პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართლ-კახეთის მეფის შთამომავალი დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა
ქართლ-კახეთის მეფის შთამომავალი დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა

პო­ტო­მა­კის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრში, აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ქარ­თლ-კა­ხე­თის უკა­ნას­კნე­ლი მე­ფის გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტი­სა და რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ მე­ო­რის შთა­მო­მა­ვა­ლი, და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძე თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა "ვა­შინგტონ პოს­ტი" და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძეს გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, იმ სა­ი­დუმ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს აკონ­ტრო­ლებ­და, რო­მე­ლიც მისი წი­ნაპ­რე­ბის სამ­შობ­ლოს ეხე­ბო­და. და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძემ თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რის დიდი ნა­წი­ლი ბერ­ლინ­ში გა­ა­ტა­რა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და ცივი ომის და­სა­წყის­ში. მის მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში შე­დი­ო­და აგ­რეთ­ვე საბ­ჭო­თა აგენ­ტე­ბის გა­და­ბი­რე­ბაც.

და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძე ენა­თე­სა­ვე­ბო­და რო­მა­ნო­ვე­ბის დი­ნას­ტი­ას, რო­მე­ლიც რუ­სეთს 300 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და. დე­და­მი­სი ნინა, რუსი პრინ­ცე­სა და იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ პირ­ვე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც 1825-დან 1855 წლამ­დე მე­ფობ­და. მა­მა­მი­სი კი, პავ­ლე ჭავ­ჭა­ვა­ძე, ქარ­თვე­ლი თა­ვა­დი, ქარ­თლ-კა­ხე­თის ბოლო მო­ნარ­ქის, მეფე გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტის პირ­და­პი­რი შთა­მო­მა­ვა­ლი იყო, რო­მე­ლიც 1801 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ოფი­ცე­რი და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძე ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის პო­ლი­ტი­კურ მემ­კვიდ­რე­ებს ებ­რძო­და, რომ­ლებ­მაც რო­მა­ნო­ვე­ბის დი­ნას­ტია 1917 წელს ჯერ და­ამ­ხეს, 1918 წელს კი იმ­პე­რა­ტო­რი ნი­კო­ლოზ მე­ო­რე, მისი მე­უღ­ლე და ხუთი შვი­ლი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

მზვე­რავ და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძის კა­რი­ე­რა, რო­გორც იგი თა­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში "გვირ­გვი­ნე­ბი და ში­ნე­ლე­ბი" წერს, გა­ნა­პი­რო­ბა იმის სურ­ვილ­მა, რომ "რა­ღაც გა­ე­კე­თე­ბი­ნა კო­მუ­ნიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო საფრ­თხის წი­ნა­აღ­მდეგ".

და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძე და­ი­ბა­და 1924 წლის 20 მა­ისს ლონ­დონ­ში, სა­დაც ბოლ­შე­ვი­კე­ბის­გან დევ­ნილ­მა მის­მა მშობ­ლებ­მა, რუსი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თავ­შე­სა­ფა­რი ჰპო­ვეს. მა­მა­მი­სი მთარ­გმენ­ლო­ბით მუ­შა­ო­ბას ეწე­ო­და - ქარ­თუ­ლი­დან ინ­გლი­სუ­რად თარ­გმნი­და, თან სა­ზღვაო მი­მოს­ვლის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. 1927 წელს ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ნიუ-იორკში გა­და­ვი­და. აშშ-ში ყოფ­ნის დროს მათ კავ­ში­რი ჰქონ­დათ "თეთ­რი რუ­სე­თის" ემიგ­რან­ტულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რად უჭირ­დათ.

იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა მან არ­მი­ა­ში გაწ­ვე­ვის გამო შე­წყვი­ტა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ალი­ას­კა­ზე, იგი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ოფი­ცე­რი გახ­და, ოქ­ტომ­ბრის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან თით­ქმის სამი ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ.

იხი­ლეთ ვრცლად

"კა­ხე­თის ხმა"

ქართლ-კახეთის მეფის შთამომავალი დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა

ქართლ-კახეთის მეფის შთამომავალი დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა

პოტომაკის ჯანდაცვის ცენტრში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მეთორმეტისა და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის შთამომავალი, დავით ჭავჭავაძე თირკმლის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.

ამერიკულ გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" დავით ჭავჭავაძეს გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოპერაციების ხელმძღვანელი, იმ საიდუმლო კომუნიკაციებს აკონტროლებდა, რომელიც მისი წინაპრების სამშობლოს ეხებოდა. დავით ჭავჭავაძემ თავისი სამსახურის დიდი ნაწილი ბერლინში გაატარა, მეორე მსოფლიო ომის დროს და ცივი ომის დასაწყისში. მის მოვალეობებში შედიოდა აგრეთვე საბჭოთა აგენტების გადაბირებაც.

დავით ჭავჭავაძე ენათესავებოდა რომანოვების დინასტიას, რომელიც რუსეთს 300 წლის განმავლობაში მართავდა. დედამისი ნინა, რუსი პრინცესა და იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილიშვილი იყო, რომელიც 1825-დან 1855 წლამდე მეფობდა. მამამისი კი, პავლე ჭავჭავაძე, ქართველი თავადი, ქართლ-კახეთის ბოლო მონარქის, მეფე გიორგი მეთორმეტის პირდაპირი შთამომავალი იყო, რომელიც 1801 წელს გარდაიცვალა.

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი დავით ჭავჭავაძე ბოლშევიკური რევოლუციის პოლიტიკურ მემკვიდრეებს ებრძოდა, რომლებმაც რომანოვების დინასტია 1917 წელს ჯერ დაამხეს, 1918 წელს კი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მისი მეუღლე და ხუთი შვილი სიკვდილით დასაჯეს.

მზვერავ დავით ჭავჭავაძის კარიერა, როგორც იგი თავის ბიოგრაფიულ წიგნში "გვირგვინები და შინელები" წერს, განაპირობა იმის სურვილმა, რომ "რაღაც გაეკეთებინა კომუნიზმის საერთაშორისო საფრთხის წინააღმდეგ".

დავით ჭავჭავაძე დაიბადა 1924 წლის 20 მაისს ლონდონში, სადაც ბოლშევიკებისგან დევნილმა მისმა მშობლებმა, რუსი თავადაზნაურობის წარმომადგენლებმა თავშესაფარი ჰპოვეს. მამამისი მთარგმენლობით მუშაობას ეწეოდა - ქართულიდან ინგლისურად თარგმნიდა, თან საზღვაო მიმოსვლის კომპანიაში მუშაობდა. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. აშშ-ში ყოფნის დროს მათ კავშირი ჰქონდათ "თეთრი რუსეთის" ემიგრანტულ საზოგადოებასთან, მაგრამ ფინანსურად უჭირდათ.

იელის უნივერსიტეტში სწავლა მან არმიაში გაწვევის გამო შეწყვიტა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ალიასკაზე, იგი მომსახურე პერსონალის ოფიცერი გახდა, ოქტომბრის რევოლუციიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა