თუ ვინმეზე შეიძლება იმის თქმა, რომ მანქანას "კაცურად" ატარებს, ერთ-ერთი მათგანი ეკო ფანგანია, რომელმაც მართვასთან ერთად ავტომობილის ტექნიკური მხარეც კარგად იცის, მძღოლობის დიდი გამოცდილება აქვს და რაც მთავარია, მის ანგარიშზე ავტოსაგზაო შემთხვევების ძალიან მცირე რაოდენობა ირიცხება.
- ბევრად ადრე ვიცოდი მანქანის ტარება, ვიდრე მანქანა მეყოლებოდა და ბევრად ადრე მყავდა საკუთარი მანქანა, ვიდრე მართვის მოწმობა მექნებოდა. არასდროს მივლია მასწავლებელთან, პირდაპირ საჭესთან დავჯექი და გავატარე, დავდიოდი ჩემი მეგობრების ან ოჯახის წევრების მანქანით. პირველად, მგონი, ჩემი მეგობრის "09"-ზე დავჯექი. მერე საკუთარი მანქანაც ვიყიდე და ისე დავდიოდი, მართვის მოწმობა არ მქონდა, სანამ კარგად არ დამაჯარიმეს, მანამდე არ ავიღე. გავედი გამოცდაზე და პირველივე ჯერზე ჩავაბარე. ზოგადად, მიყვარს მანქანები, ავტომობილისტი ვარ, კარგადაც ვერკვევი მის მექანიზმებში, თუ რამე ელემენტარული მჭირდება, თვითონ ვაკეთებ. ყოფილა შემთხვევა, რომელიმე ჩემს ამხანაგს მანქანა გაფუჭებია, სანამ "პროფილაქტიკამდე" მივიდოდა, უნახვებია, მომისმენია და სწორი დიაგნოზიც დამისვამს, საკუთარ მანქანაზეც ასე ვარ.
- თავად დაგყავს მანქანა პროფილაქტიკაში?
- კი, მაგრამ თუ არის ადამიანი, რომელიც წაიყვანს, ხომ კარგი, თუ არადა მე დამყავს, ყველა ხელოსანს ვიცნობ.
- სისწრაფე თუ გიყვარს?
- რისკის ქვეშ არც საკუთარ სიცოცხლეს არ დავაყენებ და არც სხვისას, მაგრამ მოგეხსენებათ, ქალაქში დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა და კიდევაც რომ გინდოდეს, ძალიან სწრაფად ვერ ივლი. თავიდან, ღვედის გაკეთება რომ გახდა აუცილებელი, მიუჩვეველი ვიყავი, მიჭირდა. მერე კამერები რომ დააყენეს, ამასთან შეგუება გამიჭირდა, როცა მეჩქარება, სანაპიროზე სიჩქარის კონტროლი პრობლემაა, ბევრჯერ გადაჭარბების გამოც მომივიდა ჯარიმა, მაგრამ ახლა უკვე დავიმახსოვრე. არ მინდა დავარღვიო, კანონი კანონია.
სისულელეები, "გონკაობა" და მსგავსი რაღაცები არ მომწონს, ცუდი ტონია ჩემთვის ქალაქში შეჯიბრება. ძალიან ადრე, როცა "ბმვ" მყავდა, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან გამოსულს ვიღაც სრულიად უცნობი მელოდებოდა გარეთ, მეც "ბმვ" მყავს და მოდი, დავდგეთ, ფულზე შევეჯიბროთო, ეტყობა, დამინახა, რომ ამ მარკის მანქანით ვიყავი და ეგონა შევე-ჯიბრებოდი. მივხვდი, რომ ხალხი ძალიან აფრენს, მაღაზიებთან ხვდებიან ერთმანეთს და ასეთ რაღაცებს სთავაზობენ, რასაკვირველია, უარი ვუთხარი.
ზოგადად, ვერ ვიტან მძღოლის გვერდით ჯდომას, როგორი გამოცდილი ადამიანიც გინდა მართავდეს მანქანას, ძალიან ვიძაბები, ეს, როგორც ვიცი, მძღოლების ჩვევაა, თუ საჭესთან სხვა ზის, სიჩქარეს რომ მოუმატებს, ცუდად ვხდები, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მიყვარს ძალიან სწრაფად სიარული. როცა საზღვარგარეთ მივდივარ, იქ ყველაზე მეტად მანქანის მართვა მენატრება, ერთადერთი, რის გამოც მიხარია დაბრუნება, საჭესთან ჯდომაა.
განაგრძეთ კითხვა