მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩიკო სოლოღაშვილს მეუღლე ხორციანი კერძებით ანებივრებს
აჩიკო სოლოღაშვილს მეუღლე ხორციანი კერძებით ანებივრებს

მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვილ­მა ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­თვის ფო­ტო­ე­ბი იმ სპექ­ტაკ­ლის წინ გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. "იყო და არა იყო რა, ანუ სა­შო­ბაო ზღა­პა­რი" - ამ სპექ­ტაკლში ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მგელს თა­მა­შობს. აჩი­კოს ახალ წელ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- შე­ა­ჯა­მე 2014 წელი თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით.

- ასეთ დროს რა­ტომ­ღაც სულ და­დე­ბი­თი მახ­სენ­დე­ბა. 2014 წელი იყო ნა­ყო­ფი­ე­რი, თე­ატ­რში და­იდ­გა სპექ­ტაკ­ლი "ფსკერ­ზე", რო­მე­ლიც გა­მოშ­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც ასე­თი რან­გის სპექ­ტაკ­ლი იდ­გმე­ბა, ჩვენ­თვის ისე­თი დიდი სი­ხა­რუ­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ახა­ლი წლის ტოლ­ფა­სია. გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტი "ბრა­ვო", რომ­ლი­თაც მე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოვ­ხვდი, კი­დევ ერთხელ გა­მე­ორ­და და კი­დევ ვი­მუ­შა­ვე მას­ზე. დღემ­დე მომ­ყვე­ბა "ნი­ჭი­ე­რი", რო­მე­ლიც ძვე­ლით ახალ წელს დამ­თავ­რდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­ო­რე ოჯახს, "შუ­ა­დღეს", იქ დიდი ცვლი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, გარ­და იმი­სა, რომ უფრო გა­ხა­ლის­და, უფრო ფე­რა­დი გახ­და და მგო­ნია, რომ უფრო კარ­გი სა­ყუ­რე­ბე­ლია, ვიდ­რე იყო. უხ­ვად იყო გას­ტრო­ლი და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­შიც იგეგ­მე­ბა ავ­სტრა­ლი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა.

- ცოტა იმ სპექ­ტაკ­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი, რომ­ლის და­წყე­ბამ­დეც ჩვე­ნი კა­მე­რის წინ იპო­ზი­ო­რე.

- ეს გახ­ლავთ "იყო და არა იყო რა, ანუ სა­შო­ბაო ზღა­პა­რი", რო­მე­ლიც "მსუ­ნა­გი მგლი­სა და მშვი­დი ბე­კე­კას" ინ­სცე­ნი­რე­ბაა. მგლის როლს ვას­რუ­ლებ და რა­ტომ­ღაც ბავ­შვებს ჩემი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დე­ბათ. მი­ხა­რია, XXI სა­უ­კუ­ნის თა­ო­ბას სპა­ი­დერ­მენ­თან ერ­თად რომ მოს­წონს ისე­თი გმი­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ. ვერ ხვდე­ბი­ან, რა­ტომ ვი­ტა­ცებ ბე­კე­კებს და კი­თხვე­ბიც უჩ­ნდე­ბათ, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხი არ მაქვს. ვე­უბ­ნე­ბი, ცხვრე­ბი არ იქ­ცე­ოდ­ნენ კარ­გად და დრო­ე­ბით წა­ვიყ­ვა­ნე-მეთ­ქი. უკვე ბევ­რი წე­ლია, ამ სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობთ და ალ­ბათ, კი­დევ კარ­გა ხანს იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ კარ­გი გან­წყო­ბა მო­აქვს. ერთხელ, ამ სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ, ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან იმ­დე­ნად აკა­ნაკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი შე­მო­ვი­და, შე­მე­შინ­და, გული არ გა­უ­ჩერ­დეს-მეთ­ქი. ერთ-ერ­თმა ბავ­შვმა გა­მო­მი­ცხა­და, შენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კი არა, "გლა­მურ­ნი მგე­ლი" ხარო, და­ვი­ბე­ნი, არ ვი­ცო­დი რა მეთ­ქვა.

- აჩი­კო, სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დისს რო­დი­დან იწყებ ხოლ­მე?

- სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში სულ ვმუ­შა­ობ, ამი­ტომ ახალ წელს 31 დე­კემ­ბერს 12 სა­ა­თის შეს­რუ­ლე­ბი­სას ვგრძნობ, მა­ნამ­დე ვერა, ამ დროს კი ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ზე კარგ ხა­სი­ათ­ზე დავ­დგე, რად­გან მგო­ნია, რო­გორც შეხ­ვდე­ბი, ისე წავა მთე­ლი წელი. სრულ მო­ბი­ლი­ზე­ბას ვახ­დენ, რომ 12 სა­ათ­ზე ვიყო ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე, გა­მო­წყო­ბი­ლი, სხვა­ნა­ი­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია არ გვაქვს, ნაძ­ვის ხეს, ძი­რი­თა­დად, 30 დე­კემ­ბერს ვდგამთ, იმი­ტომ რომ მა­ნამ­დე დრო არ მაქვს, არ მიყ­ვარს, როცა სახ­ლში ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ჩემ გა­რე­შე ხდე­ბა, მე უნდა ვიყო მო­ნა­წი­ლე და დამ­სწრე, შე­სა­ბა­მი­სად, როცა მო­ვიც­ლი, მა­შინ კეთ­დე­ბა. მეც და ნუ­ცა­საც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გვქონ­და, ერ­თმა­ნეთ­ზე ვი­ყა­ვით აწყო­ბი­ლე­ბი, 30-ში ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე გვქონ­და და ამ დღეს ავა­წყვეთ, თუმ­ცა სა­თა­მა­შო­ებ­ზე მა­ნამ­დე ვიზ­რუ­ნეთ და წი­ნას­წარ შე­ვი­ძი­ნეთ. სამ­ზა­რე­უ­ლოს თვალ­საზ­რი­სი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ მოვმზა­დე­ბულ­ვართ, მთა­ვა­რია, კარ­გი გან­წყო­ბა იყოს, ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ ჯან­მრთე­ლად და კარ­გად და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა იდე­ბა სუფ­რა­ზე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აჩიკო სოლოღაშვილს მეუღლე ხორციანი კერძებით ანებივრებს

აჩიკო სოლოღაშვილს მეუღლე ხორციანი კერძებით ანებივრებს

მსახიობმა და ტელეწამყვანმა აჩიკო სოლოღაშვილმა ჩვენი ჟურნალისთვის ფოტოები იმ სპექტაკლის წინ გადაიღო, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ. ''იყო და არა იყო რა, ანუ საშობაო ზღაპარი'' - ამ სპექტაკლში ჩვენი რესპონდენტი მგელს თამაშობს. აჩიკოს ახალ წელზე ვესაუბრეთ.

- შეაჯამე 2014 წელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.

- ასეთ დროს რატომღაც სულ დადებითი მახსენდება. 2014 წელი იყო ნაყოფიერი, თეატრში დაიდგა სპექტაკლი ''ფსკერზე'', რომელიც გამოშვების პირველივე დღიდან ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. როდესაც ასეთი რანგის სპექტაკლი იდგმება, ჩვენთვის ისეთი დიდი სიხარულია, რომ შეიძლება ითქვას, ახალი წლის ტოლფასია. გარდა ამისა, პროექტი ''ბრავო'', რომლითაც მე ტელევიზიაში მოვხვდი, კიდევ ერთხელ გამეორდა და კიდევ ვიმუშავე მასზე. დღემდე მომყვება ''ნიჭიერი'', რომელიც ძველით ახალ წელს დამთავრდება. რაც შეეხება ჩემს მეორე ოჯახს, ''შუადღეს'', იქ დიდი ცვლილება არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ უფრო გახალისდა, უფრო ფერადი გახდა და მგონია, რომ უფრო კარგი საყურებელია, ვიდრე იყო. უხვად იყო გასტროლი და უახლოეს მომავალშიც იგეგმება ავსტრალიაში გამგზავრება.

- ცოტა იმ სპექტაკლის შესახებ მოგვიყევი, რომლის დაწყებამდეც ჩვენი კამერის წინ იპოზიორე.

- ეს გახლავთ ''იყო და არა იყო რა, ანუ საშობაო ზღაპარი'', რომელიც ''მსუნაგი მგლისა და მშვიდი ბეკეკას'' ინსცენირებაა. მგლის როლს ვასრულებ და რატომღაც ბავშვებს ჩემი უარყოფითი პერსონაჟი ძალიან უყვარდებათ. მიხარია, XXI საუკუნის თაობას სპაიდერმენთან ერთად რომ მოსწონს ისეთი გმირები, რომლებზეც ჩვენ გავიზარდეთ. ვერ ხვდებიან, რატომ ვიტაცებ ბეკეკებს და კითხვებიც უჩნდებათ, რომლებზეც პასუხი არ მაქვს. ვეუბნები, ცხვრები არ იქცეოდნენ კარგად და დროებით წავიყვანე-მეთქი. უკვე ბევრი წელია, ამ სპექტაკლს ვთამაშობთ და ალბათ, კიდევ კარგა ხანს იქნება, იმიტომ რომ კარგი განწყობა მოაქვს. ერთხელ, ამ სპექტაკლის შემდეგ, ფოტოს გადასაღებად ბედნიერებისგან იმდენად აკანაკლებული ბავშვი შემოვიდა, შემეშინდა, გული არ გაუჩერდეს-მეთქი. ერთ-ერთმა ბავშვმა გამომიცხადა, შენ ჩვეულებრივი კი არა, ''გლამურნი მგელი'' ხარო, დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა.

- აჩიკო, საახალწლო სამზადისს როდიდან იწყებ ხოლმე?

- საახალწლო პერიოდში სულ ვმუშაობ, ამიტომ ახალ წელს 31 დეკემბერს 12 საათის შესრულებისას ვგრძნობ, მანამდე ვერა, ამ დროს კი ვცდილობ, ყველაზე კარგ ხასიათზე დავდგე, რადგან მგონია, როგორც შეხვდები, ისე წავა მთელი წელი. სრულ მობილიზებას ვახდენ, რომ 12 საათზე ვიყო ძალიან კარგ ხასიათზე, გამოწყობილი, სხვანაირად მოწესრიგებული. სხვა განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, ნაძვის ხეს, ძირითადად, 30 დეკემბერს ვდგამთ, იმიტომ რომ მანამდე დრო არ მაქვს, არ მიყვარს, როცა სახლში ასეთი რაღაცები ჩემ გარეშე ხდება, მე უნდა ვიყო მონაწილე და დამსწრე, შესაბამისად, როცა მოვიცლი, მაშინ კეთდება. მეც და ნუცასაც ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა, ერთმანეთზე ვიყავით აწყობილები, 30-ში ყველაზე თავისუფალი დღე გვქონდა და ამ დღეს ავაწყვეთ, თუმცა სათამაშოებზე მანამდე ვიზრუნეთ და წინასწარ შევიძინეთ. სამზარეულოს თვალსაზრისითაც განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვართ, მთავარია, კარგი განწყობა იყოს, ოჯახის წევრები იყვნენ ჯანმრთელად და კარგად და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა იდება სუფრაზე.

იხილეთ გაგრძელება

"ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო! მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?“ - ახალ წელს დაწესებული შეზღუდვების გამო მომღერლები მთავრობას აკრიტიკებენ

"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში