მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიწყოთ დიეტა
5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიწყოთ დიეტა

სა­ი­თაც არ გა­ი­ხე­დავ, მი­ნი­მუმ ერთი ნაც­ნო­ბი მა­ინც დი­ე­ტა­ზეა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლას ეზი­ზღე­ბა დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა. ამი­ტომ წარ­მო­გიდ­გენთ ხუთ მი­ზეზს, რა­ტომ უნდა თქვათ უარი დი­ე­ტა­ზე.

1. შიმ­ში­ლი ცუდ ადა­მი­ა­ნად გაქ­ცევს.

რო­დე­საც შიმ­ში­ლის გრძნო­ბა გა­წუ­ხებს, უნდა ჭამო, იმი­ტომ, რომ შიმ­ში­ლი არის სხე­უ­ლის გზა, შე­გა­ტყო­ბი­ნოს, რომ მეტი კა­ლო­რია ჭირ­დე­ბა, რად­გან ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. რა თქმა უნდა, ათა­სო­ბით კა­ლო­რი­ის მი­ღე­ბა კარ­გი არაა, მაგ­რამ თუ სა­კუ­თარ სხე­ულს უს­მენ და შიმ­ში­ლის მი­ნიშ­ნე­ბებს კი­თხუ­ლობ, იმ­დე­ნი არ უნდა ჭამო, რომ გას­კდე. თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შია, ბრა­ზი­ა­ნი და აუ­ტა­ნე­ლი ხდე­ბა. ამი­ტომ, ნუ იქ­ნე­ბი ეგო­ის­ტი და იფიქ­რე სხვებ­ზეც.

2. დი­ე­ტა გიქ­მნის ილუ­ზი­ას, რომ წო­ნის დაკ­ლე­ბის შემ­დეგ შენი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი გახ­დე­ბა. ეს ტყუ­ი­ლია. ჯობს ის დრო და ენერ­გია, რო­მელ­საც დი­ე­ტებ­ზე ხარ­ჯავ, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რულ­ში და­ხარ­ჯო. წახ­ვი­დე და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ზე­ი­მი მო­უ­წყო ორ­გა­ნიზმს.

3. საჭ­მე­ლი გემ­რი­ე­ლია, სი­ცო­ცხლე კი ხან­მოკ­ლე.

ისე, რომ ვერც მო­ას­წრებ უკან მო­ხედ­ვას, ადრე თუ გვი­ან ყვე­ლა­ნი მი­წას მი­ვე­ბა­რე­ბით, ამი­ტომ არ ჯობს ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი წუთი დავ­ტკბეთ თუნ­დაც შო­კო­ლა­დის ნა­ყი­ნის ჭა­მით? შე­გიძ­ლი­ათ დი­ე­ტა იმ­ქვეყ­ნად და­იც­ვათ.

4. დიდი ალ­ბა­თო­ბით, დი­ე­ტის შემ­დეგ ისევ მო­ი­მა­ტებ წო­ნა­ში.

დი­ე­ტა ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში არ ამარ­თლებს. ამი­ტომ სჯობს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად იკ­ვე­ბო, ცო­ტა­თი ივარ­ჯი­შო კი­დეც და ში­გა­და­შიგ შო­კო­ლა­დის ნამ­ცხვა­რიც მი­ირ­თვა. ხომ უკე­თე­სად ჟღერს?

5. ის უგემ­რი­ე­ლე­სი საკ­ვე­ბი, რო­მელ­ზეც უარს ეუბ­ნე­ბი ორ­გა­ნიზმს.

კარ­ტო­ფი­ლი ფრი, პიცა, შო­კო­ლა­დის ტორ­ტი, კა­რა­მე­ლის ნა­ყი­ნი, ჩიზ­ბურ­გე­რი, გა­ვაგ­რძე­ლო ჩა­მოთ­ვლა? ამი­ტომ გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი სხე­უ­ლი ისე­თი, რო­გო­რა­დაც კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობთ თავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია cosmopolitan.com-ს მი­ხედ­ვით.

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიწყოთ დიეტა

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიწყოთ დიეტა

საითაც არ გაიხედავ, მინიმუმ ერთი ნაცნობი მაინც დიეტაზეა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეზიზღება დიეტაზე ყოფნა. ამიტომ წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, რატომ უნდა თქვათ უარი დიეტაზე.

1. შიმშილი ცუდ ადამიანად გაქცევს.

როდესაც შიმშილის გრძნობა გაწუხებს, უნდა ჭამო, იმიტომ, რომ შიმშილი არის სხეულის გზა, შეგატყობინოს, რომ მეტი კალორია ჭირდება, რადგან ენერგიის ნაკლებობას განიცდის. რა თქმა უნდა, ათასობით კალორიის მიღება კარგი არაა, მაგრამ თუ საკუთარ სხეულს უსმენ და შიმშილის მინიშნებებს კითხულობ, იმდენი არ უნდა ჭამო, რომ გასკდე. თან აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელსაც შია, ბრაზიანი და აუტანელი ხდება. ამიტომ, ნუ იქნები ეგოისტი და იფიქრე სხვებზეც.

2. დიეტა გიქმნის ილუზიას, რომ წონის დაკლების შემდეგ შენი ცხოვრება უკეთესი გახდება. ეს ტყუილია. ჯობს ის დრო და ენერგია, რომელსაც დიეტებზე ხარჯავ, საკუთარი თავის სიყვარულში დახარჯო. წახვიდე და კულინარიული ზეიმი მოუწყო ორგანიზმს.

3. საჭმელი გემრიელია, სიცოცხლე კი ხანმოკლე.

ისე, რომ ვერც მოასწრებ უკან მოხედვას, ადრე თუ გვიან ყველანი მიწას მივებარებით, ამიტომ არ ჯობს ცხოვრების ყოველი წუთი დავტკბეთ თუნდაც შოკოლადის ნაყინის ჭამით? შეგიძლიათ დიეტა იმქვეყნად დაიცვათ.

4. დიდი ალბათობით, დიეტის შემდეგ ისევ მოიმატებ წონაში.

დიეტა ძირითად შემთხვევაში არ ამართლებს. ამიტომ სჯობს დაბალანსებულად იკვებო, ცოტათი ივარჯიშო კიდეც და შიგადაშიგ შოკოლადის ნამცხვარიც მიირთვა. ხომ უკეთესად ჟღერს?

5. ის უგემრიელესი საკვები, რომელზეც უარს ეუბნები ორგანიზმს.

კარტოფილი ფრი, პიცა, შოკოლადის ტორტი, კარამელის ნაყინი, ჩიზბურგერი, გავაგრძელო ჩამოთვლა? ამიტომ გიყვარდეთ თქვენი სხეული ისეთი, როგორადაც კომფორტულად გრძნობთ თავს.

 

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს