პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალების როლი ქართულ პოლიტიკაში - ყველაზე გაბედულები, ძლიერები და შემტევები
ქალების როლი ქართულ პოლიტიკაში - ყველაზე გაბედულები, ძლიერები და შემტევები

8 მარტს, ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აქ­ცია იმარ­თე­ბა, რომ­ლის სლო­გა­ნია - "ქალი პარ­ლა­მენ­ტში". თა­ნა­მედ­რო­ვე ქალ­ბა­ტო­ნებს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, შრო­მა, ჯაფა და ღვაწ­ლი არ აკ­ლი­ათ, მაგ­რამ არ­სე­ბობს სურ­ვი­ლი, მე­ტად ჩა­ერ­თონ ისი­ნი პო­ლი­ტი­კა­ში. ამ აქ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­შიც უერ­თდე­ბი­ან, ამას­თან, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თი­ან­დე­ბა სრუ­ლი­ად სამ­ყა­რო...

Ambebi.ge ფსი­ქო­ლოგ­სა და ექ­სპერტს პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. ბა­ტონ რა­მაზს ვე­სა­უბ­რეთ ქარ­თვე­ლი ქა­ლის როლ­ზე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, და იმა­ზეც, თუ რამ­დე­ნად ნა­ყო­ფი­ე­რია მათი შრო­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, უნდა გა­ი­ზარ­დოს თუ არა ქალ­ბა­ტო­ნე­ბის რი­ცხვი პო­ლი­ტი­კა­ში...

- რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა ქა­ლებს პო­ლი­ტი­კა ვან­დოთ, მაგ­რამ ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­კი­თხი ასე არ დგას. ზრდი­ლო­ბის გამო არა­ვის და­უთ­მია ად­გი­ლი ქა­ლე­ბის­თვის, პი­რი­ქით, ისი­ნიც იყ­ვნენ ამის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი. ერთ დროს მათ ქვო­ტა­ზე იყო ლა­პა­რა­კი და შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღეს, ირი­ნა სა­რიშ­ვილ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა, - ეს რა დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მაა, ვის უნდა თქვე­ნი ქვო­ტა? ქალ­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით თა­ვად უნდა მო­ი­პო­ვოს, რაც ეკუთ­ვნის და არა იმი­ტომ, რომ ქა­ლი­აო. ასე რომ, მიდ­გო­მა, "ლეკ­ვი ლო­მი­სა სწო­რია..." ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ვერ ვი­ტყო­დი, რომ ქა­ლე­ბი და­ჩაგ­რუ­ლე­ბი არი­ან.

- ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბი კი არი­ან, მაგ­რამ პრო­ცენ­ტუ­ლად ძა­ლი­ან ცოტა... რო­გორ ფიქ­რობთ, ეს იმის გამო ხდე­ბა, რომ მათ მამკა­ცე­ბი არ უშ­ვე­ბენ, თუ თა­ვად არ ავ­ლე­ნენ ამ სფე­როს მი­მართ ინ­ტე­რესს? ან იქ­ნებ გამ­ბე­და­ო­ბა აკ­ლი­ათ?

- ამ სფე­როს მი­მართ ინ­ტე­რე­სი აკ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, შე­ვი­და მი­ლი­არ­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში და ცოტა ხან­ში გა­მო­ვი­და იქი­დან. არ აინ­ტე­რე­სებს. დიახ, შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს, - ადა­მი­ანს არ აინ­ტე­რე­სებ­დეს ეს სფე­რო. სა­ლა­პა­რა­კოდ კი, მაგ­რამ სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­მუ­შა­ოდ ის მძი­მეა. ამი­ტომ კარ­გად მეს­მის ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის, ძი­რი­თა­დად მათ­ზეა ოჯა­ხი, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და კი­დევ ამას პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბაც რომ და­ვუ­მა­ტოთ, ცო­დო­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ის კი არა, ამ­ხე­ლა დატ­ვირ­თვას "ქარ­თლის დე­დის" ძეგლიც კი ვერ გა­უძ­ლებ­და, ხელ­ში ხმა­ლი და თასი რომ უჭი­რავს.

- კი, მაგ­რამ ოჯა­ხის ტვირ­თი ხომ მა­მა­კაც­საც აქვს. თუ ტრა­დი­ცი­ებს მივ­ყვე­ბით, ის ოჯა­ხის უფ­რო­სია...

- კი, მა­მა­კა­ცის "მან­ქა­ნის" სა­ჭეა, ქა­ლის კი - "ბორ­ბლე­ბი". მათი ტვირ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მთე­ლი ძალა ბორ­ბლებს აწ­ვე­ბა. ამი­ტო­მაც არ მიკ­ვირს პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის სიმ­ცი­რე. და­სავ­ლე­თის სამ­ყა­რო ამ ნი­უ­ან­სებს ან­გა­რიშს არ უწევს, იქ სხვა ცხოვ­რე­ბის წე­სია და არც ოჯა­ხუ­რი ტვირ­თი არ არის მათ­თვის ისე­თი მძი­მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კას რომ გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი, არც და­სა­ჩივ­ლე­ლია რამე.

სა­ყუ­რა­დღე­ბო ისიც არის, რომ ქა­ლე­ბი ხში­რად მა­მა­კა­ცებ­ზე ვაჟ­კა­ცე­ბი არი­ან. ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი ვახ­სე­ნე, ერთ-ერთი გა­ბე­დუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იყო, როცა პო­ლი­ტი­კა­ში მო­ი­სურ­ვა ყოფ­ნა და მერე თვი­თონ­ვე თქვა უარი ამ ას­პა­რეზ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო იყო თა­ვი­სი გა­ბე­დუ­ლე­ბით, ინ­ტე­ლექ­ტით. ასე­თი­ვე პო­ლი­ტი­კო­სის იერი აქვს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე­საც. ბევრ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გვი­ნა­ხავს, და­წყე­ბუ­ლი მი­ტინ­გე­ბი­დან, - უკან არ და­ი­ხია და მსტვე­ნა­რა ხალ­ხს ბოლო ტა­შით გა­ა­ცი­ლე­ბი­ნა თავი. დიახ, ესეც გა­ბე­დუ­ლე­ბაა. მე თუ მკი­თხავთ, პუ­ტი­ნის გვერ­დით დად­გო­მაც გა­ბე­დუ­ლე­ბა გახ­ლდათ. ყვე­ლამ იცის, რას ნიშ­ნავს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის ეს ნა­ბი­ჯი, მაგ­რამ გა­დად­გა, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნდა, რომ რა­ღაც პო­ლი­ტი­კურ შან­სებს გახ­სნი­და და ახ­ლაც არ ეპუ­ე­ბა ლი­დე­რე­ბი­დან არც ერთ მა­მა­კაცს...

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე რას იტყვით?

- ერთ-ერთი შემ­ტე­ვი და ძლი­ე­რი ფი­გუ­რაა თინა ხი­და­შე­ლი. თა­ვი­სი ენერ­გე­ტი­კით ბევრ მა­მა­კაცს ჩა­მო­ი­ტო­ვებს. და­ნარ­ჩე­ნი ქა­ლე­ბიც ძლი­ე­რე­ბი არი­ან: იგი­ვე ეკა ბე­სე­ლია. გა­ბე­დუ­ლე­ბა უნ­დო­და იმ ნა­ბიჯს, რაც მან გა­დად­გა, პა­ტიმ­რე­ბი რომ შე­ი­წყა­ლა. მა­შინ ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პირ­ვე­ლი აქ­ცია იყო. ასე რომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რე­ბი არი­ან, მა­მა­კა­ცე­ბის­თვის შე­სა­შუ­რი სი­ვაჟ­კა­ცის მქო­ნე­ნი. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნას მო­ი­სურ­ვე­ბენ, ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბათ. და­ნარ­ჩე­ნი კი უკვე მათ­ზეა.

- სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ქა­ლე­ბის რი­ცხვი რომ გა­ი­ზარ­დოს და იმ­დე­ნი იყ­ვნენ, რა რა­ო­დე­ნო­ბის მამკაცი პარ­ლა­მენ­ტა­რიც დღეს გვყავს, რო­გორ ფიქრობთ, რამ­დე­ნად ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა?

- ამ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ცოტა არას­წო­რია შე­ფა­სე­ბა. რა­ტომ გა­ვუს­ვი ხაზი იმ ქა­ლე­ბის სი­თა­მა­მეს, ვინც ჩა­მოვ­თვა­ლე? იმი­ტომ, რომ ეგ ყვე­ლა­ფე­რი ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში არის პრობ­ლე­მა...

ასე­თი მა­გა­ლი­თი რომ ავი­ღოთ, - ქუ­ჩა­ში ად­ვი­ლი საც­ნო­ბია სა­ჭეს­თან ქალი ზის თუ კაცი? და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში... თუმ­ცა ისიც ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, - თუ ქალ­მა სა­ჭეს ალღო აუღო, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მძღო­ლია, ვიდ­რე კაცი. ასე­ვეა ქვეყ­ნის მარ­თვა­შიც. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც ტეტ­ჩე­რი. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებ­და ფუნ­ქცი­ას, რად­გა­ნაც ქალს ბევ­რი რამ აქვს ისე­თი შე­სა­შუ­რი და მა­გა­ზე ვლა­პა­რა­კობთ. პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბის სიმ­რავ­ლე მხო­ლოდ გა­სა­ხა­რია. თუ ასე­თი ალ­ღოს არმ­ქო­ნეა, გინდ ქალი იყოს და გინდ კაცი, არც ერ­თია სა­სურ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტში და არც - მე­ო­რე...

- ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არ ერი­დე­ბო­და და ახალ­გაზ­რდა, ლა­მაზ ქალ­ბა­ტო­ნებს უფრო ხში­რად ნიშ­ნავ­და, ვიდ­რე ეს სხვა დროს ყო­ფი­ლა. გა­ვიხ­სე­ნოთ ის პე­რი­ო­დიც...

- ეს შემ­თხვე­ვა მთლად კარ­გი მა­გა­ლი­თი ვერ იქ­ნე­ბა. კი, ლა­მაზ ქალ­ბა­ტო­ნებს ნიშ­ნავ­და, ოღონდ, ისი­ნი არ ტო­ვებ­დნენ პო­ლი­ტი­კა­ში ალ­ღოს მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას. იქ მარ­თლა ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, რომ და­ე­ნიშ­ნა ქალი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, მომ­ხიბ­ვლე­ლი, მიმ­ზიდ­ვე­ლი. დიახ, ქა­ლე­ბი და მხო­ლოდ ეს იყო და ისი­ნი ამით შერჩნენ მეხ­სი­ე­რე­ბას. მათი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა არც მახ­სენ­დე­ბა.

- პო­ლი­ტი­კის ექ­სპერტ ქალ­ბა­ტო­ნებს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- ამ სფე­რო­შიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლე­ბი არი­ან. დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ და ჩემს ხელ­ში და­ი­წყო ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი. ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აზ­როვ­ნე­ბის პატ­რო­ნი იყო, მა­ში­ნაც კი, როცა გა­უ­ბე­დავ, ჯერ კი­დევ ერთ აბ­ზა­ცი­ან შე­ფა­სე­ბებს აკე­თებ­და. ახლა მით უმე­ტეს, ერ­თმა­ნე­თის­გან თით­ქოს და­შო­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ერთ სიბ­რტყე­ში ისე ხე­დავს და ალა­გებს, რომ გა­ოც­დე­ბი. ეს ანა­ლი­ტი­კო­სის ერთ-ერთი ფუნ­ქცი­აა და ამი­ტომ მიყ­ვარს მისი ინ­ტე­ლექ­ტი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ელე­ნე ხოშ­ტა­რია, გა­ბე­დუ­ლე­ბი­თაც, მკაც­რი პო­ზი­ცი­ით და რაც მთა­ვა­რია, შე­უძ­ლია ეს პო­ზი­ცია ისე და­იც­ვას, რომ ად­ვი­ლად ვერ შე­ე­კა­მა­თე­ბი. გინ­დაც, მა­შინ, როცა გე­თან­ხმე­ბა და გი­ნაც მა­შინ, როცა გე­კა­მა­თე­ბა. ყო­ველ­თვის ელო­დე­ბი მის­გან რა­ღაც სი­ახ­ლეს ამა თუ იმ მოვ­ლე­ნის ანა­ლი­ზი­სას.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი გა­მოჩ­ნდა - თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას სა­ხით. სამ­ხედ­რო საქ­მის მომ­ხიბ­ვლე­ლი ექ­სპერ­ტია. პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­გე მისი სა­ხე­ლი, გვა­რი და სტა­ტუ­სი, გამ­კვირ­და, მაგ­რამ რომ მო­ვუს­მი­ნე, მივ­ხვდი, რომ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად აქვს აღე­ბუ­ლი ამ სფე­როს ანა­ლი­ტი­კო­სის ფუნ­ქცია.

- ია ან­თა­ძე­ზე უფრო მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი ით­ქმის, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებ­საც აკთებს... მე მისი მოს­მე­ნა მსი­ა­მოვ­ნებს....

- იას შემ­თხვე­ვა­ში ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რი და გა­ნათ­ლე­ბა ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, რა­საც ზნე­ობ­რი­ო­ბა ემა­ტე­ბა და სა­ო­ცარ შე­დეგს იძ­ლე­ვა. სა­ერ­თოდ, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის მთავ­რია არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის ტა­რე­ბა და დაც­ვა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა მე­დი­ა­ში და ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

- რა უნდა გა­კეთ­დეს სა­ი­მი­სოდ, რომ პო­ლი­ტი­კით რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ქალ­ბა­ტო­ნი და­კავ­დეს? ვი­ნა­ი­დან დღეს ეს მსოფ­ლი­ოს მთავრი მე­სი­ჯი და პრი­ო­რი­ტე­ტია.

- ვერ ვი­ტყვი, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლად ყოფ­ნა ყო­ველ­თვის ნიშ­ნავს მსოფ­ლი­ოს ჭკუ­ა­ზე სი­ა­რულს. რად­გა­ნაც მსოფ­ლიო აქ­ტი­უ­რია მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მისი ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გად­მო­ტა­ნით, შე­იძ­ლე­ბა ოდი­ო­ზუ­რი სუ­რა­თი მი­ვი­ღოთ. ევ­რო­პუ­ლი ცხოვ­რე­ბა თა­ნახ­მაა იმ ტი­პის ნა­ბი­ჯებ­ზეც, რომ რად­გან ქა­ლია, ამი­ტომ უნდა იყოს პო­ლი­ტი­კა­ში. იქ, სა­დაც მხო­ლოდ ქა­ლო­ბა იქ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი, ის შე­იძ­ლე­ბა სუს­ტი აღ­მოჩ­ნდეს და ამ სტრა­ტე­გი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ არა მგო­ნია, ჩვენ­თან სა­ჭი­რო იყოს ამ თე­მის­თვის სათ­ბუ­რის პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. სა­ერ­თოდ, ქა­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე და­უნ­დო­ბელ აღ­მო­სავ­ლურ კულ­ტუ­რებ­შიც კი იყ­ვნენ ძლი­ე­რი ფი­გუ­რე­ბი - ინ­დი­რა გან­დი და ბე­ნა­ზირ ბჰუ­ტო. ასე რომ, თუ მო­ინ­დო­მა, ქალს ცხრა უღე­ლი ხარ-კა­მე­ჩი ვერ და­ა­კა­ვებს. მაგ­რამ დღეს ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, ბევ­რის­გან გა­მი­გია, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა არ მინ­დაო. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გვაქვს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ ჭკუ­ა­ზე იყოს, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე ხმე­ბი არა­ვის მის­ცეს ე.წ. პო­ლი­ტი­კურ­მა ნი­ჰი­ლიზ­მმა და­ი­სად­გუ­როს. ამ პი­რო­ბებ­ში რა გა­საკ­ვი­რია, რომ ქალს არ მო­უნ­დეს პო­ლი­ტი­კა­ში წას­ლა?! პო­ლი­ტი­კა არ არის სა­ი­მი­სოდ მომ­ხიბ­ვლე­ლი, რომ მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს ბევ­რის­თვის და მათ შო­რის ქა­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ თუ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ამ სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სიმ­ცი­რეა, ეს პო­ლი­ტი­კის ხარ­ვე­ზია და არა ქა­ლე­ბის...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ქალების როლი ქართულ პოლიტიკაში - ყველაზე გაბედულები, ძლიერები და შემტევები

ქალების როლი ქართულ პოლიტიკაში - ყველაზე გაბედულები, ძლიერები და შემტევები

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მასშტაბით აქცია იმართება, რომლის სლოგანია - "ქალი პარლამენტში". თანამედროვე ქალბატონებს გააქტიურება, შრომა, ჯაფა და ღვაწლი არ აკლიათ, მაგრამ არსებობს სურვილი, მეტად ჩაერთონ ისინი პოლიტიკაში. ამ აქციას საქართველოშიც უერთდებიან, ამასთან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდება სრულიად სამყარო...

Ambebi.ge ფსიქოლოგსა და ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში, რამაზ საყვარელიძეს დაუკავშირდა. ბატონ რამაზს ვესაუბრეთ ქართველი ქალის როლზე ქართულ პოლიტიკაში, და იმაზეც, თუ რამდენად ნაყოფიერია მათი შრომა ამ მიმართულებით. ასევე, უნდა გაიზარდოს თუ არა ქალბატონების რიცხვი პოლიტიკაში...

- რა თქმა უნდა, შეიძლება ქალებს პოლიტიკა ვანდოთ, მაგრამ ქართულ სინამდვილეში საკითხი ასე არ დგას. ზრდილობის გამო არავის დაუთმია ადგილი ქალებისთვის, პირიქით, ისინიც იყვნენ ამის წინააღმდეგნი. ერთ დროს მათ ქვოტაზე იყო ლაპარაკი და შეურაცხყოფად მიიღეს, ირინა სარიშვილმა გააპროტესტა, - ეს რა დისკრიმინაციული მიდგომაა, ვის უნდა თქვენი ქვოტა? ქალმა საკუთარი შესაძლებლობებით თავად უნდა მოიპოვოს, რაც ეკუთვნის და არა იმიტომ, რომ ქალიაო. ასე რომ, მიდგომა, "ლეკვი ლომისა სწორია..." ქართულ პოლიტიკაში ხორციელდება და ვერ ვიტყოდი, რომ ქალები დაჩაგრულები არიან.

- ქართულ პოლიტიკაში ქალები კი არიან, მაგრამ პროცენტულად ძალიან ცოტა... როგორ ფიქრობთ, ეს იმის გამო ხდება, რომ მათ მამკაცები არ უშვებენ, თუ თავად არ ავლენენ ამ სფეროს მიმართ ინტერესს? ან იქნებ გამბედაობა აკლიათ?

- ამ სფეროს მიმართ ინტერესი აკლიათ. მაგალითად, შევიდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ცოტა ხანში გამოვიდა იქიდან. არ აინტერესებს. დიახ, შეიძლება ასეც იყოს, - ადამიანს არ აინტერესებდეს ეს სფერო. სალაპარაკოდ კი, მაგრამ საცხოვრებლად, სამუშაოდ ის მძიმეა. ამიტომ კარგად მესმის ქართველი ქალების, ძირითადად მათზეა ოჯახი, პროფესიული საქმიანობა და კიდევ ამას პოლიტიკური მოღვაწეობაც რომ დავუმატოთ, ცოდოები იქნებიან. ის კი არა, ამხელა დატვირთვას "ქართლის დედის" ძეგლიც კი ვერ გაუძლებდა, ხელში ხმალი და თასი რომ უჭირავს.

- კი, მაგრამ ოჯახის ტვირთი ხომ მამაკაცსაც აქვს. თუ ტრადიციებს მივყვებით, ის ოჯახის უფროსია...

- კი, მამაკაცის "მანქანის" საჭეა, ქალის კი - "ბორბლები". მათი ტვირთი განსხვავებულია, მთელი ძალა ბორბლებს აწვება. ამიტომაც არ მიკვირს პოლიტიკაში ქალების სიმცირე. დასავლეთის სამყარო ამ ნიუანსებს ანგარიშს არ უწევს, იქ სხვა ცხოვრების წესია და არც ოჯახური ტვირთი არ არის მათთვის ისეთი მძიმე, როგორც საქართველოში, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკას რომ გადავავლოთ თვალი, არც დასაჩივლელია რამე.

საყურადღებო ისიც არის, რომ ქალები ხშირად მამაკაცებზე ვაჟკაცები არიან. ირინა სარიშვილი ვახსენე, ერთ-ერთი გაბედული პოლიტიკოსი იყო, როცა პოლიტიკაში მოისურვა ყოფნა და მერე თვითონვე თქვა უარი ამ ასპარეზზე. საინტერესო იყო თავისი გაბედულებით, ინტელექტით. ასეთივე პოლიტიკოსის იერი აქვს ნინო ბურჯანაძესაც. ბევრ სიტუაციაში გვინახავს, დაწყებული მიტინგებიდან, - უკან არ დაიხია და მსტვენარა ხალხს ბოლო ტაშით გააცილებინა თავი. დიახ, ესეც გაბედულებაა. მე თუ მკითხავთ, პუტინის გვერდით დადგომაც გაბედულება გახლდათ. ყველამ იცის, რას ნიშნავს ქართველი პოლიტიკოსისთვის ეს ნაბიჯი, მაგრამ გადადგა, რადგანაც მიაჩნდა, რომ რაღაც პოლიტიკურ შანსებს გახსნიდა და ახლაც არ ეპუება ლიდერებიდან არც ერთ მამაკაცს...

- "ქართული ოცნების" ქალბატონებზე რას იტყვით?

- ერთ-ერთი შემტევი და ძლიერი ფიგურაა თინა ხიდაშელი. თავისი ენერგეტიკით ბევრ მამაკაცს ჩამოიტოვებს. დანარჩენი ქალებიც ძლიერები არიან: იგივე ეკა ბესელია. გაბედულება უნდოდა იმ ნაბიჯს, რაც მან გადადგა, პატიმრები რომ შეიწყალა. მაშინ ეს "ქართული ოცნების" პირველი აქცია იყო. ასე რომ, ძალიან საინტერესო ფიგურები არიან, მამაკაცებისთვის შესაშური სივაჟკაცის მქონენი. ასეთი ადამიანები თუ პოლიტიკაში ყოფნას მოისურვებენ, ვერაფერი დაუდგებათ. დანარჩენი კი უკვე მათზეა.

- საქართველოს პარლამენტში ქალების რიცხვი რომ გაიზარდოს და იმდენი იყვნენ, რა რაოდენობის მამკაცი პარლამენტარიც დღეს გვყავს, როგორ ფიქრობთ, რამდენად ნაყოფიერი იქნება ასეთ შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობა?

- ამ გენდერული ნიშნით ცოტა არასწორია შეფასება. რატომ გავუსვი ხაზი იმ ქალების სითამამეს, ვინც ჩამოვთვალე? იმიტომ, რომ ეგ ყველაფერი ქალის შემთხვევაში არის პრობლემა...

ასეთი მაგალითი რომ ავიღოთ, - ქუჩაში ადვილი საცნობია საჭესთან ქალი ზის თუ კაცი? დაახლოებით იმავე ტიპის პრობლემები ჩნდება პოლიტიკაში... თუმცა ისიც ცნობილი ფაქტია, - თუ ქალმა საჭეს ალღო აუღო, გაცილებით უკეთესი მძღოლია, ვიდრე კაცი. ასევეა ქვეყნის მართვაშიც. გავიხსენოთ თუნდაც ტეტჩერი. შესანიშნავად ასრულებდა ფუნქციას, რადგანაც ქალს ბევრი რამ აქვს ისეთი შესაშური და მაგაზე ვლაპარაკობთ. პოლიტიკოსი ქალების სიმრავლე მხოლოდ გასახარია. თუ ასეთი ალღოს არმქონეა, გინდ ქალი იყოს და გინდ კაცი, არც ერთია სასურველი პარლამენტში და არც - მეორე...

- ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არ ერიდებოდა და ახალგაზრდა, ლამაზ ქალბატონებს უფრო ხშირად ნიშნავდა, ვიდრე ეს სხვა დროს ყოფილა. გავიხსენოთ ის პერიოდიც...

- ეს შემთხვევა მთლად კარგი მაგალითი ვერ იქნება. კი, ლამაზ ქალბატონებს ნიშნავდა, ოღონდ, ისინი არ ტოვებდნენ პოლიტიკაში ალღოს მქონე პოლიტიკოსების შთაბეჭდილებას. იქ მართლა ლაპარაკი იყო იმაზე, რომ დაენიშნა ქალი, ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი, მიმზიდველი. დიახ, ქალები და მხოლოდ ეს იყო და ისინი ამით შერჩნენ მეხსიერებას. მათი პოლიტიკური აქტივობა არც მახსენდება.

- პოლიტიკის ექსპერტ ქალბატონებს როგორ შეაფასებდით?

- ამ სფეროშიც ძალიან საინტერესო ქალები არიან. დიდი ხანია, ვიცნობ და ჩემს ხელში დაიწყო ხათუნა ლაგაზიძემ პოლიტიკური ანალიზი. ყოველთვის საინტერესო აზროვნების პატრონი იყო, მაშინაც კი, როცა გაუბედავ, ჯერ კიდევ ერთ აბზაციან შეფასებებს აკეთებდა. ახლა მით უმეტეს, ერთმანეთისგან თითქოს დაშორებულ მოვლენებს ერთ სიბრტყეში ისე ხედავს და ალაგებს, რომ გაოცდები. ეს ანალიტიკოსის ერთ-ერთი ფუნქციაა და ამიტომ მიყვარს მისი ინტელექტი. ძალიან საინტერესოა ელენე ხოშტარია, გაბედულებითაც, მკაცრი პოზიციით და რაც მთავარია, შეუძლია ეს პოზიცია ისე დაიცვას, რომ ადვილად ვერ შეეკამათები. გინდაც, მაშინ, როცა გეთანხმება და გინაც მაშინ, როცა გეკამათება. ყოველთვის ელოდები მისგან რაღაც სიახლეს ამა თუ იმ მოვლენის ანალიზისას.

კიდევ ერთი საინტერესო სამხედრო ექსპერტი გამოჩნდა - თეონა აქუბარდიას სახით. სამხედრო საქმის მომხიბვლელი ექსპერტია. პირველად რომ გავიგე მისი სახელი, გვარი და სტატუსი, გამკვირდა, მაგრამ რომ მოვუსმინე, მივხვდი, რომ დამსახურებულად აქვს აღებული ამ სფეროს ანალიტიკოსის ფუნქცია.

- ია ანთაძეზე უფრო მედიაექსპერტი ითქმის, თუმცა პოლიტიკურ შეფასებებსაც აკთებს... მე მისი მოსმენა მსიამოვნებს....

- იას შემთხვევაში ანალიტიკური უნარი და განათლება ერწყმის ერთმანეთს, რასაც ზნეობრიობა ემატება და საოცარ შედეგს იძლევა. საერთოდ, ანალიტიკოსებისთვის მთავრია არსებული მოთხოვნების ტარება და დაცვა. ეს განსაკუთრებით საჭიროა მედიაში და ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია...

- რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ პოლიტიკით რაც შეიძლება ბევრი ქალბატონი დაკავდეს? ვინაიდან დღეს ეს მსოფლიოს მთავრი მესიჯი და პრიორიტეტია.

- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის მსოფლიოს ნაწილად ყოფნა ყოველთვის ნიშნავს მსოფლიოს ჭკუაზე სიარულს. რადგანაც მსოფლიო აქტიურია მაგ მიმართულებით, მისი ამ გამოცდილების გადმოტანით, შეიძლება ოდიოზური სურათი მივიღოთ. ევროპული ცხოვრება თანახმაა იმ ტიპის ნაბიჯებზეც, რომ რადგან ქალია, ამიტომ უნდა იყოს პოლიტიკაში. იქ, სადაც მხოლოდ ქალობა იქნება წამყვანი, ის შეიძლება სუსტი აღმოჩნდეს და ამ სტრატეგიის დისკრედიტაცია გამოიწვიოს. ამიტომ არა მგონია, ჩვენთან საჭირო იყოს ამ თემისთვის სათბურის პირობების შექმნა. საერთოდ, ქალის მიმართ ყველაზე დაუნდობელ აღმოსავლურ კულტურებშიც კი იყვნენ ძლიერი ფიგურები - ინდირა განდი და ბენაზირ ბჰუტო. ასე რომ, თუ მოინდომა, ქალს ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებს. მაგრამ დღეს ისეთი სიტუაციაა, ბევრისგან გამიგია, ტელევიზორის ყურება არ მინდაო. თუ საზოგადოებაში გვაქვს რეალური საფრთხე, შეიძლება საზოგადოება იმ ჭკუაზე იყოს, რომ არჩევნებზე ხმები არავის მისცეს ე.წ. პოლიტიკურმა ნიჰილიზმმა დაისადგუროს. ამ პირობებში რა გასაკვირია, რომ ქალს არ მოუნდეს პოლიტიკაში წასლა?! პოლიტიკა არ არის საიმისოდ მომხიბვლელი, რომ მიმზიდველი იყოს ბევრისთვის და მათ შორის ქალებისთვის საქართველოში. ამიტომ თუ ქართულ პოლიტიკაში ამ სქესის წარმომადგენლების სიმცირეა, ეს პოლიტიკის ხარვეზია და არა ქალების...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა