მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მანდარინები'' კლიშეებით სავსე ფილმია...''
''მანდარინები'' კლიშეებით სავსე ფილმია...''

გა­სუ­ლი წელი ქარ­თუ­ლი კი­ნოს­თვის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. ზაზა ურუ­შა­ძის "მან­და­რი­ნე­ბი" "ოქ­როს გლო­ბუ­სის" ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში მოხ­ვდა და იგი­ვე ფილ­მი, გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის "სი­მინ­დის კუნ­ძულ­თან" ერ­თად, "ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტთა შვი­დე­ულ­ში აღ­მოჩ­ნდა. სა­ბო­ლო­ოდ "ოს­კარ­ზე" წარ­დგე­ნილ უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მე­ბის ნო­მი­ნან­ტთა შო­რის ზაზა ურუ­შა­ძის "მან­და­რი­ნე­ბი" და­სა­ხელ­და. ფილ­მი "ოს­კა­რის" 87-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ეს­ტო­ნე­თის სა­ხე­ლით იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი. უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მე­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ასე­ვე და­სა­ხელ­და "ლე­ვი­ა­თა­ნი" (რუ­სე­თი), "იდა" (პო­ლო­ნე­თი), "ტიმ­ბუქ­ტუ" (მავ­რი­ტა­ნია) და ჭილდ თა­ლეს (არ­გენ­ტი­ნა). "ოს­კა­რით" და­ჯილ­დო­ე­ბის ცერ­მო­ნია 22 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა.

ბაჩო ოდი­შა­რია ქარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ ჟურ­ნა­ლის digitalculture.ge-ს ერთ-ერთი რე­დაქ­ტო­რია და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცენ­ზი­ებს აქ­ვეყ­ნებს. მას ბოლო წლე­ბის ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის და კონ­კრე­ტუ­ლად, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი ნა­მუ­შევ­რის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ.

- საკ­ვირ­ვე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი ქვეყ­ნის კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში, ბოლო ათწლე­უ­ლი, იდე­ე­ბის შიმ­ში­ლია.

- ზო­გა­დად, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ უნდა იყოს იდე­ე­ბის შიმ­ში­ლი. რო­დე­საც ცდი­ლობ სცე­ნა­რის და­წე­რას, უნდა გა­წუ­ხებ­დეს ესა თუ ის სო­ცი­ა­ლუ­რი თემა. ფილ­მი, რო­მელ­საც არ აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი ან პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი, კარ­გი არ გა­მო­დის.

სამი მთა­ვა­რი სა­კი­თხი, რა­ზეც ბოლო წლე­ბია, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­უ­რად იღე­ბენ ფილ­მებს, არის - ქუ­ჩის ინ­სტი­ტუ­ტი, აფხა­ზე­თის ომი და ნარ­კო­მა­ნია. შე­საძ­ლოა, რე­ჟი­სო­რებს არ ჰქო­ნი­ათ ასე­თი ჩა­ნა­ფიქ­რი, მაგ­რამ მათ ფილ­მებ­ში ქუ­ჩის სკო­ლა ძა­ლი­ან რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, მო­ზარ­დზე, რო­მე­ლიც ამ ფილ­მს უყუ­რებს, ამან გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ახ­ლა­ხან ამ თე­მა­ტი­კა­ზე ვნა­ხე ფილ­მი "ძმა", რო­მელ­მაც შემ­ზა­რა. ორ­მა­გად ცუ­დია, რომ ასე­თი ფილ­მე­ბის ავ­ტო­რე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად პო­უ­ლო­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ ნარ­კო­მა­ნია არ არის კარ­გი, რაც უკვე არას­წო­რია, მაგ­რამ ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ თე­მა­ზე გა­და­უ­ღი­ათ, არ უს­ვამს ხაზს სა­ხელ­მწი­ფოს ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზე­თის თე­მას, არც ერთ ფილმში არ არის კარ­გი ბა­ტა­ლუ­რი სცე­ნა. ომზე ფილმში ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში სა­ჭი­როა, ერ­თმა ადა­მი­ან­მა მე­ო­რეს ეს­რო­ლოს მა­ინც. ზო­გა­დად, ასე­თი ტი­პის ფილ­მებ­ში მწი­რია რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, მე­ო­რე კი ისაა, რომ ჩვენს თა­ო­ბას აღარც ადარ­დებს ეს თემა, აღარც ახ­სოვს და აფხა­ზეთს რო­მან­ტი­კა აღარ უკავ­შირ­დე­ბა. მგო­ნი, უნდა მიხ­ვდნენ, რომ თემა ამო­წუ­რუ­ლია. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ზეც აღარ იღე­ბენ ფილ­მებს. რომ შე­ვა­ჯა­მოთ, ბოლო წლე­ბის ფილ­მე­ბი არ ეხ­მა­უ­რე­ბა იმ თე­მებს, რაც რე­ა­ლუ­რად აწუ­ხებს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

''მანდარინები'' კლიშეებით სავსე ფილმია...''

''მანდარინები'' კლიშეებით სავსე ფილმია...''

გასული წელი ქართული კინოსთვის ერთ-ერთი წარმატებული გამოდგა. ზაზა ურუშაძის ''მანდარინები'' ''ოქროს გლობუსის'' ნომინაციებში მოხვდა და იგივე ფილმი, გიორგი ოვაშვილის ''სიმინდის კუნძულთან'' ერთად, ''ოსკარის'' ნომინანტთა შვიდეულში აღმოჩნდა. საბოლოოდ "ოსკარზე" წარდგენილ უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დასახელდა. ფილმი "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი. უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ასევე დასახელდა "ლევიათანი" (რუსეთი), "იდა" (პოლონეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიტანია) და ჭილდ თალეს (არგენტინა). "ოსკარით" დაჯილდოების ცერმონია 22 თებერვალს გაიმართება.

ბაჩო ოდიშარია ქართული ონლაინ ჟურნალის digitalculture.ge-ს ერთ-ერთი რედაქტორია და კინემატოგრაფის შესახებ საინტერესო რეცენზიებს აქვეყნებს. მას ბოლო წლების ქართული ფილმების და კონკრეტულად, ზემოხსენებული ორი ნამუშევრის შეფასება ვთხოვეთ.

- საკვირველია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნის კინემატოგრაფში, ბოლო ათწლეული, იდეების შიმშილია.

- ზოგადად, არც ერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს იდეების შიმშილი. როდესაც ცდილობ სცენარის დაწერას, უნდა გაწუხებდეს ესა თუ ის სოციალური თემა. ფილმი, რომელსაც არ აქვს სოციალური ან პოლიტიკური კონტექსტი, კარგი არ გამოდის.

სამი მთავარი საკითხი, რაზეც ბოლო წლებია, ჩვენს ქვეყანაში აქტიურად იღებენ ფილმებს, არის - ქუჩის ინსტიტუტი, აფხაზეთის ომი და ნარკომანია. შესაძლოა, რეჟისორებს არ ჰქონიათ ასეთი ჩანაფიქრი, მაგრამ მათ ფილმებში ქუჩის სკოლა ძალიან რომანტიზებულია. შესაძლოა, მოზარდზე, რომელიც ამ ფილმს უყურებს, ამან გარკვეული გავლენა მოახდინოს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახლახან ამ თემატიკაზე ვნახე ფილმი ''ძმა'', რომელმაც შემზარა. ორმაგად ცუდია, რომ ასეთი ფილმების ავტორები რაღაცნაირად პოულობენ დაფინანსებას. ქართული საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ ნარკომანია არ არის კარგი, რაც უკვე არასწორია, მაგრამ ფილმები, რომლებიც ამ თემაზე გადაუღიათ, არ უსვამს ხაზს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აფხაზეთის თემას, არც ერთ ფილმში არ არის კარგი ბატალური სცენა. ომზე ფილმში ყველა ვარიანტში საჭიროა, ერთმა ადამიანმა მეორეს ესროლოს მაინც. ზოგადად, ასეთი ტიპის ფილმებში მწირია რეალობის შეგრძნება, მეორე კი ისაა, რომ ჩვენს თაობას აღარც ადარდებს ეს თემა, აღარც ახსოვს და აფხაზეთს რომანტიკა აღარ უკავშირდება. მგონი, უნდა მიხვდნენ, რომ თემა ამოწურულია. მეორე მსოფლიო ომზეც აღარ იღებენ ფილმებს. რომ შევაჯამოთ, ბოლო წლების ფილმები არ ეხმაურება იმ თემებს, რაც რეალურად აწუხებს ქართულ საზოგადოებას.

წაიკითხეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება