პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება" - გია ხუხაშვილი
"ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება" - გია ხუხაშვილი

ჩემი აზ­რით, ჭი­კა­ი­ძე კი არა, უახ­ლო­ეს 2-3 თვე­ში მთავ­რო­ბის ნდო­ბის სა­კი­თხი გარ­და­უ­ვა­ლია, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, დღეს პრობ­ლე­მა აღარ არის სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებ­ში და არც ეს გა­დად­გო­მა უშ­ვე­ლის იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

"რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბა ეს ერთი პრობ­ლე­მაა, ხოლო ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და გა­მოწ­ვე­ვა თვი­თონ სის­ტე­მის და­მარ­ცხე­ბაა. ჩემი აზ­რით, მოხ­და ის, რომ სის­ტე­მამ მო­ა­ხერ­ხა და გარ­კვე­ულ­წლი­ად მძევ­ლად აიყ­ვა­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სის­ტე­მით გა­ჯერ­და მთლი­ა­ნად და დღეს ის სის­ტე­მა მარ­თავს და არა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, პირ­და­პირ ვი­ტყვი - ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ჩვენ რე­ჟი­მი და­ვა­მარ­ცხეთ. ზოგ­ჯერ იძი­ებს ის პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც თა­ვად შე­იძ­ლე­ბა იყოს საქ­მის ფი­გუ­რან­ტი, ასეთ აბ­სურ­და­თა­ნაც გვაქვს ხოლ­მე საქ­მე. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის პი­რო­ბებ­ში არ ხდე­ბა. სის­ტე­მუ­რი და რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო. აქამ­დეც სა­ჭი­რო იყო და კი­დევ მაქვს იმის იმე­დი, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ სის­ტე­მის ლუსტრი­რე­ბა უნდა მოხ­დეს და მის­გან გაწ­მენ­და.

მი­სი­ვე თქმით, დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მოწ­ვე­ვე­ბის მთე­ლი ბუ­კე­ტი აქვს. "შე­სა­ბა­მი­სად, მე ვფიქ­რობ, რომ ჭი­კა­ი­ძე კი არა, უახ­ლო­ეს 2-3 თვე­ში მთავ­რო­ბის ნდო­ბის სა­კი­თხი გარ­და­უ­ვა­ლია, ჩემი აზ­რით. ეს არ არის ერთჯე­რა­დი შემ­თხვე­ვა. ხვალ და ზეგ რა გვე­ლო­დე­ბა კი­დევ, ჩვენ არ ვი­ცით. სამ­წუ­ხა­როდ, ისეთ აბ­სურ­დამ­დე მი­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი, რომ ვე­ლო­დე­ბი, ხვალ და ზეგ რა­ღაც სი­ურპრი­ზე­ბი კი­დევ გვექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

"ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება" - გია ხუხაშვილი

"ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება" - გია ხუხაშვილი

ჩემი აზრით, ჭიკაიძე კი არა, უახლოეს 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს პრობლემა აღარ არის სახელებსა და გვარებში და არც ეს გადადგომა უშველის იმ სიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

"რეჟიმის დამარცხება ეს ერთი პრობლემაა, ხოლო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევა თვითონ სისტემის დამარცხებაა. ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ სისტემამ მოახერხა და გარკვეულწლიად მძევლად აიყვანა ხელისუფლება. სისტემით გაჯერდა მთლიანად და დღეს ის სისტემა მართავს და არა ის ადამიანები, პირდაპირ ვიტყვი - ჩვენი მეგობრები, ვისთან ერთადაც ჩვენ რეჟიმი დავამარცხეთ. ზოგჯერ იძიებს ის პროკურორი, რომელიც თავად შეიძლება იყოს საქმის ფიგურანტი, ასეთ აბსურდათანაც გვაქვს ხოლმე საქმე. სამართლიანობის აღდგენა სისტემური ხარვეზების პირობებში არ ხდება. სისტემური და რადიკალური გადაწყვეტილებებია საჭირო. აქამდეც საჭირო იყო და კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ დაგვიანებული არ არის", - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ სისტემის ლუსტრირება უნდა მოხდეს და მისგან გაწმენდა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას გამოწვევების მთელი ბუკეტი აქვს. "შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჭიკაიძე კი არა, უახლოეს 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია, ჩემი აზრით. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ხვალ და ზეგ რა გველოდება კიდევ, ჩვენ არ ვიცით. სამწუხაროდ, ისეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი, რომ ველოდები, ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა