მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დროისათვის ყველაზე განსხვავებული ქორწილი გვქონდა" - ავთანდილი
"იმ დროისათვის ყველაზე განსხვავებული ქორწილი გვქონდა" - ავთანდილი

დი­ზა­ი­ნე­რი ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. ავთო უკვე 9 წელ­ზე მე­ტია ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც მას ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია ჰყავს.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ფრაგ­მენტს, რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნერ­მა 2010 წელს ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" მის­ცა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ავ­თან­დი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილს იხ­სე­ნებს.

- სა­კუ­თარ ქორ­წილ­ზეც გვი­ამ­ბე...

- გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და იმავდრო­უ­ლად გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მქონ­და. ფე­ხით ჩა­მო­ვე­დით გრი­ბო­ე­დო­ვი­დან, ვა­რი­გებ­დით ტკბი­ლე­უ­ლო­ბას და პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თეთ, ლა­ღი­ძის წყლე­ბი დავ­ლი­ეთ. პა­ტი­ვი ვე­ცით ძველ ტრა­დი­ცი­ებს. გა­დავ­სხე­დით ძველ მან­ქა­ნებ­ში და წა­ვე­დით მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლში, იქ მო­ვა­წყვეთ კონ­ცერ­ტი, უპატ­რო­ნო ბავ­შვთა სახ­ლსაც ვეს­ტუმ­რეთ, რად­გან ყვე­ლა ბავ­შვი ოც­ნე­ბობს ლა­მა­ზკა­ბი­ა­ნი დე­დოფ­ლის ნახ­ვა­ზე. და­ვუ­რი­გეთ ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი. შემ­დეგ წა­ვე­დით რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლე­ში, იქ ეზო­ში გვქონ­და ფან­ტას­ტი­კუ­რი ცე­რე­მო­ნია ტკბი­ლე­უ­ლო­ბი­თა და შამ­პა­ნუ­რით, შემ­დეგ რეს­ტო­რან­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ - ის დღე ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბით დას­რულ­და. იმ დრო­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო და ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- ვისი ტა­ნი­სა­მო­სი გეც­ვათ?

- ორი­ვეს "ავ­თან­დი­ლი" გვეც­ვა. ეს იყო შემ­თხვე­ვა, როცა სი­ძეს წი­ნას­წარ ჰქონ­და ნა­ნა­ხი პა­ტარ­ძლის კაბა... ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში დე­დოფ­ლე­ბი მო­მა­ვალ მე­უღ­ლე­ებს თა­ვი­ანთ სა­ქორ­წი­ნო სა­მოსს არ აჩ­ვე­ნე­ბენ.

- გა­გი­ჭირ­და სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლი­სათ­ვის კა­ბის შექ­მნა?

- ძა­ლი­ან. ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­წი­ლი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. თან ხა­თუ­ნა ერთი თვით წა­სუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ ჩა­მო­ვი­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ნა­ხიც არ ჰქონ­და კაბა და ერთ კვი­რა­ში ქორ­წი­ლი გვქონ­და. არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ის იყო, რომ მე მეც­ვა თეთ­რი ტა­ნი­სა­მო­სი, ხა­თუ­ნას კაბა კი ორ ფერ­ში იყო გა­წყო­ბი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"იმ დროისათვის ყველაზე განსხვავებული ქორწილი გვქონდა" - ავთანდილი

"იმ დროისათვის ყველაზე განსხვავებული ქორწილი გვქონდა" - ავთანდილი

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ ქორწილში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ავთო უკვე 9 წელზე მეტია ხათუნა თოთლაძეზეა დაქორწინებული, რომელთანაც მას ერთი ქალიშვილი ანასტასია ჰყავს.

გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც დიზაინერმა 2010 წელს ჟურნალ "რეიტინგს" მისცა. ინტერვიუში ავთანდილი საკუთარ ქორწილს იხსენებს.

- საკუთარ ქორწილზეც გვიამბე...

- გახმაურებული და იმავდროულად გრანდიოზული ქორწილი მქონდა. ფეხით ჩამოვედით გრიბოედოვიდან, ვარიგებდით ტკბილეულობას და პირველი, რაც გავაკეთეთ, ლაღიძის წყლები დავლიეთ. პატივი ვეცით ძველ ტრადიციებს. გადავსხედით ძველ მანქანებში და წავედით მოხუცებულთა სახლში, იქ მოვაწყვეთ კონცერტი, უპატრონო ბავშვთა სახლსაც ვესტუმრეთ, რადგან ყველა ბავშვი ოცნებობს ლამაზკაბიანი დედოფლის ნახვაზე. დავურიგეთ ბევრი საჩუქარი. შემდეგ წავედით რიტუალების სასახლეში, იქ ეზოში გვქონდა ფანტასტიკური ცერემონია ტკბილეულობითა და შამპანურით, შემდეგ რესტორანში გადავინაცვლეთ - ის დღე ფეიერვერკებით დასრულდა. იმ დროისათვის ყველაზე განსხვავებული იყო და ეს ძალიან მიხარია.

- ვისი ტანისამოსი გეცვათ?

- ორივეს "ავთანდილი" გვეცვა. ეს იყო შემთხვევა, როცა სიძეს წინასწარ ჰქონდა ნანახი პატარძლის კაბა... ხშირ შემთხვევებში დედოფლები მომავალ მეუღლეებს თავიანთ საქორწინო სამოსს არ აჩვენებენ.

- გაგიჭირდა საკუთარი მეუღლისათვის კაბის შექმნა?

- ძალიან. ეს უნდა ყოფილიყო ჩემი შემოქმედების ნაწილი ჩემი საყვარელი ადამიანისთვის. თან ხათუნა ერთი თვით წასული იყო საქართველოდან, რომ ჩამოვიდა, ფაქტობრივად, ნანახიც არ ჰქონდა კაბა და ერთ კვირაში ქორწილი გვქონდა. არატრადიციული ის იყო, რომ მე მეცვა თეთრი ტანისამოსი, ხათუნას კაბა კი ორ ფერში იყო გაწყობილი.

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?