საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. კახა ცხადაძე ამ თანამდებობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ რამდენიმე წუთის წინ, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინა.
ცხადაძე ამ თანამდებობაზე მუშაობას 2015 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. კახა ცხადაძის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი გაახაროს.
ცხადაძე ამჟამად წვრთნის ბაქოს "ინტერს". ფეხბურთის ფედერაციისა და ინტერის" შეთანხმებით, კახა ცხადაძე ორივე გუნდში ერთდროულად იმუშავებს.
ბოლოს საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.