პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამთავრობო ბეიბი ბუმი"
"სამთავრობო ბეიბი ბუმი"

2014 წლის ივ­ლის­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კი­დევ ერთი შვი­ლის მამა გახ­დე­ბო­და. პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა ფეხ­მძი­მე­დაა და პა­ტა­რა სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვარ­ში მო­ევ­ლი­ნე­ბა ქვე­ყა­ნას. ეს წყვი­ლის პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლია. მაკა ჩი­ჩუ­ა­საც და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­საც თითო-თითო შვი­ლი ჰყავთ წინა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან.

ცოტა ხნის წინ მაკა ჩი­ჩუა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "დღის შოუს" სტუმ­რობ­და. ორ­სულ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ აღ­ნიშ­ნა, რომ მას რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბას დუ­შეთ­ში, ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია. ჩი­ჩუ­ას თქმით, ის პა­ტა­რას გაზ­რდას დუ­შეთ­ში აპი­რებს. ამი­ტომ ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რის­თვის ოთა­ხი საჩ­ქა­როდ მო­ა­წყვეს.

"სიყ­ვა­რუ­ლი და ლტოლ­ვა მი­წის, ბუ­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ ბავ­შვო­ბი­დან მაქვს. გა­მი­მარ­თლა, რომ გი­ორ­გი აღ­მოჩ­ნდა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გიჟ­დე­ბა დუ­შეთ­ზე. თა­ვის ხე­ლით აქვს აწყო­ბი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. პა­ტა­რა სახ­ლია და იქ გა­ვა­კე­თეთ ბავ­შვის­თვის ოთა­ხი. ბავ­შვი გა­იზ­რდე­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე, იქ­ნე­ბა ცხო­ვე­ლებ­თან და ფრინ­ვე­ლებ­თან, იქ­ნე­ბა მა­უ­გლი... არ გვქონ­და იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხი ბავ­შვის­თვის და ახლა ჩქარ-ჩქა­რა გა­ვა­კე­თეთ ბავ­შვის ოთა­ხი. პა­ტა­რას ოთახს უზარ­მა­ზა­რი ფან­ჯა­რა აქვს, რომ­ლი­და­ნაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­დია, - მთე­ლი დუ­შე­თი ჩანს".

***

ფეხ­მძი­მე­დაა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეც. ისი­ნი მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბი­ან. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მე­ხუ­თე წევ­რი ოჯახს 3 თვე­ში შე­ე­მა­ტე­ბა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი მე­სა­მე ბი­ჭის მშობ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. ბავ­შვის სა­ხელ­ზე ოჯახ­ში ჯერ ისევ ფიქ­რო­ბენ.

პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლე ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მეა და თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს.

***

თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია და მისი მე­უღ­ლე, თინა თი­ნი­კაშ­ვი­ლი კი­დევ ერთი "სამ­თავ­რო­ბო წყვი­ლია", რო­მე­ლიც ახალ, 2015 წელს ბედ­ნი­ერ მოვ­ლე­ნას - შვილს ელო­დე­ბა. ისი­ნი არ ამ­ბო­ბენ ბავ­შვის სქესს. და­ვით ნარ­მა­ნია მე­სა­მე­ჯერ მამა იან­ვრის მი­წუ­რულს გახ­დე­ბა. მას უკვე ჰყავს ორი ვაჟი - კოკო და ილია-დე­ნი­სი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წყვილ­მა მე­ო­რე ბიჭს ილია-დე­ნი­სი პატ­რი­არ­ქის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"სამთავრობო ბეიბი ბუმი"

"სამთავრობო ბეიბი ბუმი"

2014 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთი შვილის მამა გახდებოდა. პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ფეხმძიმედაა და პატარა სავარაუდოდ, იანვარში მოევლინება ქვეყანას. ეს წყვილის პირველი საერთო შვილია. მაკა ჩიჩუასაც და გიორგი მარგველაშვილსაც თითო-თითო შვილი ჰყავთ წინა ურთიერთობებიდან.

ცოტა ხნის წინ მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია "იმედის" "დღის შოუს" სტუმრობდა. ორსულმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მას რეზიდენციაში ცხოვრებას დუშეთში, ბუნებაში ყოფნა ურჩევნია. ჩიჩუას თქმით, ის პატარას გაზრდას დუშეთში აპირებს. ამიტომ ოჯახის ახალი წევრისთვის ოთახი საჩქაროდ მოაწყვეს.

"სიყვარული და ლტოლვა მიწის, ბუნებისა და ცხოველების მიმართ ბავშვობიდან მაქვს. გამიმართლა, რომ გიორგი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც გიჟდება დუშეთზე. თავის ხელით აქვს აწყობილი ყველაფერი. პატარა სახლია და იქ გავაკეთეთ ბავშვისთვის ოთახი. ბავშვი გაიზრდება სუფთა ჰაერზე, იქნება ცხოველებთან და ფრინველებთან, იქნება მაუგლი... არ გვქონდა იზოლირებული ოთახი ბავშვისთვის და ახლა ჩქარ-ჩქარა გავაკეთეთ ბავშვის ოთახი. პატარას ოთახს უზარმაზარი ფანჯარა აქვს, რომლიდანაც არაჩვეულებრივი ხედია, - მთელი დუშეთი ჩანს".

***

ფეხმძიმედაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეც. ისინი მესამე შვილს ელოდებიან. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეხუთე წევრი ოჯახს 3 თვეში შეემატება.

ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი მესამე ბიჭის მშობლები გახდებიან. ბავშვის სახელზე ოჯახში ჯერ ისევ ფიქრობენ.

პრემიერის მეუღლე ექვსი თვის ფეხმძიმეა და თავს შესანიშნავად გრძნობს.

***

თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მეუღლე, თინა თინიკაშვილი კიდევ ერთი "სამთავრობო წყვილია", რომელიც ახალ, 2015 წელს ბედნიერ მოვლენას - შვილს ელოდება. ისინი არ ამბობენ ბავშვის სქესს. დავით ნარმანია მესამეჯერ მამა იანვრის მიწურულს გახდება. მას უკვე ჰყავს ორი ვაჟი - კოკო და ილია-დენისი. აღსანიშნავია, რომ წყვილმა მეორე ბიჭს ილია-დენისი პატრიარქის პატივსაცემად დაარქვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია