პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ყველაზე პოპულარული დიეტა, რომლებსაც ქართველი ''სელებრითები'' იცავენ
3 ყველაზე პოპულარული დიეტა, რომლებსაც ქართველი ''სელებრითები'' იცავენ

"რო­გორ და­ი­კე­ლი?" "რა გამ­ხდა­რი ხარ?" "აუ, შენ კი­დევ მო­ი­მა­ტე?" - ამ ფრა­ზებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­ჯო­ბა­სა­ვით ყო­ველ­დღი­უ­რად ეუბ­ნე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. არა­და, და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია, ქა­ლებს რო­გორც ასაკს, ასე­ვე წო­ნას არ ეკი­თხე­ბი­ან, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ამა­შიც გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი ვართ. ალ­ბათ, წო­ნა­ზე ამ­დე­ნი ლა­პა­რა­კით ქარ­თვე­ლი "სე­ლებ­რი­თე­ბიც" და­ი­ღალ­ნენ და ახლა უკვე ღიად წე­რენ, ვინ რა დი­ე­ტას იცავს და კვი­რა­ში რამ­დენ კი­ლოს იკ­ლე­ბენ, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­დამ­კი­დე, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლოდ 5 კი­ლოგ­რამს უმა­ტებს ადა­მი­ანს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მათ დაკ­ლე­ბულ კი­ლოგ­რა­მებს ვერ ვამ­ჩნევთ.

მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ მო­მა­ტე­ბულ კი­ლოგ­რა­მებს, უკვე წლე­ბია, ჯი­უ­ტად ებ­რძვის ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი. წო­ნას­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა ინგა გრი­გო­ლია, მაგ­რამ ხან­და­ხან დი­ე­ტის ხა­სი­ათ­ზე ისევ დგე­ბა. სას­წა­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა დი­ე­ტის შემ­დეგ მა­რი­ტა როხ­ვა­ძე, ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს ებ­რძვის თიკა ჯამ­ბუ­რია. მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­მა კი ერთ-ერთი დი­ე­ტო­ლო­გის რჩე­ვით, 12 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო.

მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ ერთ დროს პო­პუ­ლა­რულ "უგუ­ლა­ვას დი­ე­ტას", რო­მელ­საც მა­შინ­დე­ლი ქა­ლა­ქის მერი – გიგი უგუ­ლა­ვა იცავ­და. დი­ე­ტას შე­დე­გი ნამ­დვი­ლად ჰქონ­და, თუმ­ცა ტა­ნის და­თხე­ლე­ბას­თან ერ­თად, სა­ფუ­ლე­საც კარ­გად ათხე­ლებ­და, რად­გან ყვე­ლი, რო­მე­ლიც ამ დი­ე­ტის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ინ­გრე­დი­ენ­ტია, საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს.

შემ­დეგ იყო ნინო სურ­გუ­ლა­ძის ქა­ტოს დი­ე­ტა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მომ­ხიბ­ვლელ­მა ოპე­რის მომ­ღე­რალ­მა პირ­ვე­ლად ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში მოყ­ვა. მე­ო­რე დღეს მთე­ლი თბი­ლი­სი ქა­ტოს სა­ყიდ­ლად გა­ე­შუ­რა. ქა­ტოს ჭამა და­ი­წყო ყვე­ლამ, რის შემ­დე­გაც ექი­მე­ბი და სურ­გუ­ლა­ძე ერ­თდრო­უ­ლად შეშ­ფოთ­დნენ. ჯერ მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებ­მა გა­ა­კე­თეს სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ მათ­თვის, ვი­საც კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებ­და, და­უშ­ვე­ბე­ლი იყო ქა­ტოს მი­ღე­ბა. სურ­გუ­ლა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ის სხვა სა­ხის ქა­ტოს მი­ირ­თმევ­და, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ იყი­დე­ბო­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

3 ყველაზე პოპულარული დიეტა, რომლებსაც ქართველი ''სელებრითები'' იცავენ

3 ყველაზე პოპულარული დიეტა, რომლებსაც ქართველი ''სელებრითები'' იცავენ

''როგორ დაიკელი?'' ''რა გამხდარი ხარ?'' ''აუ, შენ კიდევ მოიმატე?'' - ამ ფრაზებს საქართველოში გამარჯობასავით ყოველდღიურად ეუბნებიან ერთმანეთს. არადა, დაუწერელი კანონია, ქალებს როგორც ასაკს, ასევე წონას არ ეკითხებიან, მაგრამ ქართველები ამაშიც გამონაკლისები ვართ. ალბათ, წონაზე ამდენი ლაპარაკით ქართველი ''სელებრითებიც'' დაიღალნენ და ახლა უკვე ღიად წერენ, ვინ რა დიეტას იცავს და კვირაში რამდენ კილოს იკლებენ, მაგრამ ტელევიზიის გადამკიდე, რომელიც საშუალოდ 5 კილოგრამს უმატებს ადამიანს, ხშირ შემთხვევაში მათ დაკლებულ კილოგრამებს ვერ ვამჩნევთ.

მეორე შვილის გაჩენის შემდეგ მომატებულ კილოგრამებს, უკვე წლებია, ჯიუტად ებრძვის ნანუკა ჟორჟოლიანი. წონასთან ბრძოლაში დამარცხდა ინგა გრიგოლია, მაგრამ ხანდახან დიეტის ხასიათზე ისევ დგება. სასწაულად გამოიყურება დიეტის შემდეგ მარიტა როხვაძე, ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის თიკა ჯამბურია. მარიამ როინიშვილმა კი ერთ-ერთი დიეტოლოგის რჩევით, 12 კილოგრამი დაიკლო.

მკითხველს შევახსენებთ ერთ დროს პოპულარულ ''უგულავას დიეტას'', რომელსაც მაშინდელი ქალაქის მერი – გიგი უგულავა იცავდა. დიეტას შედეგი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ტანის დათხელებასთან ერთად, საფულესაც კარგად ათხელებდა, რადგან ყველი, რომელიც ამ დიეტის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია, საკმაოდ ძვირი ღირს.

შემდეგ იყო ნინო სურგულაძის ქატოს დიეტა, რომლის შესახებაც მომხიბვლელმა ოპერის მომღერალმა პირველად ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში მოყვა. მეორე დღეს მთელი თბილისი ქატოს საყიდლად გაეშურა. ქატოს ჭამა დაიწყო ყველამ, რის შემდეგაც ექიმები და სურგულაძე ერთდროულად შეშფოთდნენ. ჯერ მედიცინის მუშაკებმა გააკეთეს სპეციალური განცხადება, რომ მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებდა, დაუშვებელი იყო ქატოს მიღება. სურგულაძემ განმარტა, რომ ის სხვა სახის ქატოს მიირთმევდა, რომელიც საზღვარგარეთ იყიდებოდა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება