სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში პედაგოგი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, სკოლაში ამ დროისთვის უცნობი პირი რამდენიმე საათის წინ მივიდა და ერთ-ერთი მასწავლებელი ცივი იარაღით დაჭრა. აღნიშნულმა პირმა პედაგოგის დაყაჩაღება სცადა.
"ინტერპრესნიუსი" მომხდარის შესახებ დეტალებს აზუსტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.