პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამთილის აღსარება: ''რძალი გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება''
დედამთილის აღსარება: ''რძალი გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება''

ალ­ბათ, რთუ­ლია გა­უ­გო ქალს, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ ბევ­რი ცოდ­ვა მი­უ­ძღვის რძლის წი­ნა­შე, მაგ­რამ დღეს ქალ­ბა­ტო­ნი ამა­ლია გულ­წრფე­ლად ნა­ნობს, რომ სხვი­სი შვი­ლი უბე­დუ­რე­ბის­თვის გა­წი­რა და ახლა სა­კუ­თა­რი ეღუ­პე­ბა.

- ჩემი ერ­თა­დერ­თი ბი­ჭის და­ქორ­წი­ნე­ბის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი. 35 წლის გახ­ლდით, მე­უღ­ლე რომ და­მე­ღუ­პა და მა­მუ­კა მარ­ტომ გავ­ზარ­დე. დედა-შვი­ლიც ვი­ყა­ვით, მე­გობ­რე­ბიც და რა ვიცი, მას­ზე ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი არა­ვინ მყავ­და გარ­შე­მო. 23 წლის იყო, თა­ვი­სი კურ­სე­ლი გო­გო­ნას ცო­ლად მოყ­ვა­ნა რომ გა­და­წყვი­ტა. ლელა ცუდი გოგო არ იყო, მაგ­რამ ჩემს დე­დი­სერ­თას ოჯა­ხის შექ­მნის­თვის ვერ ვი­მე­ტებ­დი, არ და­მი­ჯე­რა.

- რძალს რო­გორ შეხ­ვდით?

- ცუ­დად არ შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ არც თან გა­დავ­ყო­ლი­ვარ. ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი სა­გან­გე­ბოდ გა­დავ­მა­ლე და არ მი­ვე­ცი. მხო­ლოდ ერთი, ჩემი დე­დამ­თი­ლის ნა­ჩუ­ქა­რი ბე­ჭე­დი ვა­ჩუ­ქე. ცუ­დად არ იქ­ცე­ო­და, წყნა­რი გო­გო­ნა აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ალ­ბათ ხვდე­ბო­და, რომ მას­ზე არ ვგიჟ­დე­ბო­დი და ცდი­ლობ­და, დღის დიდი ნა­წი­ლი დე­დას­თან გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. შინ მა­შინ ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც მა­მუ­კას სამ­სა­ხუ­რი­დან მოს­ვლის დრო იყო. ჩემი შვი­ლი დის­ტრი­ბუ­ტო­რად მუ­შა­ობ­და და ხელ­ფა­სი 500 ლარი ჰქონ­და. მე არ ვმუ­შა­ობ­დი, პენ­სი­ის ასა­კი­საც არ ვარ, ორ ბავ­შვს ვამ­ზა­დებ­დი გე­ოგ­რა­ფი­ა­ში. ერთ დღეს ნა­თე­სა­ვის­გან გა­ვი­გე, რომ მისი შვი­ლი სა­მუ­შა­ოდ გერ­მა­ნი­ა­ში მი­დი­ო­და და მა­მუ­კა­საც შე­ვუჩ­ნდი. ერთი წლის მოყ­ვა­ნი­ლი ცოლი ოთხი თვის ფეხ­მძი­მე და­ვა­ტო­ვე­ბი­ნე და გერ­მა­ნი­ა­ში ძა­ლით გავ­გზავ­ნე.

- 23 წლის ბიჭი ძა­ლით რო­გორ გაგ­ზავ­ნეთ?

- სას­წა­უ­ლად და­ვუ­ხა­ტე ყვე­ლა­ფე­რი. იქი­დან ფულს გა­მოგ­ზავ­ნი, მო­გიგ­რო­ვებ და მერე შენ და ლელა ცალ­კე იყი­დით ბი­ნას-მეთ­ქი. რაც და­ნა­ზო­გი გვქონ­და, მის გამ­გზავ­რე­ბა­ში დავ­ხარ­ჯეთ და მა­მუ­კა გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და.

- რძა­ლი ამ დროს ხმას არ იღებ­და?

- არა­ვის გვი­კი­თხავს მის­თვის აზრი, ალ­ბათ, გულ­ში მწყევ­ლი­და კი­დეც და ვე­ზი­ზღე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემ წი­ნა­ა­აღ­მდეგ ვერ წა­ვი­და. მა­მუ­კა რომ გაფ­რინ­და, მე­ო­რე დღეს ლე­ლამ ბარ­გი ჩა­ა­ლა­გა და სა­ცხოვ­რებ­ლად დე­დას­თან დაბ­რუნ­და. ხმა არ ამო­უ­ღია, არც დამმშვი­დო­ბე­ბია. ორი კვი­რის მერე და­ვუ­რე­კე და დე­და­მი­სის­გან გა­ვი­გე, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა და გოგო ძლივს გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დედამთილის აღსარება: ''რძალი გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება''

დედამთილის აღსარება: ''რძალი გავაუბედურე და ახლა შვილი მიკვდება''

ალბათ, რთულია გაუგო ქალს, რომელსაც საკმაოდ ბევრი ცოდვა მიუძღვის რძლის წინაშე, მაგრამ დღეს ქალბატონი ამალია გულწრფელად ნანობს, რომ სხვისი შვილი უბედურებისთვის გაწირა და ახლა საკუთარი ეღუპება.

- ჩემი ერთადერთი ბიჭის დაქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. 35 წლის გახლდით, მეუღლე რომ დამეღუპა და მამუკა მარტომ გავზარდე. დედა-შვილიც ვიყავით, მეგობრებიც და რა ვიცი, მასზე ერთგული ადამიანი არავინ მყავდა გარშემო. 23 წლის იყო, თავისი კურსელი გოგონას ცოლად მოყვანა რომ გადაწყვიტა. ლელა ცუდი გოგო არ იყო, მაგრამ ჩემს დედისერთას ოჯახის შექმნისთვის ვერ ვიმეტებდი, არ დამიჯერა.

- რძალს როგორ შეხვდით?

- ცუდად არ შევხვედრივარ, მაგრამ არც თან გადავყოლივარ. ოქროს სამკაულები საგანგებოდ გადავმალე და არ მივეცი. მხოლოდ ერთი, ჩემი დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი ვაჩუქე. ცუდად არ იქცეოდა, წყნარი გოგონა აღმოჩნდა, მაგრამ ალბათ ხვდებოდა, რომ მასზე არ ვგიჟდებოდი და ცდილობდა, დღის დიდი ნაწილი დედასთან გაეტარებინა. შინ მაშინ ბრუნდებოდა, როდესაც მამუკას სამსახურიდან მოსვლის დრო იყო. ჩემი შვილი დისტრიბუტორად მუშაობდა და ხელფასი 500 ლარი ჰქონდა. მე არ ვმუშაობდი, პენსიის ასაკისაც არ ვარ, ორ ბავშვს ვამზადებდი გეოგრაფიაში. ერთ დღეს ნათესავისგან გავიგე, რომ მისი შვილი სამუშაოდ გერმანიაში მიდიოდა და მამუკასაც შევუჩნდი. ერთი წლის მოყვანილი ცოლი ოთხი თვის ფეხმძიმე დავატოვებინე და გერმანიაში ძალით გავგზავნე.

- 23 წლის ბიჭი ძალით როგორ გაგზავნეთ?

- სასწაულად დავუხატე ყველაფერი. იქიდან ფულს გამოგზავნი, მოგიგროვებ და მერე შენ და ლელა ცალკე იყიდით ბინას-მეთქი. რაც დანაზოგი გვქონდა, მის გამგზავრებაში დავხარჯეთ და მამუკა გერმანიაში სამუშაოდ წავიდა.

- რძალი ამ დროს ხმას არ იღებდა?

- არავის გვიკითხავს მისთვის აზრი, ალბათ, გულში მწყევლიდა კიდეც და ვეზიზღებოდი, მაგრამ ჩემ წინაააღმდეგ ვერ წავიდა. მამუკა რომ გაფრინდა, მეორე დღეს ლელამ ბარგი ჩაალაგა და საცხოვრებლად დედასთან დაბრუნდა. ხმა არ ამოუღია, არც დამმშვიდობებია. ორი კვირის მერე დავურეკე და დედამისისგან გავიგე, რომ ნერვიულობისგან მუცელი მოეშალა და გოგო ძლივს გადაურჩენიათ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია