პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვთაებრივი ქარი - სამშობლოსთვის შეწირული იაპონელი კამიკაძე პილოტები
ღვთაებრივი ქარი - სამშობლოსთვის შეწირული იაპონელი კამიკაძე პილოტები

დღეს სი­ტყვამ "კა­მი­კა­ძე" სა­ზო­გა­დო სა­ხე­ლი მი­ი­ღო. ასე უწო­დე­ბენ ყვე­ლა თვით­მკვლელ ტე­რო­რისტს. გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით კი - ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე არ ზრუ­ნა­ვენ. ნამ­დვი­ლი კა­მი­კა­ძე არც ტე­რო­რის­ტი და არც თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ექ­სტრე­მა­ლია. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ია­პო­ნი­ა­ში ამ სი­ტყვით სამ­ხედ­რო პი­ლო­ტებს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რომ­ლებ­მაც სი­ცო­ცხლის სამ­შობ­ლოს­თვის გა­წირ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

1944 წლის­თვის ია­პო­ნია არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა ამე­რი­კას კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უწევ­და. და­ნა­კარ­გე­ბი ნელი და არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ტემ­პე­ბით ივ­სე­ბო­და. არ იყო საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით თვითმფრი­ნა­ვე­ბი, საწ­ვა­ვი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პი­ლო­ტე­ბი.

1944 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ია­პო­ნე­ლებ­მა ფი­ლი­პი­ნე­ბის დაც­ვის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყეს. ძალ­თა ბა­ლან­სი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მხა­რეს იყო გა­დახ­რი­ლი. ამე­რი­კუ­ლი შე­ტე­ვის შე­სა­ჩე­რებ­ლად ია­პო­ნე­ლებ­მა დიდ ფლოტს, მათ შო­რის მსოფ­ლი­ო­ში უდი­დეს ორ სა­ხა­ზო ხო­მალდს - "ია­მა­ტო" და მუ­სა­სი" მო­უ­ყა­რეს თავი. მაგ­რამ ეს არ კმა­რო­და. ამე­რი­კე­ლე­ბის მრა­ვალ­ჯე­რა­დი უპი­რა­ტე­სო­ბა სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში ია­პო­ნურ ფლოტს სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბო­და.

ძალ­თა თა­ნა­ფარ­დო­ბის აღ­დგე­ნის­თვის ია­პო­ნე­ლე­ბი რა­დი­კა­ლურ ნა­ბიჯ­ზე - თვით­მკვლე­ლი პი­ლო­ტე­ბის ტაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე წა­ვიდ­ნენ. ბომ­ბე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო გე­მებს უნდა და­ჯა­ხე­ბოდ­ნენ. უმაღ­ლეს სამ­ხედ­რო დო­ნე­ზე შე­თან­ხმე­ბულ­მა იდე­ამ მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. პი­ლო­ტებს, რომ­ლებ­საც სამ­შობ­ლოს­თვის თავი უნდა გა­ე­წი­რათ, კა­მი­კა­ძე უწო­დეს. ია­პო­ნუ­რად ეს სი­ტყვა "ღვთა­ებ­რივ ქარს" ნიშ­ნავს. 1274 და 1281 წლებ­ში ამ სა­ხე­ლით ცნო­ბილ­მა ტა­ი­ფუნ­მა, ია­პო­ნი­ის ნა­პი­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი მონ­ღო­ლუ­რი ფლო­ტი პირ­წმინ­დად გა­ა­ნად­გუ­რა.

კა­მი­კა­ძე­ებ­ში მოხ­ვედ­რი­ლი პი­ლო­ტე­ბი და­მა­ტე­ბით სწავ­ლე­ბას არ სა­ჭი­რო­ებ­დნენ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მათი მომ­ზა­დე­ბის დონე სხვა პი­ლო­ტებ­ზე გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი იყო. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის შემ­ცი­რე­ბის­თვის, მათ არც სრო­ლას და არც ბომ­ბე­ბის ჩა­მოგ­დე­ბას ას­წავ­ლიდ­ნენ. კა­მი­კა­ძეს მხო­ლოდ - ზღვა­ში ამე­რი­კუ­ლი ხო­მალ­დის აღ­მო­ჩე­ნა და მას­ზე სა­კუ­თა­რი თვითმფრი­ნა­ვის და­ჯა­ხე­ბა ევა­ლე­ბო­და. ია­პო­ნუ­რი სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის აზ­რით, ამე­რი­კის შე­ჩე­რე­ბა მხო­ლოდ კა­მი­კა­ძე­ე­ბის მა­სი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბას შე­ეძ­ლო.

კა­მი­კა­ძე­ე­ბის პირ­ველ­მა შე­ტე­ვებ­მა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ამე­რი­კუ­ლი ხო­მალ­დე­ბის ეკი­პა­ჟე­ბის­თვის ია­პო­ნუ­რი ტაქ­ტი­კა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ომის ბო­ლომ­დე სა­ზღვაო ავი­ა­ცი­ამ 2525, სახ­მე­ლე­თომ კი - 1387 პი­ლო­ტი-კა­მი­კა­ძე მო­ამ­ზა­და. ია­პო­ნუ­რი ციფ­რე­ბით, თვით­მკვლელ­მა მფრი­ნა­ვებ­მა 81 ხო­მალ­დი ჩა­ძი­რეს და 195 - და­ა­ზი­ა­ნეს. ამე­რი­კუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს ციფ­რე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - 34 ჩა­ძი­რუ­ლი და 288 და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მა­ტე­რი­ა­ლურ ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას­თან ერ­თად, კა­მი­კა­ძე­ე­ბის მოქ­მე­დე­ბა ამე­რი­კელ მე­ზღვა­უ­რებ­ზე დიდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენ­და.

კა­მი­კა­ძე­ე­ბი ერ­თა­დერ­თი იყო, რა­შიც ია­პო­ნია დე­ფი­ციტს არ გა­ნიც­დი­და. მათი რა­ო­დე­ნო­ბა არ­სე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას 3-4-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და. XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ია­პო­ნი­ა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის აღ­ზრდა­ში იდე­ო­ლო­გი­ას დიდი ად­გი­ლი ეკა­ვა. მო­ზარ­დებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს, მის­თვის და იმ­პე­რა­ტო­რის­თვის თავ­და­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ბავ­შვო­ბი­დან უნერ­გავ­დნენ. აღ­ზრდის მსგავ­სი სის­ტე­მის სა­ფუძ­ვლე­ბი ია­პო­ნურ კულ­ტუ­რა­ში შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ბუ­სი­დოს კო­დექსსა და სა­მუ­რა­ე­ბის ცხოვ­რე­ბის წეს­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

და­ვა­ლე­ბა­ზე გაფ­რე­ნის წინ, კა­მი­კა­ძე­ე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ალ­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ის ერთი ჭიქა სა­კეს და­ლე­ვას და შუბ­ლზე ხა­ტი­მა­კის გა­კე­თე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. თეთ­რი ნაჭ­რის სახ­ვე­ვი ია­პო­ნე­ლებ­ში გან­ზრახ­ვის შე­უდ­რე­კე­ლო­ბის და საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბის ამაღ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო იყო.

აქ­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ღვთა­ებ­რივ­მა ქარ­მა" ია­პო­ნია და­მარ­ცხე­ბის­გან ვერ იხ­სნა.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

ღვთაებრივი ქარი - სამშობლოსთვის შეწირული იაპონელი კამიკაძე პილოტები

ღვთაებრივი ქარი - სამშობლოსთვის შეწირული იაპონელი კამიკაძე პილოტები

დღეს სიტყვამ "კამიკაძე" საზოგადო სახელი მიიღო. ასე უწოდებენ ყველა თვითმკვლელ ტერორისტს. გადატანითი მნიშვნელობით კი - ადამიანებს, რომლებიც საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ. ნამდვილი კამიკაძე არც ტერორისტი და არც თავზე ხელაღებული ექსტრემალია. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ამ სიტყვით სამხედრო პილოტებს მოიხსენიებდნენ, რომლებმაც სიცოცხლის სამშობლოსთვის გაწირვის გადაწყვეტილება მიიღეს.

1944 წლისთვის იაპონია არასახარბიელო მდგომარეობაში იყო. ქვეყნის სამხედრო მრეწველობა ამერიკას კონკურენციას ვერ უწევდა. დანაკარგები ნელი და არასრულფასოვანი ტემპებით ივსებოდა. არ იყო საკმარისი რაოდენობით თვითმფრინავები, საწვავი, კვალიფიციური პილოტები.

1944 წლის ოქტომბერში იაპონელებმა ფილიპინების დაცვისთვის მზადება დაიწყეს. ძალთა ბალანსი მოწინააღმდეგის მხარეს იყო გადახრილი. ამერიკული შეტევის შესაჩერებლად იაპონელებმა დიდ ფლოტს, მათ შორის მსოფლიოში უდიდეს ორ სახაზო ხომალდს - "იამატო" და მუსასი" მოუყარეს თავი. მაგრამ ეს არ კმაროდა. ამერიკელების მრავალჯერადი უპირატესობა საჰაერო ძალებში იაპონურ ფლოტს სრული განადგურებით ემუქრებოდა.

ძალთა თანაფარდობის აღდგენისთვის იაპონელები რადიკალურ ნაბიჯზე - თვითმკვლელი პილოტების ტაქტიკის გამოყენებაზე წავიდნენ. ბომბებით შეიარაღებული თვითმფრინავები ამერიკულ სამხედრო გემებს უნდა დაჯახებოდნენ. უმაღლეს სამხედრო დონეზე შეთანხმებულმა იდეამ მოწონება დაიმსახურა. პილოტებს, რომლებსაც სამშობლოსთვის თავი უნდა გაეწირათ, კამიკაძე უწოდეს. იაპონურად ეს სიტყვა "ღვთაებრივ ქარს" ნიშნავს. 1274 და 1281 წლებში ამ სახელით ცნობილმა ტაიფუნმა, იაპონიის ნაპირებისკენ მიმართული მონღოლური ფლოტი პირწმინდად გაანადგურა.

კამიკაძეებში მოხვედრილი პილოტები დამატებით სწავლებას არ საჭიროებდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათი მომზადების დონე სხვა პილოტებზე გაცილებით დაბალი იყო. საგანმანათლებლო პროცესის შემცირებისთვის, მათ არც სროლას და არც ბომბების ჩამოგდებას ასწავლიდნენ. კამიკაძეს მხოლოდ - ზღვაში ამერიკული ხომალდის აღმოჩენა და მასზე საკუთარი თვითმფრინავის დაჯახება ევალებოდა. იაპონური სამხედრო ხელმძღვანელობის აზრით, ამერიკის შეჩერება მხოლოდ კამიკაძეების მასიურ გამოყენებას შეეძლო.

კამიკაძეების პირველმა შეტევებმა სასურველი შედეგი გამოიღო. ამერიკული ხომალდების ეკიპაჟებისთვის იაპონური ტაქტიკა სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი აღმოჩნდა.

ომის ბოლომდე საზღვაო ავიაციამ 2525, სახმელეთომ კი - 1387 პილოტი-კამიკაძე მოამზადა. იაპონური ციფრებით, თვითმკვლელმა მფრინავებმა 81 ხომალდი ჩაძირეს და 195 - დააზიანეს. ამერიკული მონაცემებით, ეს ციფრები ასე გამოიყურება - 34 ჩაძირული და 288 დაზიანებული. მოწინააღმდეგის მატერიალურ ქონების განადგურებასთან ერთად, კამიკაძეების მოქმედება ამერიკელ მეზღვაურებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა.

კამიკაძეები ერთადერთი იყო, რაშიც იაპონია დეფიციტს არ განიცდიდა. მათი რაოდენობა არსებული თვითმფრინავების რაოდენობას 3-4-ჯერ აღემატებოდა. XX საუკუნის დასაწყისში, იაპონიაში ახალგაზრდების აღზრდაში იდეოლოგიას დიდი ადგილი ეკავა. მოზარდებს სამშობლოს სიყვარულს, მისთვის და იმპერატორისთვის თავდადების მნიშვნელობას ბავშვობიდან უნერგავდნენ. აღზრდის მსგავსი სისტემის საფუძვლები იაპონურ კულტურაში შუა საუკუნეებში ბუსიდოს კოდექსსა და სამურაების ცხოვრების წესზე იყო დაფუძნებული.

დავალებაზე გაფრენის წინ, კამიკაძეები სპეციალურ ცერემონიალში იღებდნენ მონაწილეობას. ის ერთი ჭიქა საკეს დალევას და შუბლზე ხატიმაკის გაკეთებას ითვალისწინებდა. თეთრი ნაჭრის სახვევი იაპონელებში განზრახვის შეუდრეკელობის და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების სიმბოლო იყო.

აქტიური მცდელობების მიუხედავად, "ღვთაებრივმა ქარმა" იაპონია დამარცხებისგან ვერ იხსნა.

ნუკრი მგელაძე

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

შს მინისტრის მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომელს, რომელიც 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა