პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს წმინდა მიხეილის დღეს მოხდა" - ვინ გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას
 "ეს წმინდა მიხეილის დღეს მოხდა" - ვინ გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წინ, "მთავ­რო­ბა­ში მო­კა­ლა­თე­ბულ­მა ბან­დი­ტებ­მა" მისი აფეთ­ქე­ბა და­გეგ­მეს.

რო­გორც ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვა­ნის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, მა­შინ ის ღმერ­თმა გა­და­არ­ჩი­ნა.

"ფუნ­და­მენ­ტუ­რად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ. მჯე­რა, რომ ბევ­რჯერ ღმერ­თმა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, მე გა­და­მარ­ჩი­ნა. 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წინ, რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ საფრ­თხეს წარ­მო­ვად­გენ­დი, თბი­ლის­ში, მთავ­რო­ბა­ში მო­კა­ლა­თე­ბულ­მა ბან­დი­ტებ­მა, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც ვიცი, ჩემს ასა­ფეთ­ქებ­ლად ე.წ. პარ­ტი­ზა­ნე­ბი გა­მო­უშ­ვეს. მივ­დი­ო­დით ზუგ­დიდ­ში მი­ტინგზე. მოხ­და რომ, მარ­შუ­ტი ბოლო წუთ­ში ავუქ­ცი­ეთ - ზეს­ტა­ფონ­ში თუ სამ­ტრე­დი­ა­ში შიმ­ში­ლო­ბა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად იქ წა­ვე­დით. ამათ გზა აებ­ნათ. როცა და­ი­ნა­ხეს, რომ სხვა მარ­შუ­ტით ვი­ყა­ვით, იქეთ გა­მო­იქ­ცნენ. სე­ნაკ­თან გა­და­ყი­რა­ვე­ბუ­ლი "ნივა" და­ვი­ნა­ხეთ, სა­დაც ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი და და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეგდო. თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდით რა იყო. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ იყო ჩემს მო­საკ­ლა­ვად, ასა­ფეთ­ქებ­ლად გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც ბოლო წუთ­ში ასე­თი რამ მო­უ­ვი­დათ. ეს წმინ­და მი­ხე­ი­ლის დღეს მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ინ­ტერ­ვი­უს ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი იხი­ლეთ ტეგ­ზე: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ეს წმინდა მიხეილის დღეს მოხდა" - ვინ გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას

 "ეს წმინდა მიხეილის დღეს მოხდა" - ვინ გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" წინ, "მთავრობაში მოკალათებულმა ბანდიტებმა" მისი აფეთქება დაგეგმეს.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემა "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მაშინ ის ღმერთმა გადაარჩინა.

"ფუნდამენტურად მორწმუნე ადამიანი ვარ. მჯერა, რომ ბევრჯერ ღმერთმა გადაგვარჩინა, მე გადამარჩინა. 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" წინ, როდესაც მიხვდნენ, რომ საფრთხეს წარმოვადგენდი, თბილისში, მთავრობაში მოკალათებულმა ბანდიტებმა, რომელთა სახელებიც ვიცი, ჩემს ასაფეთქებლად ე.წ. პარტიზანები გამოუშვეს. მივდიოდით ზუგდიდში მიტინგზე. მოხდა რომ, მარშუტი ბოლო წუთში ავუქციეთ - ზესტაფონში თუ სამტრედიაში შიმშილობა იყო გამოცხადებული და საქმის მოსაგვარებლად იქ წავედით. ამათ გზა აებნათ. როცა დაინახეს, რომ სხვა მარშუტით ვიყავით, იქეთ გამოიქცნენ. სენაკთან გადაყირავებული "ნივა" დავინახეთ, სადაც ყუმბარმტყორცნი და დაღუპული ადამიანები ეგდო. თავიდან ვერ მივხვდით რა იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ჩემს მოსაკლავად, ასაფეთქებლად გამოგზავნილი ჯგუფი, რომელთაც ბოლო წუთში ასეთი რამ მოუვიდათ. ეს წმინდა მიხეილის დღეს მოხდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუს ყველა საინტერესო დეტალი იხილეთ ტეგზე: მიხეილ სააკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა