პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილი ნიცშეს წინააღმდეგ: ექსპრემიერი ადამიანზე წიგნს დაწერს
ივანიშვილი ნიცშეს წინააღმდეგ: ექსპრემიერი ადამიანზე წიგნს დაწერს

გა­და­ცე­მა "მშვი­დო­ბით, ია­რა­ღო" რამ­დე­ნი­მე დღე­ში "პირ­ვე­ლი არ­ხის" ეთერ­ში გავა. მისი წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბა ოლგა ბაბ­ლუ­ა­ნი. სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტმა მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა იმით მი­ი­პყრო, რომ პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

გა­და­ცე­მა­ში სა­უბ­რი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის წიგნს და­წერს და აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნის რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნიც­შეს არ ეთან­ხმე­ბა. ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ექ­სპრე­მი­ერ­მა კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ჯორჯ ორუ­ე­ლის "1984" ძა­ლი­ან შე­ე­სა­ტყვი­სე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კას.

"1984 ძა­ლი­ან შე­ე­სა­ტყვი­სე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კას. ხში­რად ვიხ­სე­ნებ­დი ცი­ტა­ტებს. Скотный двор, მე მგო­ნი, ცხო­ველ­თა ეზო როა, თუ ფერ­მა. ეს 1984-სგან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ორი­ვე ესა­და­გე­ბა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ჭკუ­ის მო­სახ­სე­ნებ­ლად კარ­გია. მახ­სოვს, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი იყო, და მას ხში­რად ვხვდე­ბო­დი, ჩემი მე­უღ­ლე მეხ­ვე­წე­ბო­და ხოლ­მე, ეს Скотный двор წა­უ­ღეო, ეს ფერ­მა წა­უ­ღეო, მა­გათ ასე­თი ნიშ­ნე­ბი ემ­ჩნე­ვა­თო და სხვა­თა შო­რის, მარ­თა­ლი გა­მოდ­გა.

სა­უ­ბე­დუ­როდ, მარკ ტვე­ნის "გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი" დღე­საც შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა ჩვენს პო­ლი­ტი­კას. ახლა ნიც­შეს ვკი­თხუ­ლობ, კრი­ტი­კას ვკი­თხუ­ლობ და მთლი­ა­ნად მის მოღ­ვა­წე­ო­ბას. მას ადა­მი­ან­ზე აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი და­წე­რი­ლი, რა­საც მე არ ვე­თან­ხმე­ბი, - მე წიგ­ნის და­წე­რას ვა­პი­რებ და რომ რამე არ ავი­ღო ზედ­მე­ტად მის­გან, ან არ გა­დამ­ცდეს", - ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

შე­გახ­სე­ნებთ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებ­სა და ხა­სი­ათ­ზე ანა­ლი­ტი­კუ­რი წიგ­ნის და­წე­რას რომ აპი­რებს, ამის შე­სა­ხებ ივა­ნიშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ 2012 წლის 5 აპ­რილს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. ექ­სპრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, მას ღრმად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ყოფა.

"ვფიქ­რობ, წიგ­ნი ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან მისი მთა­ვა­რი თე­მაა, თუ ვინ არის ადა­მი­ა­ნი და რა უდევს მის თი­თო­ე­ულ ქმე­დე­ბას სა­ფუძ­ვლად. სწო­რედ ამ სა­კი­თხებს მი­ე­ძღვნე­ბა ჩემი ნაშ­რო­მი, ვი­ნა­ი­დან კარ­გად მაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის რა­ო­ბა და მისი ყოფა", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივანიშვილი ნიცშეს წინააღმდეგ: ექსპრემიერი ადამიანზე წიგნს დაწერს

ივანიშვილი ნიცშეს წინააღმდეგ: ექსპრემიერი ადამიანზე წიგნს დაწერს

გადაცემა "მშვიდობით, იარაღო" რამდენიმე დღეში "პირველი არხის" ეთერში გავა. მისი წამყვანი იქნება ოლგა ბაბლუანი. სატელევიზიო პროექტმა მაყურებლის ყურადღება იმით მიიპყრო, რომ პირველი გადაცემის სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

გადაცემაში საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის წიგნს დაწერს და აღნიშნა, რომ ადამიანის რაობასთან დაკავშირებით ნიცშეს არ ეთანხმება. ამავე ინტერვიუში ექსპრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხატვრული ლიტერატურიდან ჯორჯ ორუელის "1984" ძალიან შეესატყვისებოდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას.

"1984 ძალიან შეესატყვისებოდა სააკაშვილის პოლიტიკას. ხშირად ვიხსენებდი ციტატებს. Скотный двор, მე მგონი, ცხოველთა ეზო როა, თუ ფერმა. ეს 1984-სგან განსხვავებულია, მაგრამ ორივე ესადაგება და პოლიტიკოსებისთვის ჭკუის მოსახსენებლად კარგია. მახსოვს, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, და მას ხშირად ვხვდებოდი, ჩემი მეუღლე მეხვეწებოდა ხოლმე, ეს Скотный двор წაუღეო, ეს ფერმა წაუღეო, მაგათ ასეთი ნიშნები ემჩნევათო და სხვათა შორის, მართალი გამოდგა.

საუბედუროდ, მარკ ტვენის "გუბერნატორის არჩევნები" დღესაც შეესატყვისება ჩვენს პოლიტიკას. ახლა ნიცშეს ვკითხულობ, კრიტიკას ვკითხულობ და მთლიანად მის მოღვაწეობას. მას ადამიანზე აქვს ძალიან ბევრი დაწერილი, რასაც მე არ ვეთანხმები, -  მე წიგნის დაწერას ვაპირებ და რომ რამე არ ავიღო ზედმეტად მისგან, ან არ გადამცდეს", - ამბობს ივანიშვილი.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი ადამიანურ თვისებებსა და ხასიათზე ანალიტიკური წიგნის დაწერას რომ აპირებს, ამის შესახებ ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წლის 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ექსპრემიერის განმარტებით, მას ღრმად აქვს გაცნობიერებული ადამიანური ყოფა.

"ვფიქრობ, წიგნი ყველასთვის საინტერესო იქნება, ვინაიდან მისი მთავარი თემაა, თუ ვინ არის ადამიანი და რა უდევს მის თითოეულ ქმედებას საფუძვლად. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნება ჩემი ნაშრომი, ვინაიდან კარგად მაქვს გაცნობიერებული ადამიანის რაობა და მისი ყოფა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები