ავღანეთში ამერიკული საბრძოლო მისია ფაქტობრივად, დასრულებულია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჰავაიში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე განაცხადა. ბარაქ ობამას განცხადებით, ჯარისკაცების თავგანწირვამ მშვიდობისკენ სავალი გზა გახსნა.
"ამერიკის შეიარაღებულ ძალებში მამაკაცებისა და ქალბატონების გასაოცარი სამსახურის გამო, ავღანეთს საკუთარი ქვეყნის ხელახლა შენების შანსი მიეცა. ახლა აქ უფრო მეტი უსაფრთხოებაა, ავღანეთი აღარ გახდება ახალი ტერორისტული აქტების წყარო", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
ავღანეთში ამ ეტაპზე 13 ათასამდე სპეციალისტი რჩება ავღანეთის არმიის სამხედრო მხარდაჭერისა და მომზადებისთვის. AP-ის ცნობით, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ავღანეთში 2 200 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.