პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწვავე დაპირისპირება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზების საფრთხე
მწვავე დაპირისპირება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზების საფრთხე

კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნამ" მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი შე­წყვი­ტა. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ყე­ნე­ბას ითხოვს.

ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გუ­შინ ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შეხ­ვდნენ და სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი გა­აც­ნეს.

"ავი­ა­კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი" ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნიც­დის სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ ზა­რალს. შე­სა­ბა­მი­სად, პა­რი­ტე­ტის პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვა სას­ტი­კად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ მო­თხოვ­ნებს, რაც გა­აჩ­ნია ავი­ა­კომ­პა­ნი­ას აღ­ნიშ­ნულ ფრე­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და "აირ­ზე­ნას" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა იასე ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჰ­ყავთ 13 რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია, რი­თაც ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას "აირ­ზე­ნას" ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხე ად­გე­ბა.

ავი­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ითხო­ვენ, გა­უქ­მდეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი 8 ივ­ლი­სის ნოტა, რომ­ლი­თაც რუ­სე­თის ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს მი­ე­ნი­ჭათ შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბა თბი­ლი­სი-მოს­კო­ვი-თბი­ლი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნებ­ზე.

შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ავი­ა­ცი­ის სა­ა­გე­ნე­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შედ­გა, საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნად წა­რი­მარ­თა. მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ. "აირ­ზე­ნას" დი­რექ­ტორ­მა იასე ზა­უ­ტაშ­ვილ­მა ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს უფ­როსს, გუ­რამ ჯა­ლა­ღო­ნი­ას დაჭ­მუჭ­ნუ­ლი ფურ­ცე­ლი ეს­რო­ლა, რის შემ­დე­გაც გუ­რამ ჯა­ლა­ღო­ნი­ამ "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს შეხ­ვედ­რის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა.

"შოუს დგამთ თუ რა არის!", - მი­მარ­თა გუ­რამ ჯა­ლა­ღო­ნი­ამ იასე ზა­უ­ტაშ­ვილს, რა­ზეც ზა­უ­ტაშ­ვილ­მა მი­უ­გო, რომ ჯა­ლა­ღო­ნი­ას სას­წრა­ფოდ უნდა გა­ეგ­ზავ­ნა რუ­სე­თის­თვის ტე­ლეგ­რა­მა და ყვე­ლა­ფე­რი სა­წყის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, თო­რემ ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრო­ტესტს არ შე­წყვეტ­დნენ.

ავი­ა­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის, გუ­რამ ჯა­ლა­ღო­ნი­ას და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბაც მო­ი­თხო­ვეს.

"აირ­ზე­ნას" სა­კითხს გუ­შინ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვირ­კაშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არის ორი მხა­რე: კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი, ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ბა­ლან­სი ამ ორ მხა­რეს შო­რის.

მისი თქმით, ტუ­რიზ­მის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის დახ­მა­რე­ბა არ მოხ­დე­ბა.

"აირ­ზე­ნას სა­კი­თხში არის ორი მხა­რე. ერთი მხა­რე არის კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი და მე­ო­რე მხა­რე არის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ანუ ტუ­რის­ტე­ბი, რო­მელ­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ვართ რუ­სულ მხა­რეს­თან. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ტექ­ნი­კურ დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ბა­ლან­სი ამ ორ მხა­რეს შო­რის. ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რად­გან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ დაგ­ვის­რუ­ლე­ბია და ვფიქ­რობ, ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ბა­ვენ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას. ტუ­რიზ­მის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე ჩვენ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის დახ­მა­რე­ბას ვერ მო­ვახ­დენთ. ჩემ­თვის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა არის ძა­ლი­ან მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"აირ­ზე­ნას" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დღეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორტთან გა­მარ­თეს და მათი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი­დევ ერთხელ მო­ი­თხო­ვეს. ავი­ა­კომ­პა­ნი­ის პრო­ტესტს რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აც შე­უ­ერ­თდა.

რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "ოლ ტურ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მაია მჭედ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ისი­ნი სო­ლი­და­რუ­ლე­ბი არი­ან იმ მო­თხოვ­ნე­ბის მი­მართ, რაც "აირ­ზე­ნას" აქვს.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, რად­გან არ არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ურ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ებ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

"აირ­ზე­ნას" აქ­ცი­ას ასე­ვე შე­უ­ერ­თდნენ სა­ა­ვი­ა­ციო სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლიც.

კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვას, ხვალ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან აპი­რე­ბენ. ასე­ვე კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თუ მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და, ისი­ნი ხვალ სა­ღა­მოს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის პა­რა­ლი­ზე­ბას მო­ახ­დე­ნენ.

და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ თუ არა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

თეა ბი­თა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მწვავე დაპირისპირება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზების საფრთხე

მწვავე დაპირისპირება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზების საფრთხე

კომპანია "აირზენამ" მოსკოვის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელობა ავიაკომპანიებთან ერთად თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვს.

ავიაკომპანიის წარმომადგენლები გუშინ ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

"ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ყოველდღიურად განიცდის სერიოზულ ფინანსურ ზარალს. შესაბამისად, პარიტეტის პრინციპის დარღვევა სასტიკად ეწინააღმდეგება იმ მოთხოვნებს, რაც გააჩნია ავიაკომპანიას აღნიშნულ ფრენებთან მიმართებაში", - განაცხადა "აირზენას" გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, საქართველოში შემოჰყავთ 13 რუსული ავიაკომპანია, რითაც ქართულ ავიაკომპანიას "აირზენას" ძალიან დიდი საფრთხე ადგება.

ავიკომპანიის წარმომადგენლები ითხოვენ, გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისი მიმართულებით ფრენებზე.

შეხვედრა, რომელიც ავიაციის სააგენეტოს ხელმძღვანელობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შედგა, საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა. მხარეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. "აირზენას" დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა ავიაციის სააგენტოს უფროსს, გურამ ჯალაღონიას დაჭმუჭნული ფურცელი ესროლა, რის შემდეგაც გურამ ჯალაღონიამ "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურ დირექტორს შეხვედრის დატოვება მოსთხოვა.

"შოუს დგამთ თუ რა არის!", - მიმართა გურამ ჯალაღონიამ იასე ზაუტაშვილს, რაზეც ზაუტაშვილმა მიუგო, რომ ჯალაღონიას სასწრაფოდ უნდა გაეგზავნა რუსეთისთვის ტელეგრამა და ყველაფერი საწყის მდგომარეობაში დაებრუნებინა, თორემ ავიაკომპანიის წარმომადგენლები პროტესტს არ შეწყვეტდნენ.

ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ავიაციის სააგენტოს უფროსის, გურამ ჯალაღონიას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებაც მოითხოვეს.

"აირზენას" საკითხს გუშინ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირკაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არის ორი მხარე: კომპანიის ინტერესები და ტურისტები, ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი ამ ორ მხარეს შორის.

მისი თქმით, ტურიზმის შემცირების ხარჯზე კერძო კომპანიების დახმარება არ მოხდება.

"აირზენას საკითხში არის ორი მხარე. ერთი მხარე არის კომპანიის ინტერესები და მეორე მხარე არის მომხმარებელი, ანუ ტურისტები, რომელშიც იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მოლაპარაკებებში ვართ რუსულ მხარესთან. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ეს მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი ამ ორ მხარეს შორის. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია სპეკულაციები, რადგან მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია და ვფიქრობ, ცალკეული ადამიანები ძაბავენ ამ სიტუაციას. ტურიზმის შემცირების ხარჯზე ჩვენ კერძო კომპანიების დახმარებას ვერ მოვახდენთ. ჩემთვის ამ ადამიანების გულისტკივილი გასაგებია, მაგრამ ეს პრობლემა არის ძალიან მრავალწახნაგოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"აირზენას" თანამშრომლებმა დღეს საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართეს და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ავიაკომპანიის პროტესტს რამდენიმე ქართული ტურისტული კომპანიაც შეუერთდა.

როგორც ტურისტული კომპანია "ოლ ტურსის" დამფუძნებელმა, მაია მჭედლიძემ განაცხადა, ისინი სოლიდარულები არიან იმ მოთხოვნების მიმართ, რაც "აირზენას" აქვს.

მისივე თქმით, ქართული ტურისტული კომპანიები მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან არ არსებობს რეგულაციები, რომლებიც უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან კონკურენციის გაწევის საშუალებას იძლევა.

"აირზენას" აქციას ასევე შეუერთდნენ საავიაციო სტუდენტების ნაწილიც.

კომპანიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციის გამართვას, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აპირებენ. ასევე კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი ხვალ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზებას მოახდენენ.

დააკმაყოფილებენ თუ არა ავიაკომპანიის წარმომადგენლების მოთხოვნებს, ჯერჯერობით უცნობია.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია