როგორც კი ამ ბიჭუნას 5 წელი შეუსრულდა, საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ტვინის სიმსივნე. რამდენიმე წელი სხვადასხვა მკურნალობა დაუნიშნეს, თუმცა არაფერმა უშველა და 7 წლის ჩენ სიაოტიანს ექიმებმა პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანეს – მისი განკურნების არავითარი შანსი არ დარჩა. ბავშვმა თვალის სინათლეც დაკარგა და აღსასრულისთვის დღეების ათვლა დაიწყო. დედა მას გვერდიდან არ მოსცილებია.
სწორედ ამ დროს ოჯახს მეორე უბედურება დაატყდა თავს – მძიმედ დაავადდა ბავშვის დედა. ჩჟოუ ლუს თირკმლების უკმარისობა აღმოუჩინეს, რომელიც ასევე სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა. ჩჟოუს უთხრეს, რომ მხოლოდ გადანერგვა უშველიდა და ერთადერთი დონორი მისი ვაჟი შეიძლებოდა ყოფილიყო, სხვა დონორის პოვნა არც ისე მარტივად შეიძლებოდა. დედამ დაუფიქრებლად თქვა უარი და ექიმებს შეაწყვეტინა ამ თემაზე ფიქრიც კი.
ეს ნამდვილად რთული განსაცდელი იყო, რომელსაც ბავშვის ისეთი გმირული საქციელი მოჰყვა, არავინ რომ არ ელოდა. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ბავშვმა შემთხვევით დედის დიაგნოზი გაიგო და ისიც, რომ დედას გადანერგვა შესთავაზეს. ბიჭუნამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და დედას უთხრა: "თუ ჯანმრთელი იქნები, მე შენში ვიცოცხლებ"...