მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უკერავს კაბებს ნინი ბადურაშვილს
ვინ უკერავს კაბებს ნინი ბადურაშვილს

ნინო ბა­ბუ­ხა­დია ერთ-ერთი დი­ზა­ი­ნე­რია რამ­დე­ნი­მე­თა­გან, რო­მე­ლიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს. შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა რამ­დე­ნი­მე მო­დე­ლი­ერ­თან მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კა ამ სე­ზონ­ზე და­ნერ­გეს და ფაქ­ტია, რომ გა­ა­მარ­თლა - ჩაც­მუ­ლო­ბით კმა­ყო­ფი­ლია ჟი­უ­რი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და მა­ყუ­რე­ბე­ლიც. ნინო "ცეკ­ვე­ბის" პა­რა­ლე­ლუ­რად სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზეც მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე წა­რად­გი­ნა.

- 2006 წელს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და­ვამ­თავ­რე, და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ზე მეტი პრა-ქტი­კის­თვის სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნერ­თან ვმუ­შა­ობ­დი, მერე დი­ზა­ი­ნის მხრივ სხვა სფე­რო­შიც მოვ­სინ­ჯე თავი, მაგ­რამ ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ მოდა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და და 2012 წელს ჩემი ატე­ლიე გა­ვა­კე­თე. იმა­ვე წელს წი­ნა­სა­შო­ბაო მო­დის კვი­რე­ულ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. შემ­დეგ სე­ზონ­ზე გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო მო­დის კვი­რე­უ­ლი არ ჩა­ტარ­და, იმ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე დი­ზა­ი­ნე­რი გა­ვემ­გზავ­რეთ ყა­ზა­ხეთ­ში, ალმა-ატა­ში, სა­დაც მო­ე­წყო სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ე­ბი, გვქონ­და ჩვე­ნე­ბა, იქვე გა­ი­ყი­და კო­ლექ­ცი­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ვა­კე­თეთ ახა­ლი კო­ლექ­ცია პა­რიზ­ში სოფო ჭყო­ნი­ას­თან "Georgian Art Day"-ზე გა­სა­ტა­ნად. იქაც გაგ­ვიც­ნო ხალ­ხმა, ინ­ფორ­მა­ცია შე­ვაგ­რო­ვეთ, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ მო­ვის­მი­ნეთ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და დავ­ბრუნ­დით.

სამ­წუ­ხა­როდ, შემ­დეგ მო­დის კვი­რე­ულ­ში ვერ ჩა­ვერ­თე, ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა. ჩემი კო­ლექ­ცი­ე­ბი ვი­ზუ­ა­ლუ­რად არას­დროს არ არის ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი, მაგ­რამ კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი უფრო რთუ­ლია, ძი­რი­თა­დად, ორ­გან­ზა­სა და აბ­რე­შუმ­ზე ვმუ­შა­ობ, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ ძნე­ლად მუ­შავ­დე­ბა, ამი­ტომ ცუ­დის გა­კე­თე­ბას ვარ­ჩიე, სა­ერ­თოდ არ მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­სულ კვი­რას კი გა­ვი­ტა­ნე ჩემი კო­ლექ­ცია მო­დის კვი­რე­ულ­ზე და ყვე­ლა­ფერ­მა საკ­მა­ოდ კარ­გად ჩა­ი­ა­რა. კუ­ლი­სე­ბი­დან ძნე­ლია გა­ა­კონ­ტრო­ლო, რა ხდე­ბა გა­რეთ, როცა გი­ლო­ცა­ვენ და ბევრ თბილ სი­ტყვას გე­უბ­ნე­ბი­ან, გა­მო­გაქვს დას­კვნა, ვის რო­გორ მო­ე­წო­ნა, მა-გრამ იმ­დე­ნად ბევ­რი ხალ­ხი იყო, გა­ო­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე, რომ გა­მო­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, და­ვი­ბე­ნი და მა­ლე­ვე შე­ვე­დი უკან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ვინ უკერავს კაბებს ნინი ბადურაშვილს

ვინ უკერავს კაბებს ნინი ბადურაშვილს

ნინო ბაბუხადია ერთ-ერთი დიზაინერია რამდენიმეთაგან, რომელიც ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილეების ჩაცმულობაზე ზრუნავს. შოუს ორგანიზატორებმა რამდენიმე მოდელიერთან მუშაობის პრაქტიკა ამ სეზონზე დანერგეს და ფაქტია, რომ გაამართლა - ჩაცმულობით კმაყოფილია ჟიური, მონაწილეები და მაყურებელიც. ნინო ''ცეკვების'' პარალელურად საკუთარ კოლექციაზეც მუშაობდა, რომელიც გასულ კვირას თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინა.

- 2006 წელს სამხატვრო აკადემია დავამთავრე, დაახლოებით წელიწადზე მეტი პრა-ქტიკისთვის სხვადასხვა დიზაინერთან ვმუშაობდი, მერე დიზაინის მხრივ სხვა სფეროშიც მოვსინჯე თავი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ მოდა ყველაზე მეტად მიყვარდა და 2012 წელს ჩემი ატელიე გავაკეთე. იმავე წელს წინასაშობაო მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ სეზონზე გარკვეული პრობლემების გამო მოდის კვირეული არ ჩატარდა, იმ პერიოდში რამდენიმე დიზაინერი გავემგზავრეთ ყაზახეთში, ალმა-ატაში, სადაც მოეწყო საქართველოს დღეები, გვქონდა ჩვენება, იქვე გაიყიდა კოლექციები და საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე თვეში გავაკეთეთ ახალი კოლექცია პარიზში სოფო ჭყონიასთან ''Georgian Art Day''-ზე გასატანად. იქაც გაგვიცნო ხალხმა, ინფორმაცია შევაგროვეთ, ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ, გავითვალისწინეთ და დავბრუნდით.

სამწუხაროდ, შემდეგ მოდის კვირეულში ვერ ჩავერთე, ფიზიკურად ვერ მოვასწარი მომზადება. ჩემი კოლექციები ვიზუალურად არასდროს არ არის ძალიან გადატვირთული, მაგრამ კონსტრუქციები უფრო რთულია, ძირითადად, ორგანზასა და აბრეშუმზე ვმუშაობ, რომლებიც საკმაოდ ძნელად მუშავდება, ამიტომ ცუდის გაკეთებას ვარჩიე, საერთოდ არ მიმეღო მონაწილეობა, გასულ კვირას კი გავიტანე ჩემი კოლექცია მოდის კვირეულზე და ყველაფერმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. კულისებიდან ძნელია გააკონტროლო, რა ხდება გარეთ, როცა გილოცავენ და ბევრ თბილ სიტყვას გეუბნებიან, გამოგაქვს დასკვნა, ვის როგორ მოეწონა, მა-გრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო, გაოცება ვერ დავმალე, რომ გამოვედი და დავინახე, დავიბენი და მალევე შევედი უკან.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება