მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია
რა ღირს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია

წლე­ვან­დელ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­ის დროს ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC-ის ეთერ­ში 30-წა­მი­ა­ნი სა­რეკ­ლა­მო ჭრა 1,95 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ეღი­რე­ბა.

კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი დღეს წლის მთა­ვა­რი კი­ნოპ­რე­მი­ის "ოს­კა­რის" მო­ლო­დინ­ში არი­ან. და­ჯილ­დო­ე­ბის 87-ე ცე­რე­მო­ნია ტრა­დი­ცი­უ­ლად ლოს ან­ჯე­ლეს­ში, "დოლ­ბის" თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა. ამე­რი­კის უმაღ­ლე­სი კი­ნო­ა­კა­დე­მია წლის რჩე­უ­ლებს რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­მო­ავ­ლენს.

1929 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე ლოს ან­ჯე­ლე­სით­ვის ეს წლის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს ცნო­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ კი­ნოპ­რე­მი­ას ლოს ან­ჯე­ლე­სის ბი­უ­ჯეტ­ში 130 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად აკა­დე­მი­ას, გა­სულ წელს აკა­დე­მი­ის შე­მო­სა­ვალ­მა 89,6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რომ­ლის დიდ ნა­წილს სტუ­დია "დის­ნე­ის" მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხა შე­ად­გენს. 2020 წლამ­დე "დის­ნეი" ყო­ველ­წლი­უ­რად 75 მი­ლი­ონ დო­ლარს იხ­დის "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC-ის პირ­და­პი­რი ტრანსლი­რე­ბის უფ­ლე­ბის­თვის.

"ბლუმ­ბერ­გის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლე­ვან­დელ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­ის დროს ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC-ის ეთერ­ში 30-წა­მი­ა­ნი სა­რეკ­ლა­მო ჭრა 1,95 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ეღი­რე­ბა. სა­რეკ­ლა­მო ჭრის უმე­ტე­სო­ბას "სამ­სუნგსა" და "ჰი­უნ­და­ის" ეკუთ­ვნით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2009 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი "ოს­კა­რის" ცე­რე­მო­ნი­ის პირ­და­პი­რი ეთე­რის დროს სა­რეკ­ლა­მო ფასი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რა ღირს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია

რა ღირს "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია

წლევანდელ დაჯილდოებაზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 30-წამიანი სარეკლამო ჭრა 1,95 მილიონი დოლარი ეღირება.

კინომოყვარულები დღეს წლის მთავარი კინოპრემიის "ოსკარის" მოლოდინში არიან. დაჯილდოების 87-ე ცერემონია ტრადიციულად ლოს ანჯელესში, "დოლბის" თეატრში გაიმართება. ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია წლის რჩეულებს რამდენიმე საათში გამოავლენს.

1929 წლიდან მოყოლებული დღემდე ლოს ანჯელესითვის ეს წლის ყველაზე მთავარი ღონისძიებაა. ქალაქის ეკონომიკური განვითარების საბჭოს ცნობით, ყოველწლიურად მსოფლიოს მთავარ კინოპრემიას ლოს ანჯელესის ბიუჯეტში 130 მილიონი დოლარი შეაქვს.

რაც შეეხება თავად აკადემიას, გასულ წელს აკადემიის შემოსავალმა 89,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რომლის დიდ ნაწილს სტუდია "დისნეის" მიერ გადახდილი თანხა შეადგენს. 2020 წლამდე "დისნეი" ყოველწლიურად 75 მილიონ დოლარს იხდის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის ტელეკომპანია ABC-ის პირდაპირი ტრანსლირების უფლებისთვის.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, წლევანდელ დაჯილდოებაზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 30-წამიანი სარეკლამო ჭრა 1,95 მილიონი დოლარი ეღირება. სარეკლამო ჭრის უმეტესობას "სამსუნგსა" და "ჰიუნდაის" ეკუთვნით. აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან მოყოლებული "ოსკარის" ცერემონიის პირდაპირი ეთერის დროს სარეკლამო ფასი ყოველწლიურად იზრდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს