მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოდელები, რომლებიც ძალადობას ემსხვერპლნენ
მოდელები, რომლებიც ძალადობას ემსხვერპლნენ

სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი რივა სტინ­კამ­პი ცნო­ბილ­მა პა­რა­ო­ლიმ­პი­ელ­მა მორ­ბე­ნალ­მა, ოს­კარ პის­ტო­რი­უს­მა 2013 წლის 14 თე­ბერ­ვალს მოკ­ლა. რივა და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 4 სა­ათ­ზე პის­ტო­რი­უ­სის სახ­ლში, ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ნას­როლ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა. ხმე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ პის­ტო­რი­უსს იგი მძარ­ცველ­ში შე­ე­შა­ლა, პო­ლი­ცი­ამ არ და­ა­დას­ტუ­რა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე, რი­ვას და ოს­კა­რის გარ­და არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და. 2014 წლის 10 სექ­ტემ­ბერს ოს­კარ პის­ტო­რი­უ­სი დამ­ნა­შა­ვედ სცნეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, თუმ­ცა, 2014 წლის 12 სექ­ტემ­ბერს, მას მო­უხ­სნეს ეს ბრალ­დე­ბა. 2014 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს სა­სა­მარ­თლომ პის­ტო­რი­უსს ხუთი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გო­გო­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და. ის სპორ­ტსმე­ნის სახ­ლში ღა­მის 4:00 სა­ათ­ზე შე­ვი­და და გა­აღ­ვი­ძა. შე­ში­ნე­ბულ სპორ­ტსმენს გო­გო­ნა მძარ­ცვე­ლი ეგო­ნა და გა­ის­რო­ლა.

19 წლის მა­რია ხოსე ალ­ვა­რა­დომ "მის ჰონ­დუ­რა­სის" ტი­ტუ­ლი 2014 წლის აპ­რილ­ში მო­ი­პო­ვა. მალე ის ლონ­დონ­ში, "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო, რო­მე­ლიც დე­კემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ მა­რია ხოსე ალ­ვა­რა­დო­სა და მისი 23 წლის დის, სო­ფი­ას ცხედ­რე­ბი იპო­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გო­გო­ნე­ბის ცხედ­რებს მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე მი­აგ­ნეს. დები ერთ-ერთ კუ­რორტზე წვე­უ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნის შემ­დეგ და­ი­კარ­გნენ. პო­ლი­ცი­ამ 10 ადა­მი­ა­ნი და­კი­თხა, რომ­ლებ­მაც გო­გო­ნე­ბი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ნა­ხეს. მათ შო­რის, ვი­ლის პატ­რო­ნი, სა­დაც წვე­უ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სო­ფი­ას მე­გო­ბა­რი ბიჭი. რო­გორც პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, სწო­რედ მან ნახა ბო­ლოს გო­გო­ნე­ბი. ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სწო­რედ ისაა. პო­ლი­ცი­ის ვა­რა­უ­დით, მა­მა­კაც­მა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლა და მისი დაც გა­ი­მე­ტა სა­სიკ­ვდი­ლოდ.

ყო­ფი­ლი "მის ვე­ნე­სუ­ე­ლა" მო­ნი­კა სპი­ა­რი ქმარ­თან ერ­თად, 6 იან­ვარს ჩა­ცხრი­ლეს. ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლი­თაც მო­დე­ლი ქმარ-შვილ­თან ერ­თად მგზავ­რობ­და, ბორ­ბა­ლი გა­უს­კდა. რო­გორც ჩანს, ყა­ჩა­ღო­ბა წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყო, რად­გან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის­თა­ნა­ვე გა­მოჩ­ნდნენ და ცე­ცხლი გახ­სნეს. წყვი­ლი შვილ­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში ჩა­ი­კე­ტა. სრო­ლის შე­დე­გად, ყო­ფი­ლი "მის ვე­ნე­სუ­ე­ლა" და მისი ირ­ლან­დი­ე­ლი მე­უღ­ლე ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ, მათი 5 წლის გო­გო­ნა კი ფეხ­ში და­იჭ­რა. ყო­ფი­ლი "მის ვე­ნე­სუ­ე­ლას" მკვლე­ლო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. ამ ფაქტს პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლას მა­დუ­როც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

29 წლის მო­ნი­კა სპი­არ­მა "მის ვე­ნე­სუ­ე­ლას" ტი­ტუ­ლი 2004 წელს მო­ი­პო­ვა. მას შემ­დეგ ლა­მაზ­მა­ნი ამე­რი­კა­ში გა­და­სახ­ლდა და ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვან სე­რი­ა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ბე­დის­წე­რო დღეს სპი­ა­რი ოჯახ­თან ერ­თად სამ­შობ­ლო­ში სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზე ბრუნ­დე­ბო­და.

19 წლის კა­ტია კო­რე­ნი ყი­რი­მის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლის მახ­ლობ­ლად იპო­ვეს მკვდა­რი. მუ­სულ­მა­ნი გო­გო­ნა ქვე­ბით ჩა­ქო­ლეს, მას შემ­დეგ, რაც მან უკ­რა­ი­ნის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ყი­რი­მის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს და სამი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა ედე­ბო­დათ ბრა­ლად. მა­მა­კა­ცებ­მა აღი­ა­რეს და­ნა­შა­უ­ლი და გა­ნა­ცხა­დეს, რომ კა­ტია შა­რი­ა­თის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო მოკ­ლეს.

მოდელები, რომლებიც ძალადობას ემსხვერპლნენ

მოდელები, რომლებიც ძალადობას ემსხვერპლნენ

სამხრეთ აფრიკელი მოდელი და მსახიობი რივა სტინკამპი ცნობილმა პარაოლიმპიელმა მორბენალმა, ოსკარ პისტორიუსმა 2013 წლის 14 თებერვალს მოკლა. რივა დაახლოებით, ღამის 4 საათზე პისტორიუსის სახლში, იარაღიდან რამდენჯერმე ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ხმები იმის შესახებ, რომ პისტორიუსს იგი მძარცველში შეეშალა, პოლიციამ არ დაადასტურა. სამართალდამცავების თქმით, მკვლელობის ადგილზე, რივას და ოსკარის გარდა არავინ იმყოფებოდა. 2014 წლის 10 სექტემბერს ოსკარ პისტორიუსი დამნაშავედ სცნეს განზრახ მკვლელობაში, თუმცა, 2014 წლის 12 სექტემბერს, მას მოუხსნეს ეს ბრალდება. 2014 წლის 21 ოქტომბერს სასამართლომ პისტორიუსს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გავრცელებული ხმების მიხედვით, წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით, გოგონას შეყვარებულისთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. ის სპორტსმენის სახლში ღამის 4:00 საათზე შევიდა და გააღვიძა. შეშინებულ სპორტსმენს გოგონა მძარცველი ეგონა და გაისროლა.

19 წლის მარია ხოსე ალვარადომ "მის ჰონდურასის" ტიტული 2014 წლის აპრილში მოიპოვა. მალე ის ლონდონში, "მის მსოფლიოს" კონკურსისთვის მოსამზადებლად უნდა გაფრენილიყო, რომელიც დეკემბერში გაიმართება. თუმცა, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც პოლიციამ მარია ხოსე ალვარადოსა და მისი 23 წლის დის, სოფიას ცხედრები იპოვა. სამართალდამცველების განცხადებით, გოგონების ცხედრებს მდინარის ნაპირზე მიაგნეს. დები ერთ-ერთ კურორტზე წვეულებაზე ყოფნის შემდეგ დაიკარგნენ. პოლიციამ 10 ადამიანი დაკითხა, რომლებმაც გოგონები გაუჩინარებამდე ნახეს. მათ შორის, ვილის პატრონი, სადაც წვეულება მიმდინარეობდა და სოფიას მეგობარი ბიჭი. როგორც პოლიციაში განაცხადეს, სწორედ მან ნახა ბოლოს გოგონები. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სწორედ ისაა. პოლიციის ვარაუდით, მამაკაცმა შეყვარებული ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და მისი დაც გაიმეტა სასიკვდილოდ.

ყოფილი "მის ვენესუელა" მონიკა სპიარი ქმართან ერთად, 6 იანვარს ჩაცხრილეს. ავტომობილს, რომლითაც მოდელი ქმარ-შვილთან ერთად მგზავრობდა, ბორბალი გაუსკდა. როგორც ჩანს, ყაჩაღობა წინასწარ დაგეგმილი იყო, რადგან დამნაშავეები მანქანის გაჩერებისთანავე გამოჩნდნენ და ცეცხლი გახსნეს. წყვილი შვილთან ერთად მანქანაში ჩაიკეტა. სროლის შედეგად, ყოფილი "მის ვენესუელა" და მისი ირლანდიელი მეუღლე ადგილზე დაიღუპნენ, მათი 5 წლის გოგონა კი ფეხში დაიჭრა. ყოფილი "მის ვენესუელას" მკვლელობამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ფაქტს პრეზიდენტი ნიკოლას მადუროც გამოეხმაურა.

29 წლის მონიკა სპიარმა "მის ვენესუელას" ტიტული 2004 წელს მოიპოვა. მას შემდეგ ლამაზმანი ამერიკაში გადასახლდა და ესპანურენოვან სერიალებში მონაწილეობდა. საბედისწერო დღეს სპიარი ოჯახთან ერთად სამშობლოში საახალწლო არდადეგებზე ბრუნდებოდა.

19 წლის კატია კორენი ყირიმის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარი სახლის მახლობლად იპოვეს მკვდარი. მუსულმანი გოგონა ქვებით ჩაქოლეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინის სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ყირიმის სამართალდამცავმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და სამი მამაკაცი დააკავეს, რომელთაც გოგონას მკვლელობა ედებოდათ ბრალად. მამაკაცებმა აღიარეს დანაშაული და განაცხადეს, რომ კატია შარიათის წესების დარღვევის გამო მოკლეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს