საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია ბრაჭულმა ნიკა მელიასგან კომპლიმენტი მიიღო
ხატია ბრაჭულმა ნიკა მელიასგან კომპლიმენტი მიიღო

სე­რი­ალ"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ცოტა ხნის წინ ახა­ლი გმი­რე­ბი- ბა­ქა­რი და თა­მუ­ნა გა­მოჩ­ნდნენ. მათი ხაზი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­და, რომ მგო­ნი, მთა­ვა­რი გმი­რე­ბის მი­მართ ინ­ტე­რესს გა­და­ა­ჭარ­ბა. თა­მუ­ნას როლს მსა­ხი­ო­ბი ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, დაკ­ვირ­ვე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს ის სე­რი­ა­ლე­ბი­დან და რეკ­ლა­მე­ბი­დან ემახ­სოვ­რე­ბა, აი, ბა­ქა­რის, იმა­ვე ბუბა მათ­ნა­ძის შე­სა­ხებ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის, ამი­ტომ სა­უ­ბა­რი სწო­რედ მისი გაც­ნო­ბით და­ვი­წყეთ.

ბუბა:

- მე-11 კლას­ში ვარ. 6-7 წე­ლია, სა­ბავ­შვო თე­ატრ მე­ო­რე სახ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვარ, ვთა­მა­შობ სპექ­ტაკ­ლებ­ში. ძი­რი­თა­დად, სკო­ლის­თვის დრო აღარ მრჩე­ბა, 106-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ, დი­რექ­ტო­რი­დან და­წყე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა მეხ­მა­რე­ბა და დიდი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის. ხან გა­და­ღე­ბა­ზე მივ­რბი­ვარ, ხან თე­ატ­რში, ახ­ლობ­ლებ­საც ვერ ვნა­ხუ­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქმის არ მაქვს, მაგ­რამ ეს მა­ხა­რებს. ხე­ლოვ­ნე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, დე­და­ჩე­მი მო­ცეკ­ვა­ვე იყო, პა­პა­ჩე­მი"რე­როს" წევ­რი გახლ-დათ, ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი გე­ნებ­ში მაქვს და მეც ამ გზას ვად­გა­ვარ. სე­რი­ალ­ში ქალ­ბა­ტონ ეკა მჟა­ვა­ნა­ძი­სა და ჩემი რე­ჟი­სო­რის რო­ლანდ ქარ­და­ვას დახ­მა­რე­ბით მოვ­ხვდი. რე­ჟი­სორ­მა ქალ­ბა­ტო­ნი ეკა სპექ­ტაკლზე და­პა­ტი­ჟა, იქ მნა­ხა და მა­შინ და­ინ­ტე­რეს­და ჩე­მით...

- ბა­ქა­რი ძა­ლი­ან მორ­ცხვი და თავ­და­ჭე­რი­ლია, რე­ა­ლუ­რად შენ რო­გო­რი ხარ?

- ბა­ქა­რის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სრუ­ლი­ად უკომ­პლექ­სო ვარ, ამას­თა­ნა­ვე ჯი­უ­ტი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა, რომ მი­ვაწ­ვე, ვაწ­ვე­ბი, რომ ბო­ლომ­დე გა­ვი­ტა­ნო.

- ხა­ტია, იცო­დი, ვინ იქ­ნე­ბო­და შენი პარტნი­ო­რი?

- ბა­ქა­რი სე­რი­ალ­ში უკვე ჩან­და, მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სო გმი­რია და მგო­ნია, რომ ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ერ­თმა­ნეთს კარ­გად შე­ერ­წყნენ. თა­მუ­ნა და მისი ის­ტო­რი­ე­ბი სა­ხა­ლი­სო­ცაა, იმავდრო­უ­ლად ტრა­გი­კუ­ლი­ცაა. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და თა­ნა­ვუგ­რძნობ მათ, რად­გან გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო უწევთ ცხოვ­რე­ბის ამ გზა­ზე დად­გო­მა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემ­მა გმირ­მა იმი­ტომ მიჰ­ყო ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ხელი, რომ ძა­ლი­ან უჭირს, არაა სუ­ლით ბოზი ადა­მი­ა­ნი, ეს საქ­მე ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი აქვს. არ ჰყავს მშობ­ლე­ბი, არ აქვს სამ-სა­ხუ­რი, გა­ნათ­ლე­ბა, ძმა ჰყავს და­ჭე­რი­ლი და გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ამა­ში და­ი­ნა­ხა, მარ­ტი­ვი გზით გა­და­წყვი­ტა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. ეს თემა ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის­თვის უცხო არ არის და ცოტა მტკივ­ნე­უ­ლიც კია ჩემ­თვის, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ცო­დე­ბი­ან. თუმ­ცა თა­მუ­ნა ბა­ქარ­ში პო­უ­ლობს და­საყ­რდენს, ძა­ლას, სიყ­ვა­რულს, იმას, რაც აკ­ლდა.

- ბა­ქა­რი კარ­გად ლა­პა­რა­კობს გუ­რუ­ლი კი­ლო­თი, ბუბა, გაქვს შე­ხე­ბა გუ­რი­ას­თან?

- არა, და­სავ­ლეთ­თან სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს, კა­ხე­ლი ვარ. კი­ლოც ჩემი გმი­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, როლ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­მი­მუ­შავ­და, ესეც ძა­ლი­ან უცებ მოხ­და, ტექ­სტი მომ­ცეს, დავ­ფიქ­რდი და... და­ნარ­ჩენს მა­ყუ­რე­ბე­ლი ხე­დავს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ხატია ბრაჭულმა ნიკა მელიასგან კომპლიმენტი მიიღო

ხატია ბრაჭულმა ნიკა მელიასგან კომპლიმენტი მიიღო

სერიალ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ცოტა ხნის წინ ახალი გმირები- ბაქარი და თამუნა გამოჩნდნენ. მათი ხაზი იმდენად საინტერესოდ განვითარდა, რომ მგონი, მთავარი გმირების მიმართ ინტერესს გადააჭარბა. თამუნას როლს მსახიობი ხატია ბრაჭული განასახიერებს, დაკვირვებულ მაყურებელს ის სერიალებიდან და რეკლამებიდან ემახსოვრება, აი, ბაქარის, იმავე ბუბა მათნაძის შესახებ კი საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, ამიტომ საუბარი სწორედ მისი გაცნობით დავიწყეთ.

ბუბა:

- მე-11 კლასში ვარ. 6-7 წელია, საბავშვო თეატრ მეორე სახლის შემადგენლობაში ვარ, ვთამაშობ სპექტაკლებში. ძირითადად, სკოლისთვის დრო აღარ მრჩება, 106-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ, დირექტორიდან დაწყებული მასწავლებლებით დამთავრებული, ყველა მეხმარება და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ხან გადაღებაზე მივრბივარ, ხან თეატრში, ახლობლებსაც ვერ ვნახულობ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ ეს მახარებს. ხელოვნებისკენ მიდრეკილება ბავშვობიდან მქონდა, დედაჩემი მოცეკვავე იყო, პაპაჩემი''რეროს'' წევრი გახლ-დათ, ხელოვნების სიყვარული გენებში მაქვს და მეც ამ გზას ვადგავარ. სერიალში ქალბატონ ეკა მჟავანაძისა და ჩემი რეჟისორის როლანდ ქარდავას დახმარებით მოვხვდი. რეჟისორმა ქალბატონი ეკა სპექტაკლზე დაპატიჟა, იქ მნახა და მაშინ დაინტერესდა ჩემით...

- ბაქარი ძალიან მორცხვი და თავდაჭერილია, რეალურად შენ როგორი ხარ?

- ბაქარისგან რადიკალურად განსხვავებული, სრულიად უკომპლექსო ვარ, ამასთანავე ჯიუტი და მიზანდასახული, რასაც შეიძლება, რომ მივაწვე, ვაწვები, რომ ბოლომდე გავიტანო.

- ხატია, იცოდი, ვინ იქნებოდა შენი პარტნიორი?

- ბაქარი სერიალში უკვე ჩანდა, მართლა საინტერესო გმირია და მგონია, რომ ჩვენი პერსონაჟები ერთმანეთს კარგად შეერწყნენ. თამუნა და მისი ისტორიები სახალისოცაა, იმავდროულად ტრაგიკულიცაა. რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ასეთი ადამიანები და თანავუგრძნობ მათ, რადგან გარკვეული მიზეზების გამო უწევთ ცხოვრების ამ გზაზე დადგომა. მოგეხსენებათ, ჩემმა გმირმა იმიტომ მიჰყო ამ საქმიანობას ხელი, რომ ძალიან უჭირს, არაა სულით ბოზი ადამიანი, ეს საქმე ახალი დაწყებული აქვს. არ ჰყავს მშობლები, არ აქვს სამ-სახური, განათლება, ძმა ჰყავს დაჭერილი და გამოსავალი მხოლოდ ამაში დაინახა, მარტივი გზით გადაწყვიტა პრობლემის მოგვარება. ეს თემა ჩვენი რეალობისთვის უცხო არ არის და ცოტა მტკივნეულიც კია ჩემთვის, ასეთი ადამიანები მეცოდებიან. თუმცა თამუნა ბაქარში პოულობს დასაყრდენს, ძალას, სიყვარულს, იმას, რაც აკლდა.

- ბაქარი კარგად ლაპარაკობს გურული კილოთი, ბუბა, გაქვს შეხება გურიასთან?

- არა, დასავლეთთან საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს, კახელი ვარ. კილოც ჩემი გმირის შემადგენელი ნაწილია, როლზე მუშაობის პერიოდში გამომიმუშავდა, ესეც ძალიან უცებ მოხდა, ტექსტი მომცეს, დავფიქრდი და... დანარჩენს მაყურებელი ხედავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"