პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყის კვირეული" ზოოპარკში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით დასრულდა
"ტყის კვირეული" ზოოპარკში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით დასრულდა

WWF -ის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თუ­ლი "ტყის კვი­რე­უ­ლი" ზო­ო­პარკში სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბით დას­რულ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და ხის დარ­გვის იმი­ტი­რე­ბა და სწავ­ლე­ბა. სტუმ­რებს სპე­ცი­ა­ლის­ტმა გა­აც­ნო თუ რო­გორ ხდე­ბა ხის ნერ­გის დარ­გვის პრო­ცე­სი, მისი მოვ­ლა, რო­გორ მო­უფრ­თხილ­დნენ ხეს, მცე­ნა­რე­ებს და ტყეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლუ­რად ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის მოწ­ვე­ულ­მა მხატ­ვრებ­მა ბავ­შვებს და სხვა მსურ­ვე­ლებს სა­ხე­ზე პან­და-ტატუ მო­ა­ხა­ტეს, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად გახ­დნენ "ტყის კვი­რე­უ­ლის" მო­ნა­წი­ლე­ნი. პა­ტა­რე­ბი მოწ­ვე­ულ­მა "ქუ­ჩის თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბებ­მა, ოჩო­ფე­ხი­ა­ბი­ან­მა კლო­უ­ნებ­მა და ანი­მა­ტო­რებ­მა გა­არ­თეს.

"ტყის კვი­რე­უ­ლის" ფარ­გლებ­ში ზო­ო­პარკში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რომ­ლის მხარ­დამ­ჭე­რიც გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროც იყო, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღეს SOS ბავშთა სოფ­ლის აღ­საზ­რდე­ლებ­მა. ღო­ნის­ძი­ე­ბას მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მაია ბი­თა­ძეც ეს­წრე­ბო­და. სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მოწ­ვე­ულ ბავ­შვებ­თან ერ­თად წი­ნას­წარ გან­კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 50 ხის ნერ­გი დარ­გეს.

"ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი სა­ხის აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯე­ბო­სე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით როცა ჩარ­თუ­ლია ახა­ლი თა­ო­ბა და აქ­ცი­ას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დატ­ვირ­თვაც აქვს. დიდი მად­ლო­ბა WWF-ს ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის. გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მუ­დამ მზად არის მხა­რი და­უ­ჭი­როს ანა­ლო­გი­ურ ინი­ცი­ა­ტი­ვებს," – აღ­ნიშ­ნა გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მინ­სიტ­რის მო­ად­გი­ლემ მაია ბი­თა­ძემ.

"გა­დავ­წყვი­ტეთ "ტყის კვი­რე­უ­ლის" და­სას­რულს, დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტა­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ ად­გი­ლას - ზო­ო­პარკში ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვმა თა­ვი­დან­ვე იზ­რუ­ნოს ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, გა­უფრ­თიხლდეს გა­რე­მოს, ხეს, ბუ­ნე­ბას. "ეკო გაკ­ვე­თი­ლე­ბის" სა­ხით ჩვენ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მი­ვა­წო­დეთ მათ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია," – გან­მარ­ტავს ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში გი­ორ­გი სან­და­რი­ძე.

WWF -ის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­შე­წყო­ბით "ტყის კვი­რე­უ­ლი" 15 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო. კვი­რე­ულს მას­პინ­ძლობს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში ტყის ეკო­სის­ტე­მე­ბის მდგრა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში". 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 150 ჰექ­ტა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ირ­გო 100 ათა­სი ხის ნერ­გი და და­ი­ხარ­ჯა 1, 5 მი­ლი­ო­ნი ლარი.

კვი­რე­ულ­მა სტარ­ტი წავ­კის­ში, თბი­ლი­სის მე­რი­ის გამ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ საც­დელ სა­ტყეო უბან­ზე აიღო. ღო­ნის­ძი­ე­ბა 2012-2014 წწ-ში გა­შე­ნე­ბუ­ლი ტყის ნარ­გა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­სა და წი­ნას­წარ გან­კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხის ნერ­გე­ბის დარ­გვას მო­ი­ცავ­და. ნერ­გე­ბის დარ­გვის პრო­ცესს მო­ნი­ტო­რინგს WWF -ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უწევ­დნენ. მე­დი­ის გარ­და, ტურ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია და მე­რი­ის, WWF-ის, სა­ელ­ჩო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და სხვა სტუმ­რე­ბი. და­სას­რულს, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს მად­ლო­ბის ნიშ­ნად სერ­თი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცათ.

"ტყის კვი­რე­უ­ლი" ასე­ვე მო­ი­ცავ­და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ტი­ვო­ბებს. "ტყის კვი­რე­ულს" ბაქსვუ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლამ და ბუ­კი­ას ბაღ­მა უმას­პინ­ძლა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ეკო-გაკ­ვე­თი­ლი გა­ი­მარ­თა. მათ WWF-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ტყის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ესა­უბრნენ, ას­წავ­ლეს რო­გორ გა­უფრ­თხილ­დნენ ბუ­ნე­ბას, ხე­ებს და გა­რე­მოს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. და­სას­რულს, ბავ­შვებ­მა ტყი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის თე­მა­ტი­კა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

"ტყის კვი­რე­ულს" ხა­შურ­მაც უმას­პინ­ძლა. ქა­ლა­ქის სა­ტყეო საც­დე­ლი ნაკ­ვე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბლო­გე­რე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ტური გა­ი­მარ­თა. მათ­თან ერ­თად, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი. ტუ­რის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ სპე­ცი­ა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხე დარ­გო. და­სას­რულს, აღ­ნიშ­ნულ ად­გილს მი­ე­ნი­ჭა სიმ­ბო­ლუ­რი სა­ხე­ლი "ტყეს იცავს მე­დია" და "ბლო­გე­რე­ბის ტყე". მად­ლო­ბის ნიშ­ნად ყვე­ლა სტუ­მარს ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა.

"ტყის კვი­რე­უ­ლის" პარტნი­ო­რია თბი­ლი­სის მე­რია. სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოა მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან "პა­ლიტ­რა მე­დია", "ITV ჯგუ­ფი", გა­ზე­თი "Caucasian Business Week", "fokus tv" და ჟურ­ნა­ლი "ფო­კუ­სი". სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კაპ­მა­ნი­ას პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კომ­პა­ნია "ჯეპ­რა" უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ტყის კვირეული" ზოოპარკში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით დასრულდა

"ტყის კვირეული" ზოოპარკში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით დასრულდა

WWF -ის ინიციატივით გამართული "ტყის კვირეული" ზოოპარკში სპეციალური შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. სტუმრებს სპეციალისტმა გააცნო თუ როგორ ხდება ხის ნერგის დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეულმა მხატვრებმა ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე პანდა-ტატუ მოახატეს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად გახდნენ "ტყის კვირეულის" მონაწილენი. პატარები მოწვეულმა "ქუჩის თეატრის" მსახიობებმა, ოჩოფეხიაბიანმა კლოუნებმა და ანიმატორებმა გაართეს.

"ტყის კვირეულის" ფარგლებში ზოოპარკში გამართულ ღონისძიებაში, რომლის მხარდამჭერიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც იყო, მონაწილეობა მიღეს SOS ბავშთა სოფლის აღსაზრდელებმა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე მაია ბითაძეც ესწრებოდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოწვეულ ბავშვებთან ერთად წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე 50 ხის ნერგი დარგეს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის აქციაში მონაწილეობა, რომელიც ემსახურება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯებოსებას. განსაკუთრებით როცა ჩართულია ახალი თაობა და აქციას საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. დიდი მადლობა WWF-ს ასეთი ღონისძიებისთვის. გარემოს დაცვის სამინისტრო მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს ანალოგიურ ინიციატივებს," – აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინსიტრის მოადგილემ მაია ბითაძემ.

"გადავწყვიტეთ "ტყის კვირეულის" დასასრულს, დასკვნითი ღონისძიება პატარებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილას - ზოოპარკში ჩაგვეტარებინა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა თავიდანვე იზრუნოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაზე, გაუფრთიხლდეს გარემოს, ხეს, ბუნებას. "ეკო გაკვეთილების" სახით ჩვენ შეძლებისდაგვარად მივაწოდეთ მათ აუცილებელი ინფორმაცია," – განმარტავს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კავკასიის რეგიონში გიორგი სანდარიძე.

WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით "ტყის კვირეული" 15 ნოემბერს დაიწყო. კვირეულს მასპინძლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი "კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში". 4 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 150 ჰექტარის ტერიტორიაზე დაირგო 100 ათასი ხის ნერგი და დაიხარჯა 1, 5 მილიონი ლარი.

კვირეულმა სტარტი წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე აიღო. ღონისძიება 2012-2014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF -ის წარმომადგენლები უწევდნენ. მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად სერთიფიკატი გადაეცათ.

"ტყის კვირეული" ასევე მოიცავდა სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს. "ტყის კვირეულს" ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ და ბუკიას ბაღმა უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისთვის ეკო-გაკვეთილი გაიმართა. მათ WWF-ის წარმომადგენლები ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასწავლეს როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს, ბავშვებმა ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

"ტყის კვირეულს" ხაშურმაც უმასპინძლა. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ტური გაიმართა. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილემ სპეციალურ ტერიტორიაზე ხე დარგო. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭა სიმბოლური სახელი "ტყეს იცავს მედია" და "ბლოგერების ტყე". მადლობის ნიშნად ყველა სტუმარს ტურში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

"ტყის კვირეულის" პარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციოა მხარდამჭერები არიან "პალიტრა მედია", "ITV ჯგუფი", გაზეთი "Caucasian Business Week”, „fokus tv" და ჟურნალი "ფოკუსი". საკომუნიკაციო კაპმანიას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა" უზრუნველყოფს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია