მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა გაბრიელის სასწაულები საბერძნეთში
მამა გაბრიელის სასწაულები საბერძნეთში

18-19 წლის ბერ­ძე­ნი გო­გო­ნა, რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო, ტა­ძარ­ში იმ იმე­დით მი­იყ­ვა­ნეს, იქ­ნებ, შვე­ბა იგ­რძნო­სო, მაგ­რამ იმას ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ გო­გო­ნა ყა­ვარ­ჯნებს სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბე­ბო­და. ერთ-ერთი წირ­ვის შემ­დეგ მამა იო­ა­ნემ მამა გაბ­რი­ე­ლის ხატ­თან, ჯან­მრთე­ლო­ბის პა­რაკ­ლი­სი გა­და­უ­ხა­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, პა­რაკ­ლი­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, გო­გო­ნამ ყა­ვარ­ჯნე­ბი მო­ის­რო­ლა და ნა­ბი­ჯი გა­დად­გაო: "ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყო. რაც უნდა მოგ­ვე­ყო­ლა, ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ხომ იცით, გა­გო­ნილს ნა­ნა­ხი სჯო­ბი­აო. ბერ­ძნე­ბი თა­ვად გახ­დნენ ამ სას­წა­უ­ლის მომსწრე - გო­გო­ნა დღემ­დე ამ­ტკი­ცებს, ფეხ­ზე მამა გაბ­რი­ელ­მა და­მა­ყე­ნაო".

კი­დევ ერთი სას­წა­უ­ლი მამა გაბ­რი­ე­ლის უმკლა­ვო პე­რანგს უკავ­შირ­დე­ბა. ნინო ქარჩხა­ძეს ნაც­ნობ­მა ემიგ­რან­ტმა და­უ­რე­კა, ჩემს მულს, როზა სხი­რელს მო­ტო­ციკ­ლი და­ე­ჯა­ხა, უგო­ნო­დაა, ექი­მე­ბი გა­დარ­ჩე­ნის იმედს არ გვაძ­ლე­ვენ, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან უნდა გა­მო­წე­რონ და იქ­ნებ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის გა­დაყ­ვა­ნა­ში და­მეხ­მა­როო. "შე­წუხ­და ქალ­ბა­ტო­ნი ნინო. მამა იო­ა­ნეს სთხო­ვა, იქ­ნებ მამა გაბ­რი­ე­ლის შე­სა­მო­სე­ლი და ხატი ერთი სა­ა­თით გა­მა­ტა­ნო­თო. და­თან­ხმდა მღვდე­ლი. ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ, პე­რან­გი და ხატი უგო­ნო ემიგ­რანტს გულ­ზე და­ა­დო და მამა გაბ­რი­ელს სთხო­ვა, 8 წე­ლია ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ უნა­ხავს, მათი ნახ­ვის შანსს ნუ გა­უქ­რობ, გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლეო. ავად­მყო­ფი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არა­ფერ­ზე რე­ა­გი­რებ­და, ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს ხელ­ზე ჩა­ე­ბღა­უ­ჭა, ნიშ­ნად, რომ ეს­მო­და. ამ სას­წა­ულ­მა ექი­მე­ბიც კი გა­აკ­ვირ­ვა. დ ღეს ეს ქალი ცო­ცხა­ლია, საღ-სა­ლა­მა­თი და ცხოვ­რე­ბას ჩვე­ულ რიტ­მში აგ­რძე­ლებს,"- გვი­ამ­ბობს ნინო ფრუ­ი­ძე.

რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, ტა­ძარს მუდ­მი­ვად სტუმ­რობს. ერთ სა­ღა­მოს, მამა იო­ა­ნე ად­გილ­ზე არ დახ­ვდათ - მე­უღ­ლემ, პრეს­ვი­ტერ­მა გი­ორ­გი­ამ ხელი მო­ი­ტე­ხა და მღვდელ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა. გო­გო­ნე­ბი შინ გაბ­რუნ­დნენ. ღა­მით, ერთ-ერთს მამა გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ე­ცხა­და - რა­ტომ არ მო­ი­ლო­ცეთ, მე ხომ იქ დაგ­ხვდი­თო, უსაყ­ვე­დუ­რა.

ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს, ლა­მის სას­წა­უ­ლად მი­აჩ­ნია, ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის ტაძ­რის­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბაც. უმუ­შევ­რო­ბის, ვა­ლე­ბი­სა თუ სხვა პრობ­ლე­მე­ბის გამო, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დახ­ვე­წი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბის­თვის უცხო­ეთ­ში სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა, არც ისე ად­ვი­ლია. სა­ი­დუმ­ლო არა­ვის­თვი­საა, რომ ზოგი, არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოც­ვა­შიც ხვდე­ბა. "უნდა ნა­ხოთ, ეს ბი­ჭე­ბი, რო­გორ ლო­ცუ­ლო­ბენ და ევედ­რე­ბი­ან მამა გაბ­რი­ელს, ძალა მის­ცეს, იმ ჭა­ო­ბი­დან ამო­ვიდ­ნენ, რო­მელ­შიც ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ, უკუღ­მარ­თი ცხოვ­რე­ბის, გა­ჭირ­ვე­ბის, დაბ­ნე­უ­ლო­ბის გამო აღ­მოჩ­ნდნენ", - მომ­ლოც­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის შე­სა­ხებ ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი ცრემ­ლის გა­რე­შე ვერ გვი­ამ­ბობს. ემო­ცი­ას მა­ში­ნაც ვერ ფა­რავს, როცა გვიყ­ვე­ბა, წირ­ვის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, ბერ­ძნე­ბი მოთ­მი­ნე­ბით რო­გორ ელო­დე­ბი­ან რიგს, რათა მუხ­ლი მო­იდ­რი­კონ და წმინ­და­ნის ხატ­სა და უმკლა­ვო პე­რანგს ემ­თხვი­ონ. მამა იო­ა­ნეს­თვის კი ალ­ბათ არა­ნაკ­ლე­ბი სას­წა­უ­ლი მამა გაბ­რი­ე­ლის მის ეკ­ლე­სი­ა­ში მიბ­რძა­ნე­ბაა. უთ­ქვამს კი­დეც ერთხელ, ქა­და­გე­ბი­სას, რო­გო­რი უბ­რა­ლოც იყო ქარ­თვე­ლი ბერი, ისეთ ტა­ძარ­ში და­ი­ვა­ნაო.

ნინო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

მამა გაბრიელის სასწაულები საბერძნეთში

მამა გაბრიელის სასწაულები საბერძნეთში

18-19 წლის ბერძენი გოგონა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ტაძარში იმ იმედით მიიყვანეს, იქნებ, შვება იგრძნოსო, მაგრამ იმას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გოგონა ყავარჯნებს სამუდამოდ დაემშვიდობებოდა. ერთ-ერთი წირვის შემდეგ მამა იოანემ მამა გაბრიელის ხატთან, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა. თვითმხილველები ამბობენ, პარაკლისის დასრულებისთანავე, გოგონამ ყავარჯნები მოისროლა და ნაბიჯი გადადგაო: "ეს ნამდვილი სასწაული იყო. რაც უნდა მოგვეყოლა, ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელი ყოფილიყო. ხომ იცით, გაგონილს ნანახი სჯობიაო. ბერძნები თავად გახდნენ ამ სასწაულის მომსწრე - გოგონა დღემდე ამტკიცებს, ფეხზე მამა გაბრიელმა დამაყენაო".

კიდევ ერთი სასწაული მამა გაბრიელის უმკლავო პერანგს უკავშირდება. ნინო ქარჩხაძეს ნაცნობმა ემიგრანტმა დაურეკა, ჩემს მულს, როზა სხირელს მოტოციკლი დაეჯახა, უგონოდაა, ექიმები გადარჩენის იმედს არ გვაძლევენ, საავადმყოფოდან უნდა გამოწერონ და იქნებ საქართველოში მის გადაყვანაში დამეხმაროო. "შეწუხდა ქალბატონი ნინო. მამა იოანეს სთხოვა, იქნებ მამა გაბრიელის შესამოსელი და ხატი ერთი საათით გამატანოთო. დათანხმდა მღვდელი. ქალბატონმა ნინომ, პერანგი და ხატი უგონო ემიგრანტს გულზე დაადო და მამა გაბრიელს სთხოვა, 8 წელია ოჯახის წევრები არ უნახავს, მათი ნახვის შანსს ნუ გაუქრობ, გამოაჯანმრთელეო. ავადმყოფი, რომელიც მანამდე არაფერზე რეაგირებდა, ქალბატონ ნინოს ხელზე ჩაებღაუჭა, ნიშნად, რომ ესმოდა. ამ სასწაულმა ექიმებიც კი გააკვირვა. დ ღეს ეს ქალი ცოცხალია, საღ-სალამათი და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს,"- გვიამბობს ნინო ფრუიძე.

რამდენიმე ქართველი გოგონა, ტაძარს მუდმივად სტუმრობს. ერთ საღამოს, მამა იოანე ადგილზე არ დახვდათ - მეუღლემ, პრესვიტერმა გიორგიამ ხელი მოიტეხა და მღვდელმა საავადმყოფოში წაიყვანა. გოგონები შინ გაბრუნდნენ. ღამით, ერთ-ერთს მამა გაბრიელი გამოეცხადა - რატომ არ მოილოცეთ, მე ხომ იქ დაგხვდითო, უსაყვედურა.

ქალბატონ ნინოს, ლამის სასწაულად მიაჩნია, ქართველი ბიჭების ტაძრისკენ შემობრუნებაც. უმუშევრობის, ვალებისა თუ სხვა პრობლემების გამო, საზღვარგარეთ გადახვეწილი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის უცხოეთში სამსახურის შოვნა, არც ისე ადვილია. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ზოგი, არცთუ სასიამოვნო გარემოცვაშიც ხვდება. "უნდა ნახოთ, ეს ბიჭები, როგორ ლოცულობენ და ევედრებიან მამა გაბრიელს, ძალა მისცეს, იმ ჭაობიდან ამოვიდნენ, რომელშიც ნებით თუ უნებლიედ, უკუღმართი ცხოვრების, გაჭირვების, დაბნეულობის გამო აღმოჩნდნენ", - მომლოცველი ქართველი ახალგაზრდების შესახებ ემიგრანტი ქალბატონი ცრემლის გარეშე ვერ გვიამბობს. ემოციას მაშინაც ვერ ფარავს, როცა გვიყვება, წირვის შემდეგ, ქართველებთან ერთად, ბერძნები მოთმინებით როგორ ელოდებიან რიგს, რათა მუხლი მოიდრიკონ და წმინდანის ხატსა და უმკლავო პერანგს ემთხვიონ. მამა იოანესთვის კი ალბათ არანაკლები სასწაული მამა გაბრიელის მის ეკლესიაში მიბრძანებაა. უთქვამს კიდეც ერთხელ, ქადაგებისას, როგორი უბრალოც იყო ქართველი ბერი, ისეთ ტაძარში დაივანაო.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?