მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნები
ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნები

შეგ­ვიძ­ლია უსას­რუ­ლოდ ვი­კა­მა­თოთ, რო­მე­ლია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი წიგ­ნი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა თქმა უნდა, ყვე­ლას სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა აქვს. გარ­და ამი­სა, არ არ­სე­ბობს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც წიგ­ნის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბის დად­გე­ნა მო­ხერ­ხდე­ბო­და. წარ­მო­გიდ­გენთ წიგ­ნე­ბის სიას, რო­მელ­თა ეგ­ზემპლა­რე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ყი­დუ­ლა.

სა­პა­ტიო პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქი­სა და ყვე­ლა დრო­ის პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის, ჩარლზ დი­კენ­სის წიგნ­მა "ზღა­პა­რი ორი ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ" და­ი­კა­ვა. წიგ­ნი პირ­ვე­ლად 1859 წელს გა­მო­ი­ცა ინ­გლი­სურ ენა­ზე. ამ დრო­ის­თვის მისი 200 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი. "ზღა­პა­რი ორი ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ" საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

მე­ო­რე ად­გილ­ზე, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი­სა და მწერ­ლის ჯონ რო­ნალდ რუელ ტოლ­კი­ნის, ფენ­ტე­ზის ჟან­რის რო­მა­ნი "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი" გა­ვი­და. წიგ­ნის დიდი ნა­წი­ლი 1937-1949 წლებ­ში და­ი­წე­რა და მისი შექ­მნა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი" პირ­ვე­ლად 1954 წლის 29 ივ­ლისს გა­მო­ი­ცა. ით­ვლე­ბა, რომ ამ წიგნ­მა ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე ფენ­ტე­ზის ჟანრ­ზე. ტოლ­კი­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის გავ­ლე­ნა იმ­დე­ნად დი­დია, რომ სი­ტყვე­ბი ტოლ­კი­ნუ­რი და ტოლ­კი­ნის­ტუ­რი შე­ტა­ნი­ლია ოქსფორ­დის ინ­გლი­სუ­რის ლექ­სი­კონ­ში. ამ­ჟა­მად, წიგ­ნის 150 მი­ლი­ო­ნი ას­ლია გა­ყი­დუ­ლი.

მე­სა­მე ად­გი­ლი ფრან­გი მწერ­ლის, ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის წიგნ­მა "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" და­ი­კა­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ წიგ­ნი პირ­ვე­ლად 1943 წელს ნიუ-იორკში, ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი და მრა­ვალ ენა­ზე ნა­თარ­გმნი ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნია. იგი თარ­გმნი­ლია 250-ზე მეტ ენა­სა და დი­ა­ლექ­ტზე, მათ შო­რის ბრა­ილ­ზეც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგნ­ში არ­სე­ბუ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნო­ვე­ლა­ზე არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია, თვით ეგ­ზი­უ­პე­რის მიერ იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ნა­წარ­მო­ე­ბის ორ­გა­ნულ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. "მხო­ლოდ გული ხე­დავს კარ­გად, თვალს არ ძა­ლუძს და­ი­ნა­ხოს ის, რაც მთა­ვა­რია და არ­სე­ბი­თი", - გვახ­სე­ნებს მწე­რა­ლი. ამ დრო­ის­თვის წიგ­ნის 140 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი.

1997 წლის 30 ივ­ლისს, ჯოან რო­უ­ლინ­გის ჰარი პო­ტერ­ზე და­წე­რი­ლი რო­მა­ნი გა­მო­ი­ცა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნია. წიგ­ნი ბი­ჭუ­ნას თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში მოხ­ვდე­ბა. ავ­ტო­რის თქმით, ის­ტო­რი­ის და­წე­რის იდეა მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბის დროს გა­უჩ­ნდა. ამ დრო­ის­თვის, ჰარი პო­ტე­რი­სა და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ქვის 107 მი­ლი­ო­ნი წიგ­ნია გა­ყი­დუ­ლი.

ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის სი­ა­ში, მე­ხუ­თე ად­გილ­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი დე­ტექ­ტი­ვი - აგა­თა კრის­ტის რო­მა­ნი "10 პა­ტა­რა ზან­გი" გა­ვი­და. წიგ­ნი 1939 წელს გა­მო­ი­ცა და ამ დრომ­დე, მისი 100 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი. მო­თხრო­ბა ათ, ერ­თმა­ნეთ­თან არაფ­რით და­კავ­ში­რე­ბულ ადა­მი­ან­ზე მოგ­ვი­თხრობს, რომ­ლე­ბიც კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე მდიდ­რულ სახ­ლში მოხ­ვდნენ. ვინ გა­უგ­ზავ­ნა მათ სა­ი­დუმ­ლო მოწ­ვე­ვა? ვინ და რა­ტომ კლავს მათ ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით? თა­ნაც ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დე­ბით. და რა კავ­ში­რი აქვს ამ ყვე­ლა­ფერს მხი­ა­რულ სა­ბავ­შვო ლექსთან?

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნები

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნები

შეგვიძლია უსასრულოდ ვიკამათოთ, რომელია მსოფლიოში ყველაზე კარგი წიგნი. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე კონკრეტული კრიტერიუმი, რომლის დახმარებითაც წიგნის ავ-კარგიანობის დადგენა მოხერხდებოდა. წარმოგიდგენთ წიგნების სიას, რომელთა ეგზემპლარებიც მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდულა.

საპატიო პირველი ადგილი, ვიქტორიანული ეპოქისა და ყველა დროის პოპულარული ინგლისელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის წიგნმა "ზღაპარი ორი ქალაქის შესახებ" დაიკავა. წიგნი პირველად 1859 წელს გამოიცა ინგლისურ ენაზე. ამ დროისთვის მისი 200 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. "ზღაპარი ორი ქალაქის შესახებ" საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში მომხდარი ამბების შესახებ მოგვითხრობს.

მეორე ადგილზე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორისა და მწერლის ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის, ფენტეზის ჟანრის რომანი "ბეჭდების მბრძანებელი" გავიდა. წიგნის დიდი ნაწილი 1937-1949 წლებში დაიწერა და მისი შექმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. "ბეჭდების მბრძანებელი" პირველად 1954 წლის 29 ივლისს გამოიცა. ითვლება, რომ ამ წიგნმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ფენტეზის ჟანრზე. ტოლკინის შემოქმედების გავლენა იმდენად დიდია, რომ სიტყვები ტოლკინური და ტოლკინისტური შეტანილია ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონში. ამჟამად, წიგნის 150 მილიონი ასლია გაყიდული.

მესამე ადგილი ფრანგი მწერლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის წიგნმა "პატარა უფლისწული" დაიკავა. საინტერესოა, რომ წიგნი პირველად 1943 წელს ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და მრავალ ენაზე ნათარგმნი ფრანგულენოვანი წიგნია. იგი თარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე, მათ შორის ბრაილზეც. აღსანიშნავია, რომ წიგნში არსებული ილუსტრაციები, რომლებიც ნოველაზე არანაკლებ პოპულარულია, თვით ეგზიუპერის მიერ იყო შესრულებული და ნაწარმოების ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. "მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი", - გვახსენებს მწერალი. ამ დროისთვის წიგნის 140 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

1997 წლის 30 ივლისს, ჯოან როულინგის ჰარი პოტერზე დაწერილი რომანი გამოიცა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია. წიგნი ბიჭუნას თავგადასავლებზე მოგვითხრობს, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში მოხვდება. ავტორის თქმით, ისტორიის დაწერის იდეა მატარებლით მგზავრობის დროს გაუჩნდა. ამ დროისთვის, ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის 107 მილიონი წიგნია გაყიდული.

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაში, მეხუთე ადგილზე ბრიტანული დეტექტივი - აგათა კრისტის რომანი "10 პატარა ზანგი" გავიდა. წიგნი 1939 წელს გამოიცა და ამ დრომდე, მისი 100 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. მოთხრობა ათ, ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებულ ადამიანზე მოგვითხრობს, რომლებიც კუნძულზე მდებარე მდიდრულ სახლში მოხვდნენ. ვინ გაუგზავნა მათ საიდუმლო მოწვევა? ვინ და რატომ კლავს მათ ერთი მეორის მიყოლებით? თანაც ყველაზე უჩვეულო მეთოდებით. და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მხიარულ საბავშვო ლექსთან?

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს