Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მეძავ ქალს ორმა მამაკაცმა პოლიციაში უჩივლა
მეძავ ქალს ორმა მამაკაცმა პოლიციაში უჩივლა

ალ­ბათ, ბევ­რჯერ მო­გიკ­რავთ თვა­ლი ცირ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვაგ­ზალ­ზე ან სხვა ად­გი­ლებ­ში მა­მა­კა­ცე­ბის მომ­ლო­დი­ნე მე­ძა­ვი ქა­ლე­ბის­თვის.

კლი­ენ­ტსა და მე­ძავს შო­რის გა­რი­გე­ბა პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ხდე­ბა, შემ­დეგ კი ისი­ნი სას­ტუმ­რო­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ან აბა­ნო­ში მი­დი­ან. ამას წი­ნათ, ორ­თა­ჭა­ლის აბა­ნოს ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მე­ლიც ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს, შე­მომ­ჩივ­ლა:

- ბოლო დროს აბა­ნო­ში მე­ძა­ვი ქა­ლე­ბის რი­ცხვმა საგ­რძნობ­ლად იკლო. ეტყო­ბა, მა­თაც მი­ად­გა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობ? - ჩა­ვე­ძიე.

- თურ­მე, მა­თაც სთხო­ვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას; ხში­რად აკა­ვე­ბენ, აჯა­რი­მე­ბენ და ბი­უ­ჯეტ­ში ფუ­ლის შე­ტა­ნას ასე აი­ძუ­ლე­ბენ. ჰოდა, თვალ­ში სა­ცემ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნას ამი­ტო­მაც ერი­დე­ბი­ან.

ჩემი მე­ზობ­ლის ნათ­ქვა­მი სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ პი­რა­დად მე, მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, მე­ძა­ვე­ბის და­კა­ვე­ბი­სას რას წერს პო­ლი­ცია და­ჯა­რი­მე­ბის ოქ­მში? ამის და­ზუს­ტე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვეც­დე­ბი, ახლა კი მე­ძა­ვი ქა­ლის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ...

მე­ძა­ვის და­ქი­რა­ვე­ბი­სას კა­ცებს მეტი სიფრ­თხი­ლე რომ მარ­თებთ, ეს ცხა­დია. ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, მა­მა­კაც­მა მე­ძავ ქალ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ ჯი­ბე­ში თეთ­რიც აღარ უდევს; ან შე­იძ­ლე­ბა, ქალ­მა მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ფული წი­ნას­წარ აი­ღოს, მაგ­რამ მა­მა­კაცს და­ნა­პი­რე­ბი არ შე­უს­რუ­ლოს. კა­ცე­ბის ამ გზით მო­ტყუ­ე­ბის­თვის ძა­ლოვ­ნებ­მა 2 წლის წინ, 20 წლის ქალი და­ა­კა­ვეს. რო­გორც ჩანს, მან კა­ცე­ბი იმ­დე­ნად გა­აბ­რა­ზა, რომ მათ არც ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბის და არც ცო­ლე­ბის შერ­ცხვათ (ორი­ვე მომ­ჩი­ვა­ნი ცოლ­შვი­ლი­ა­ნი იყო), მე­ძავს სა­სა­მარ­თლო­შიც კი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მა­შინ სა­სა­მარ­თლომ ეს საქ­მე ღია სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, ქალს - ერთი წელი თაღ­ლი­თო­ბის­თვის, ხოლო 3 წელი ქურ­დო­ბის­თვის მი­უ­სა­ჯა.

საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის თა­ნახ­მად, 2006 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 23 სა­ათ­ზე გიამ ინგა (ვი­ნა­ი­დან საქ­მე ინ­ტი­მურ დე­ტა­ლებს ეხე­ბა, გან­სას­ჯე­ლი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლია) თბი­ლის­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის პირ­ველ სარ­თულ­ზე გა­იც­ნო და 60 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა. მე­ძა­ვის თან­ხმო­ბის შემ­დეგ ისი­ნი სას­ტუმ­რო "კოლ­ხეთ­ში" მი­ვიდ­ნენ. ქალ­მა კლი­ენტს შე­პი­რე­ბუ­ლი თან­ხა წი­ნას­წარ მოს­თხო­ვა. ვი­ნა­ი­დან მა­მა­კაცს 100-ლა­რი­ა­ნი კუ­პი­უ­რა ჰქონ­და, ინ­გამ შეს­თა­ვა­ზა, - და­ვა­ხურ­და­ვებ და მალე ამო­ვა­ლო, მაგ­რამ ფული წა­ი­ღო და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა... ინგა მსგავს მე­თოდს ხში­რად იყე­ნებ­და თუ არა, უც­ნო­ბია; შე­საძ­ლოა, მა­მა­კა­ცე­ბი ამას არც ახ­მა­უ­რებ­დნენ, მაგ­რამ 2008 წელს კი­დევ ერთი კაცი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ქალს უჩივ­ლა. საქ­მის მი­ხედ­ვით, 20 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით პირ­ველ სა­ათ­ზე ინ­გამ ვაგ­ზლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზურა გა­იც­ნო და მათ შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა. ისი­ნი სას­ტუმ­რო­ში წა­ვიდ­ნენ. სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ, ქალ­მა კლი­ენტს შარ­ვა­ლის მარ­ჯვე­ნა ჯი­ბი­დან ტყა­ვის სა­ფუ­ლე ამო­ა­ცა­ლა და გა­ი­პა­რა... ამ­ჯე­რად ინ­გას არ გა­უ­მარ­თლა - ფაქ­ტი­დან ერთ კვი­რა­ში პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. მე­ძა­ვი და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ამო­იც­ნო და ამ­ხი­ლა, პო­ლი­ცი­ამ კი ორი წლის წინ აღ­ძრუ­ლი, თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი კი­დევ ერთი საქ­მე გა­იხ­სე­ნა და ქალი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ამ ორი ბრალ­დე­ბით წარ­დგა.

გიას ჩვე­ნე­ბი­დან (სტი­ლი და­ცუ­ლია):

"ხელ­ფა­სი ავი­ღე და რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თის ასა­ღე­ბად წა­ვე­დი. სო­ფელ­ში, ცოლ-შვილ­თან მივ­დი­ო­დი. ბი­ლე­თი ავი­ღე, მა­ტა­რე­ბე­ლი გვი­ან გა­დი­ო­და და ამი­ტომ ვაგ­ზალ­ზე გა­ვი­არ-გა­მო­ვი­ა­რე. ამ დროს და­ბა­ლი, გამ­ხდა­რი გოგო გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­საც სექ­სი შევ­თა­ვა­ზე. 60 ლარი მომ­თხო­ვა, შევ­თან­ხმდით და სას­ტუმ­რო "კოლ­ხე­თის­კენ" წა­ვე­დით. შე­ნო­ბა­ში შეს­ვლამ­დე ქალ­მა მი­თხრა, - ფული წი­ნას­წარ უნდა გა­და­მი­ხა­დოო. 100-ლა­რი­ა­ნი მქონ­და, სხვა რა გზა იყო, ფული მი­ვე­ცი და ვუ­თხა­რი, - და­ა­ხურ­და­ვე და ხურ­და უკან მო­მი­ტა­ნე-მეთ­ქი. მე სას­ტუმ­რო­ში შე­ვე­დი და იქ ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ წა­ვი­და და წა­ვი­და. მას ვენ­დე და უკან იმი­ტომ არ გავ­ყე­ვი, მაგ­რამ როცა ვე­ღარ ვი­პო­ვე, პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თე".

ზუ­რას ჩვე­ნე­ბი­დან (სტი­ლი და­ცუ­ლია): გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მეძავ ქალს ორმა მამაკაცმა პოლიციაში უჩივლა

მეძავ ქალს ორმა მამაკაცმა პოლიციაში უჩივლა

ალბათ, ბევრჯერ მოგიკრავთ თვალი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაგზალზე ან სხვა ადგილებში მამაკაცების მომლოდინე მეძავი ქალებისთვის.

კლიენტსა და მეძავს შორის გარიგება პირდაპირ ქუჩაში ხდება, შემდეგ კი ისინი სასტუმროში, ნაქირავებ ბინაში ან აბანოში მიდიან. ამას წინათ, ორთაჭალის აბანოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობს, შემომჩივლა:

- ბოლო დროს აბანოში მეძავი ქალების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ეტყობა, მათაც მიადგა ხელისუფლება.

- რას გულისხმობ? - ჩავეძიე.

- თურმე, მათაც სთხოვენ ოფიციალური გადასახადის გადახდას; ხშირად აკავებენ, აჯარიმებენ და ბიუჯეტში ფულის შეტანას ასე აიძულებენ. ჰოდა, თვალში საცემ ადგილებში გამოჩენას ამიტომაც ერიდებიან.

ჩემი მეზობლის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ პირადად მე, მართლა მაინტერესებს, მეძავების დაკავებისას რას წერს პოლიცია დაჯარიმების ოქმში? ამის დაზუსტებას მოგვიანებით შევეცდები, ახლა კი მეძავი ქალის მახეში გაბმული მამაკაცების შესახებ გიამბობთ...

მეძავის დაქირავებისას კაცებს მეტი სიფრთხილე რომ მართებთ, ეს ცხადია. ბოლოს და ბოლოს, გადამდებ დაავადებებს თავი რომ დავანებოთ, არც ისაა გამორიცხული, მამაკაცმა მეძავ ქალთან დაშორების შემდეგ აღმოაჩინოს, რომ ჯიბეში თეთრიც აღარ უდევს; ან შეიძლება, ქალმა მომსახურებისთვის ფული წინასწარ აიღოს, მაგრამ მამაკაცს დანაპირები არ შეუსრულოს. კაცების ამ გზით მოტყუებისთვის ძალოვნებმა 2 წლის წინ, 20 წლის ქალი დააკავეს. როგორც ჩანს, მან კაცები იმდენად გააბრაზა, რომ მათ არც ფაქტის გახმაურების და არც ცოლების შერცხვათ (ორივე მომჩივანი ცოლშვილიანი იყო), მეძავს სასამართლოშიც კი დაუპირისპირდნენ. მაშინ სასამართლომ ეს საქმე ღია სხდომაზე განიხილა და საბოლოოდ, ქალს - ერთი წელი თაღლითობისთვის, ხოლო 3 წელი ქურდობისთვის მიუსაჯა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2006 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 23 საათზე გიამ ინგა (ვინაიდან საქმე ინტიმურ დეტალებს ეხება, განსასჯელისა და დაზარალებულების სახელები შეცვლილია) თბილისში, რკინიგზის სადგურის პირველ სართულზე გაიცნო და 60 ლარის სანაცვლოდ, სქესობრივი კავშირის დამყარება შესთავაზა. მეძავის თანხმობის შემდეგ ისინი სასტუმრო "კოლხეთში" მივიდნენ. ქალმა კლიენტს შეპირებული თანხა წინასწარ მოსთხოვა. ვინაიდან მამაკაცს 100-ლარიანი კუპიურა ჰქონდა, ინგამ შესთავაზა, - დავახურდავებ და მალე ამოვალო, მაგრამ ფული წაიღო და სასტუმროს ნომერში აღარ დაბრუნებულა... ინგა მსგავს მეთოდს ხშირად იყენებდა თუ არა, უცნობია; შესაძლოა, მამაკაცები ამას არც ახმაურებდნენ, მაგრამ 2008 წელს კიდევ ერთი კაცი გამოჩნდა, რომელმაც ქალს უჩივლა. საქმის მიხედვით, 20 აგვისტოს, დაახლოებით პირველ საათზე ინგამ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზურა გაიცნო და მათ შორის მოლაპარაკება შედგა. ისინი სასტუმროში წავიდნენ. სექსუალური მომსახურების შემდეგ, ქალმა კლიენტს შარვალის მარჯვენა ჯიბიდან ტყავის საფულე ამოაცალა და გაიპარა... ამჯერად ინგას არ გაუმართლა - ფაქტიდან ერთ კვირაში პოლიციამ დააკავა. მეძავი დაზარალებულმა მამაკაცმა ამოიცნო და ამხილა, პოლიციამ კი ორი წლის წინ აღძრული, თაროზე შემოდებული კიდევ ერთი საქმე გაიხსენა და ქალი სასამართლოს წინაშე ამ ორი ბრალდებით წარდგა.

გიას ჩვენებიდან (სტილი დაცულია):

"ხელფასი ავიღე და რკინიგზის სადგურზე მატარებლის ბილეთის ასაღებად წავედი. სოფელში, ცოლ-შვილთან მივდიოდი. ბილეთი ავიღე, მატარებელი გვიან გადიოდა და ამიტომ ვაგზალზე გავიარ-გამოვიარე. ამ დროს დაბალი, გამხდარი გოგო გავიცანი, რომელსაც სექსი შევთავაზე. 60 ლარი მომთხოვა, შევთანხმდით და სასტუმრო "კოლხეთისკენ" წავედით. შენობაში შესვლამდე ქალმა მითხრა, - ფული წინასწარ უნდა გადამიხადოო. 100-ლარიანი მქონდა, სხვა რა გზა იყო, ფული მივეცი და ვუთხარი, - დაახურდავე და ხურდა უკან მომიტანე-მეთქი. მე სასტუმროში შევედი და იქ ველოდებოდი, მაგრამ წავიდა და წავიდა. მას ვენდე და უკან იმიტომ არ გავყევი, მაგრამ როცა ვეღარ ვიპოვე, პოლიციას მივმართე".

ზურას ჩვენებიდან (სტილი დაცულია): განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ