Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენა საჩხერის რაიონში - აკაკის მღვიმე
აღმოჩენა საჩხერის რაიონში - აკაკის მღვიმე

რა ხდე­ბა მღვი­მე­ვის მო­ნას­ტერ­ში?

"21 მეტ­რის სიგ­რძის დარ­ბაზ­ში, სა­დაც გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ნაღ­ვენ­თი ფორ­მე­ბი დაგ­ვხვდა"

"შე­საძ­ლე­ბე­ლია, დიდი სტა­ლაქ­ტი­დის გვერ­დის ავ­ლით ქვე­ვით ხე­ო­ბის სხვა, კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო დარ­ბაზ­ში მოვ­ხვდეთ"

მდი­ნა­რე ყვი­რი­ლას ხე­ო­ბა­ში, სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­რეკ­ში ახა­ლი მღვი­მე აღ­მო­ა­ჩი­ნეს და აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლი უწო­დეს. გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თსუ-ის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, გე­ო­მორ­ფო­ლო­გი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი:

- მდი­ნა­რე ყვი­რი­ლას მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დის - ჯრუ­ჭუ­ლის ხე­ო­ბა­ში მო­ვა­წყეთ ექ­სპე­დი­ცია, გე­ოგ­რა­ფი­ულ მო­ნი­ტო­რინგს ვა­ტა­რებ­დით და ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა, კულ­ტუ­რის ღვაწლ­მო­სილ­მა მუ­შაკ­მა ბი­ძი­ნა აბ­ჟან­და­ძემ გვთხო­ვა, სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­რეკ­ში, მის სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთ­თან ახ­ლოს არ­სე­ბუ­ლი კლდი­თაც და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვით, - პა­ტა­რა შე­სას­ვლე­ლი აქვს და ხომ არ დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნაო. თვი­თონ იქ არ იყო ნამ­ყო­ფი. საკ­მა­ოდ რთუ­ლი შე­სას­ვლე­ლი ზღვის დო­ნი­დან 455 მეტრზეა. თავ­და­პირ­ვე­ლად ეკალ­ბარ­დებ­ში გა­ვიკ­ვლი­ეთ გზა, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტ­რი ხოხ­ვით გა­ვი­ა­რეთ, ცი­ცა­ბო­ზე ჩა­ვე­დით და მი­წის­ქვე­შა ხე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ეს იყო ტი­პუ­რი კარ­სტუ­ლი მღვი­მე სტა­ლაქ­ტი­დე­ბით, სტა­ლაგ­მი­ტე­ბი­თა და სტა­ლაგ­მა­ტე­ბით, ასე­ვე - სა­ვა­რა­უ­დოდ 6 მეტ­რის სიღ­რმის კარ­სტუ­ლი ჭით. 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით დარ­ბა­ზებს.

- სულ რამ­დე­ნი დარ­ბა­ზი იყო?

- ოთხსარ­თუ­ლი­ან მღვი­მე­ში ოთხი დარ­ბა­ზია. მას­ში წყლის ნა­კა­დე­ბი შე­დის და ჩვენც სწო­რედ ნა­კადს შევ­ყე­ვით ჩრდი­ლო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვე­დით 21 მეტ­რის სიგ­რძის დარ­ბაზ­ში, სა­დაც გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ნაღ­ვენ­თი ფორ­მე­ბი დაგ­ვხვდა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დარ­ბაზ­ში 14 გრა­დუსს შე­ად­გენ­და და აქ ვნა­ხეთ ღა­მუ­რე­ბი, ობო­ბე­ბი, სხვა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

აღმოჩენა საჩხერის რაიონში - აკაკის მღვიმე

აღმოჩენა საჩხერის რაიონში - აკაკის მღვიმე

რა ხდება მღვიმევის მონასტერში?

"21 მეტრის სიგრძის დარბაზში, სადაც გამორჩეულად საინტერესო ნაღვენთი ფორმები დაგვხვდა"

"შესაძლებელია, დიდი სტალაქტიდის გვერდის ავლით ქვევით ხეობის სხვა, კიდევ უფრო საინტერესო დარბაზში მოვხვდეთ"

მდინარე ყვირილას ხეობაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში ახალი მღვიმე აღმოაჩინეს და აკაკი წერეთლის სახელი უწოდეს. გვესაუბრება ექსპედიციის ხელმძღვანელი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი:

- მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის - ჯრუჭულის ხეობაში მოვაწყეთ ექსპედიცია, გეოგრაფიულ მონიტორინგს ვატარებდით და ადგილობრივმა მცხოვრებმა, კულტურის ღვაწლმოსილმა მუშაკმა ბიძინა აბჟანდაძემ გვთხოვა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში, მის საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს არსებული კლდითაც დავინტერესებულიყავით, - პატარა შესასვლელი აქვს და ხომ არ დაგვეთვალიერებინაო. თვითონ იქ არ იყო ნამყოფი. საკმაოდ რთული შესასვლელი ზღვის დონიდან 455 მეტრზეა. თავდაპირველად ეკალბარდებში გავიკვლიეთ გზა, დაახლოებით 10 მეტრი ხოხვით გავიარეთ, ციცაბოზე ჩავედით და მიწისქვეშა ხეობაში აღმოვჩნდით. ეს იყო ტიპური კარსტული მღვიმე სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და სტალაგმატებით, ასევე - სავარაუდოდ 6 მეტრის სიღრმის კარსტული ჭით. 4 საათის განმავლობაში ვათვალიერებდით დარბაზებს.

- სულ რამდენი დარბაზი იყო?

- ოთხსართულიან მღვიმეში ოთხი დარბაზია. მასში წყლის ნაკადები შედის და ჩვენც სწორედ ნაკადს შევყევით ჩრდილოეთის მიმართულებით. მესამე სართულიდან გადავედით 21 მეტრის სიგრძის დარბაზში, სადაც გამორჩეულად საინტერესო ნაღვენთი ფორმები დაგვხვდა. ჰაერის ტემპერატურა დარბაზში 14 გრადუსს შეადგენდა და აქ ვნახეთ ღამურები, ობობები, სხვა ცოცხალი ორგანიზმები.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს