Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველები
მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველები

შხა­მი­ა­ნი (შუ­ბის) ბა­ყა­ყი

სამ­ხრეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კის ტყე­ებ­ში, პა­ტა­რა და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბა­ყა­ყე­ბი ბი­ნად­რო­ბენ, რო­მელ­თაც სა­ხე­ლად შუ­ბის ბა­ყა­ყებ­საც უწო­დე­ბენ. მა­გა­ლი­თის­თვის, ოქ­როს­ფე­რი შუ­ბის ბა­ყა­ყის სიგ­რძე მხო­ლოდ 5 სან­ტი­მეტ­რია, თუმ­ცა, იგი იმ­დენ შხამს შე­ი­ცავს, რომ 10 ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლა შე­უძ­ლია. ძვე­ლად, ად­გი­ლობ­რი­ვი ტო­მე­ბი ამ ბა­ყა­ყე­ბის შხამს ის­რებს უს­ვამ­დნენ და სა­კუ­თარ სა­მიზ­ნეს ერ­თგვარ სა­სიკ­ვდი­ლო ინექ­ცი­ას უკე­თებ­დნენ.

გვე­ლი ტა­ი­პა­ნი

ტა­ი­პანს შხა­მის რა­ო­დე­ნო­ბის გამო, სას­ტიკ გველ­საც უწო­დე­ბენ. მის ერთ ნაკ­ბენ­ში იმ­დე­ნი შხა­მია, რომ 100 ადა­მი­ა­ნი მოკ­ვლა შე­უძ­ლია. მისი შხა­მი ძა­ლი­ან ტოქ­სი­კუ­რია, 200-300-ჯერ უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კობ­რის. მის შხამს 45 წუთ­ში შე­უძ­ლია სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლას. თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­ი­გო­ნეს ან­ტი­დო­ტი, რო­მელ­საც შხა­მის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა შე­უძ­ლია. გარ­და ამი­სა, თვი­თონ გვე­ლი საკ­მა­ოდ მში­შა­რაა, რო­გორც კი რა­ი­მე საფრ­თხეს იგ­რძნობს, მა­შინ­ვე იმა­ლე­ბა. ამის გამო, ადა­მი­ა­ნის­თვის ნაკ­ლებ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. მისი გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი ავ­სტრა­ლი­აა.

მო­რი­ე­ლი ლე­ი­რუ­სი

იცო­დით, რომ მო­რი­ე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ში­ში არ არის?

საქ­მე ის არის, რომ ნაკ­ბე­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მხო­ლოდ ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა­სა და შე­სი­ე­ბას იწ­ვევს. თუმ­ცა, არ­სე­ბო­ბენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, მა­გა­ლი­თად, მო­რი­ე­ლი სა­ხე­ლად ლე­ი­რუ­სი - იმის გამო, რომ მისი შხა­მი სხვა­დას­ხვა ნე­ი­რო­ტოქ­სი­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა, იგი გა­უ­საძ­ლის ტკი­ვი­ლებს იწ­ვევს, რო­მელ­საც ციებ-ცხე­ლე­ბა, კომა, კონ­ვულ­სია, პა­რა­ლი­ჩი, ხოლო ბო­ლოს სიკ­ვდი­ლი მოს­დევს. მო­რი­ე­ლის ეს ჯიში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში.

სა­მე­ფო კობ­რა

ყვე­ლა­ზე გრძელ შხა­მი­ან გვე­ლად სა­მე­ფო კობ­რა მი­იჩ­ნე­ვა. მის­მა სიგ­რძემ შე­საძ­ლოა 5,6 მეტ­რის სიგ­რძეს მი­აღ­წი­ოს. სა­მე­ფო კობ­რის შხა­მი იმ­დე­ნად ტოქ­სი­კუ­რია, რომ სამ სა­ათ­ში მოზ­რდი­ლი სპი­ლოს მოკ­ვლა შე­უძ­ლია, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ადა­მი­ან­ზე. მარ­თა­ლია, გვე­ლებს შო­რის მას­ზე უფრო შხა­მი­ა­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ კობ­რის ამ სა­ხე­ო­ბას შხა­მის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო­ყო­ფა შე­უძ­ლია, რის გა­მოც იგი და­ნარ­ჩენ გვე­ლებს შო­რის ლი­დე­რობს. სა­მე­ფო კობ­რა სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თის გა­უ­ვალ ტყე­ებ­სა და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ბი­ნად­რობს.

კუ­ბო­მე­დუ­ზა

ყვე­ლა­ზე შხა­მი­ა­ნი ცხო­ვე­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­პა­ტიო პირ­ველ ად­გილს ე.წ. კუ­ბო­მე­დუ­ზა იკა­ვებს. ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბა მან სხე­უ­ლის კუ­ბუ­რი ფორ­მის გამო მი­ი­ღო. ამ ერთი შე­ხედ­ვით, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­ურ­მა არ­სე­ბამ უკა­ნას­კნე­ლი 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 6 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. შხა­მი, რო­მელ­საც მე­დუ­ზა ფლობს, დე­და­მი­წის ზურ­გზე ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოდ ით­ვლე­ბა. მას შუძ­ლია მსხვერ­პლის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის, კა­ნის უჯრე­დე­ბის და გუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ის არის, რომ მე­დუ­ზის შხამს ისე­თი დიდი ტკი­ვი­ლი მო­აქვს, რომ მსხვერ­პლი შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო იძი­რე­ბა ან უბ­რა­ლოდ გული უჩერ­დე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ მსხვერ­პლს გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ჰქონ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ია­რის სას­წრა­ფო და­მუ­შა­ვე­ბა ძმ­რით. მე­დუ­ზა ავ­სტრა­ლი­ი­სა და აზი­ის წყლებ­ში გვხვდე­ბა.

მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველები

მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველები

შხამიანი (შუბის) ბაყაყი

სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტყეებში, პატარა და ძალიან ლამაზი ბაყაყები ბინადრობენ, რომელთაც სახელად შუბის ბაყაყებსაც უწოდებენ. მაგალითისთვის, ოქროსფერი შუბის ბაყაყის სიგრძე მხოლოდ 5 სანტიმეტრია, თუმცა, იგი იმდენ შხამს შეიცავს, რომ 10 ადამიანის მოკვლა შეუძლია. ძველად, ადგილობრივი ტომები ამ ბაყაყების შხამს ისრებს უსვამდნენ და საკუთარ სამიზნეს ერთგვარ სასიკვდილო ინექციას უკეთებდნენ.

გველი ტაიპანი

ტაიპანს შხამის რაოდენობის გამო, სასტიკ გველსაც უწოდებენ. მის ერთ ნაკბენში იმდენი შხამია, რომ 100 ადამიანი მოკვლა შეუძლია. მისი შხამი ძალიან ტოქსიკურია, 200-300-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი კობრის. მის შხამს 45 წუთში შეუძლია სრულიად ჯანმრთელი ადამიანი მოკლას. თუმცა, მეცნიერებმა გამოიგონეს ანტიდოტი, რომელსაც შხამის უგულებელყოფა შეუძლია. გარდა ამისა, თვითონ გველი საკმაოდ მშიშარაა, როგორც კი რაიმე საფრთხეს იგრძნობს, მაშინვე იმალება. ამის გამო, ადამიანისთვის ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენს. მისი გავრცელების არეალი ავსტრალიაა.

მორიელი ლეირუსი

იცოდით, რომ მორიელების უმეტესობა ადამიანებისთვის საშიში არ არის?

საქმე ის არის, რომ ნაკბენების უმეტესობა მხოლოდ ტკივილის შეგრძნებასა და შესიებას იწვევს. თუმცა, არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად, მორიელი სახელად ლეირუსი - იმის გამო, რომ მისი შხამი სხვადასხვა ნეიროტოქსინებისგან შედგება, იგი გაუსაძლის ტკივილებს იწვევს, რომელსაც ციებ-ცხელება, კომა, კონვულსია, პარალიჩი, ხოლო ბოლოს სიკვდილი მოსდევს. მორიელის ეს ჯიში გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

სამეფო კობრა

ყველაზე გრძელ შხამიან გველად სამეფო კობრა მიიჩნევა. მისმა სიგრძემ შესაძლოა 5,6 მეტრის სიგრძეს მიაღწიოს. სამეფო კობრის შხამი იმდენად ტოქსიკურია, რომ სამ საათში მოზრდილი სპილოს მოკვლა შეუძლია, რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანზე. მართალია, გველებს შორის მასზე უფრო შხამიანებიც არსებობენ, მაგრამ კობრის ამ სახეობას შხამის ყველაზე დიდი რაოდენობის გამოყოფა შეუძლია, რის გამოც იგი დანარჩენ გველებს შორის ლიდერობს. სამეფო კობრა სამხრეთ-დასავლეთის გაუვალ ტყეებსა და სამხრეთ აფრიკაში ბინადრობს.

კუბომედუზა

ყველაზე შხამიანი ცხოველების ჩამონათვალში, საპატიო პირველ ადგილს ე.წ. კუბომედუზა იკავებს. ასეთი სახელწოდება მან სხეულის კუბური ფორმის გამო მიიღო. ამ ერთი შეხედვით, ძალიან სიმპათიურმა არსებამ უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში 6 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შხამი, რომელსაც მედუზა ფლობს, დედამიწის ზურგზე ყველაზე სახიფათოდ ითვლება. მას შუძლია მსხვერპლის ნერვული სისტემის, კანის უჯრედების და გულის დაზიანება.

თუმცა, ყველაზე საშინელი ის არის, რომ მედუზის შხამს ისეთი დიდი ტკივილი მოაქვს, რომ მსხვერპლი შოკური მდგომარეობის გამო იძირება ან უბრალოდ გული უჩერდება. იმისათვის, რომ მსხვერპლს გადარჩენის შანსი ჰქონდეს, აუცილებელია იარის სასწრაფო დამუშავება ძმრით. მედუზა ავსტრალიისა და აზიის წყლებში გვხვდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს