

რა მიაჩნია ანი ტყებუჩავას ქალიშვილობაზე უფრო დიდ გოიმობად

27 თებერვალს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მორიგი სეზონი დაიწყო, მაყურებელი ისევ ჩაერთო უკვე ოჯახის წევრებად ქცეული გმირების ცხოვრებაში. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ანი ტყებუჩავას შევხმიანებოდით და მისი აზრი ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.

- ტრადიცია, რომელიც გულწრფელად მოდის ადამიანისგან, ჩემთვის მისაღებია. მაგალითად, ახალ წელს ოჯახი რომ ერთად ხვდება და სიხარულს ერთად იზიარებენ, ამ ტრადიციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ტრადიცია დაფუძნებულია სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, მაშინ მისი დაცვა კარგიცაა, მაგრამ თუ ტრადიციას ბრმად მივყვებით, ეს ქმედება გვაღიზიანებს, ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილებს, მაშინ ის აშკარად გადასახედია.

- ტრადიცია, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს შენში...

- ჩემში ყველაზე დიდ პროტესტს იწვევს ქელეხი. ადრე შორი გზიდან სამძიმარზე მისულ ადამიანს რომ ასადილებდნენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან დიდ მა-ტრაკვეცობად მიმაჩნია უშველებელი სუფრის გაშლა, უამრავი ხალხის დაპატიჟება, ამასობაში შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს, რჩება ნაწყენი და ა.შ. მოკლედ, დროთა განმავლობაში ამ ტრადიციამ ძალიან ცუდი სახე მიიღო. ადრე სულ სხვანაირად იყო საქმე, ამზადებდნენ კერძებს და მიცვალებულის სახელზე ურიგებდნენ გლახაკებს, რაც ძალიან დიდი მადლია. დღეს კი, ადამიანი რომ გარდაიცვლება, ჭირისუფალი ახლობელი ადამიანის დაკარგვით მიღებულ ტკივილთან ერთად იმაზე ფიქრობს, რა ქნას, როგორ გააკეთოს ქელეხი და ა.შ. თუნდაც, ქორწილების გამო რომ ვარდებიან ვალებში, რა საჭიროა, ვერ ვხვდები.

- ანა, გერლფრენდ-ბოიფრენდო-ბის ინსტიტუტზე როგორია შენი მოსაზრება?

- ყველა ადამიანი არის ინდივიდი, ამიტომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც უნდა. ბაბუაჩემი თუ ფიქრობს, რომ წყვილი ქორწინებამდე ერთად არ უნდა ცხოვრობდეს, ეს უნდა შეასრულოს მან, მე თუ განსხვავებული აზრი მაქვს, ჩემი შეხედულებისამებრ უნდა მოვიქცე. მაგრამ თუ შენი ეს ქმედება, ანუ თანაცხოვრება ქორწინებამდე, მენტალობის გამო გიქმ-ნის პრობლემას, მერე ამის გამო ყველას ბოდიში უნდა უხადო, ახსნა-განმარტებები აბარო და ფსიქიკაში ვერ ლახავ ამ ბარიერს, მაშინ არ უნდა გააკეთო და უნდა მოიქცე ისე, როგორც შენთვის მისაღები და მარტივია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება