საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის
პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის

ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სა­ხე­ლით, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბი­სა­მებრ და სა­თა­ნა­დო გა­შუ­ქე­ბის მო­თხოვ­ნით და­ი­წყო ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. პე­ტი­ცი­ა­ზე ხე­ლის მო­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ ბმულ­ზე.

აქვე გთა­ვა­ზობთ პე­ტი­ცი­ის ტექსტს უც­ვლე­ლად:

"ჩვენ, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, წი­ნამ­დე­ბა­რე პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მომ­წერ­ნი, ვი­თხოვთ, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" დამ­სა­ხუ­რე­ბი­სა­მებრ გა­ა­შუ­ქოს ქარ­თუ­ლი რაგ­ბი:

- ეროვ­ნუ­ლი და ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის სა­ში­ნაო და გას­ვლი­თი მატ­ჩე­ბი;

- ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის სა­ევ­რო­თა­სო ას­პა­რეზ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ში­ნაო და გას­ვლი­თი მატ­ჩე­ბი;

- ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ტუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი მატ­ჩე­ბი;

- "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" უზ­რუნ­ველ­ყოს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი სა­რაგ­ბო გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა,

რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მი­მო­ხილ­ვას, ინ­ფორ­მა­ცი­ულ და ანა­ლი­ტი­კურ სი­უ­ჟე­ტებს.

ცნო­ბი­ლია, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი სა­მა­უ­წყებ­ლო არ­ხით, რომ­ლე­ბიც ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯე­ტი­დან, ანუ პირ­და­პირ თუ ირი­ბად სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი თხოვ­ნის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლიც, სწო­რედ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თაა - დამ­სა­ხუ­რე­ბი­სა­მებრ და სა­კად­რი­სად გა­შუქ­დეს ქარ­თუ­ლი რაგ­ბი.

ჩვე­ნი თხოვ­ნა ეხე­ბა რაგ­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის იმ აუ­ცი­ლე­ბელ ელე­მენტს, რა­საც მე­დი­ა­სივ­რცის დათ­მო­ბა ჰქვია. მა­გა­ლი­თის­თვის გაც­ნო­ბებთ, რომ დას­წრე­ბა სა­რაგ­ბო ბა­ტა­ლი­ებ­ზე არ­ნა­ხუ­ლად მზარ­დია:

- ერთა თა­სის მატ­ჩებ­ზე სა­შუ­ა­ლოდ ოცი-ოც­და­ხუ­თი ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი;

- რუ­მი­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ოც­და­ა­თი ათა­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი;

- რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას კი ორ­მოც­და­ა­თი ათა­სამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი;

- ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებ­ზე ხუ­თა­სი­დან ათას გულ­შე­მატ­კივ­რამ­დე (2013/14 - 2014/15 სე­ზო­ნი)

- პლეი ოფებ­ზე ავ­ჭა­ლი­სა თუ შე­ვარ­დე­ნის სტა­დი­ო­ნე­ბი (და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 ად­გი­ლი) პირ­თამ­დე ივ­სე­ბა.

- ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალს რვა ათა­სამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­ეს­წრო 2013-14 წლე­ბის სე­ზონ­ში.

- წელს "თბი­ლი­სის კავ­კა­სი­ე­ლე­ბის" სა­ევ­რო­თა­სო ას­პა­რე­ზო­ბას - ათი ათა­სამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

წელს "ბორ­ჯღა­ლოს­ნებს" ოც­და­ხუ­თი წელი შე­უს­რულ­დათ. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბოლო ოთხი-ხუთი წლის მან­ძილ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა:

ზე­დი­ზედ მე­ო­თხედ ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მსოფ­ლო თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ზე, თორ­მე­ტი გა­თა­მა­შე­ბი­დან შვიდ­ჯერ მო­ვი­პო­ვეთ ევ­რო­პის ერთა თასი (2011 წლი­დან ზე­დი­ზედ ოთხჯერ), სა­დაც ოთხჯერ შე­ვას­რუ­ლეთ "დიდი სლე­მი" (ვძლი­ეთ ყვე­ლა მე­ტო­ქეს), თხუთ­მე­ტი გა­თა­მა­შე­ბი­დან ცხრა­ჯერ ვი­მარ­ჯვეთ "უმ­ცროს ექვს ერზე" (U18).

დღეს­დღე­ო­ბით სა­მოც­და­ათ­ზე მეტი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­რაგ­ბო კლუ­ბი ფიქ­სირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ათი ათა­სამ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნი; ბოლო წლე­ბია გა­აქ­ტი­ურ­და ჩარ­თუ­ლო­ბა სა­მოყ­ვა­რუ­ლო რაგ­ბი­შიც, რისი დას­ტუ­რი­ცაა: ყო­ველ­წლი­უ­რი ტურ­ნი­რი "ქვი­შის რაგ­ბი­ში", სა­დაც წელს ბა­თუმს ოც­და­ა­თამ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი თუ სა­მოყ­ვა­რუ­ლო გუნ­დი ეწ­ვია. სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლე­ბელ­ში კი "შვიდ­კა­ცა" რაგ­ბის გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტურ ლი­გა­ში ას­პა­რე­ზო­ბენ.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თა­ვად გან­სა­ჯეთ, თუ რა როლს ითა­მა­შებს ტე­ლე­ე­თე­რის რაგ­ბის­თვის გა­მო­ყო­ფა შემ­დგომ პროგ­რეს­ში, რამ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი ზრდის პერ­სპექ­ტი­ვის ფონ­ზე, ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ზღურ­ბლზე მდგო­მი კერ­ძო (სა­მე­წარ­მეო) სექ­ტო­რი.

ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თხოვ­ნა სცილ­დე­ბა მხო­ლოდ წმინ­და სპორ­ტულ თე­მა­ტი­კას და მას სო­ცი­ა­ლუ­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და გნე­ბავთ, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი დატ­ვირ­თვაც გა­აჩ­ნია.

რაგ­ბი ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა. რაგ­ბი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის სწო­რად აღ­ზრდის, მა­ღა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ზი­ა­რე­ბის, ღრმა ში­ნა­არ­სის სის­ტე­მაა, სის­ტე­მა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად არის ჩაბ­მუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე:

- რაგ­ბი არას­რულ­წლო­ვან მსჯავ­რდე­ბულ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გა;

- ქარ­თუ­ლი სა­რაგ­ბო თემი დღემ­დე აქ­ტი­უ­რად არის ჩაბ­მუ­ლი კამ­პა­ნი­ა­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ;

- ქარ­თუ­ლი სა­რაგ­ბო თემი ასე­ვე აქ­ტი­უ­რად არის ჩაბ­მუ­ლი კამ­პა­ნი­ა­ში "გა­ი­ღე სის­ხლი, გა­და­არ­ჩი­ნე სი­ცო­ცხლე";

- ეთ­ნი­კუ­რად თუ რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მრა­ვალ­ფე­რო­ვან რე­გი­ო­ნებ­ში ხელს უწყობს მო­ქა­ლა­ქე­თა და­ახ­ლო­ე­ბას (პან­კი­სის ხე­ო­ბა, ქვე­მო ქარ­თლი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი).

ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­სა, სა­დაც ქარ­თუ­ლი რაგ­ბი სა­ხელ­მწი­ფოს თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის პროგ­რე­სის გა­რან­ტი კი ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი რაგ­ბი­სა და "ბორ­ჯღა­ლო­სან­თა" წარ­მა­ტე­ბე­ბია - წარ­მა­ტე­ბე­ბი, რო­მელ­თა ხელ­შე­წყო­ბაც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ვა­ლია.

ქარ­თუ­ლი რაგ­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის

პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის

ქართული რაგბის გულშემატკივრების სახელით, ქართული რაგბის დამსახურებისამებრ და სათანადო გაშუქების მოთხოვნით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

აქვე გთავაზობთ პეტიციის ტექსტს უცვლელად:

"ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრები, წინამდებარე პეტიციაზე ხელმომწერნი, ვითხოვთ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" დამსახურებისამებრ გააშუქოს ქართული რაგბი:

- ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების საშინაო და გასვლითი მატჩები;

- ქართული კლუბების საევროთასო ასპარეზზე ჩატარებული საშინაო და გასვლითი მატჩები;

- ეროვნული ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩები;

- "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უზრუნველყოს ყოველკვირეული სარაგბო გადაცემის მომზადება,

რომელიც მოემსახურება ეროვნული ჩემპიონატის მიმოხილვას, ინფორმაციულ და ანალიტიკურ სიუჟეტებს.

ცნობილია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოდგენილია ორი სამაუწყებლო არხით, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ანუ პირდაპირ თუ ირიბად საზოგადოების მხრიდან, შესაბამისად, ჩვენი თხოვნის ამოსავალი წერტილიც, სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების დაკვეთაა - დამსახურებისამებრ და საკადრისად გაშუქდეს ქართული რაგბი.

ჩვენი თხოვნა ეხება რაგბის პოპულარიზაციისთვის იმ აუცილებელ ელემენტს, რასაც მედიასივრცის დათმობა ჰქვია. მაგალითისთვის გაცნობებთ, რომ დასწრება სარაგბო ბატალიებზე არნახულად მზარდია:

- ერთა თასის მატჩებზე საშუალოდ ოცი-ოცდახუთი ათასი გულშემატკივარი;

- რუმინეთთან დაპირისპირებისას ოცდაათი ათასი გულშემატკივარი;

- რუსეთთან დაპირისპირებისას კი ორმოცდაათი ათასამდე გულშემატკივარი;

- ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ხუთასიდან ათას გულშემატკივრამდე (2013/14 - 2014/15 სეზონი)

- პლეი ოფებზე ავჭალისა თუ შევარდენის სტადიონები (დაახლოებით 2 000 ადგილი) პირთამდე ივსება.

- ეროვნული ჩემპიონატის ფინალს რვა ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო 2013-14 წლების სეზონში.

- წელს "თბილისის კავკასიელების" საევროთასო ასპარეზობას - ათი ათასამდე გულშემატკივარი.

წელს "ბორჯღალოსნებს" ოცდახუთი წელი შეუსრულდათ. ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე, განსაკუთრებული ტემპით ვითარდება სპორტის ეს სახეობა:

ზედიზედ მეოთხედ ვიღებთ მონაწილეობას მსოფლო თასის გათამაშებაზე, თორმეტი გათამაშებიდან შვიდჯერ მოვიპოვეთ ევროპის ერთა თასი (2011 წლიდან ზედიზედ ოთხჯერ), სადაც ოთხჯერ შევასრულეთ "დიდი სლემი" (ვძლიეთ ყველა მეტოქეს), თხუთმეტი გათამაშებიდან ცხრაჯერ ვიმარჯვეთ "უმცროს ექვს ერზე" (U18).

დღესდღეობით სამოცდაათზე მეტი რეგისტრირებული სარაგბო კლუბი ფიქსირდება საქართველოში, ათი ათასამდე პროფესიონალი სპორტსმენი; ბოლო წლებია გააქტიურდა ჩართულობა სამოყვარულო რაგბიშიც, რისი დასტურიცაა: ყოველწლიური ტურნირი "ქვიშის რაგბიში", სადაც წელს ბათუმს ოცდაათამდე პროფესიონალური თუ სამოყვარულო გუნდი ეწვია. სხვადასხვა სასწავლებელში კი "შვიდკაცა" რაგბის გუნდები, რომლებიც სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობენ.

ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, თავად განსაჯეთ, თუ რა როლს ითამაშებს ტელეეთერის რაგბისთვის გამოყოფა შემდგომ პროგრესში, რამდენად დაინტერესდება ფინანსური ზრდის პერსპექტივის ფონზე, ევროპული ოჯახის ზღურბლზე მდგომი კერძო (სამეწარმეო) სექტორი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თხოვნა სცილდება მხოლოდ წმინდა სპორტულ თემატიკას და მას სოციალური, საზოგადოებრივი და გნებავთ, სახელმწიფოებრივი დატვირთვაც გააჩნია.

რაგბი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა. რაგბი მომავალი თაობების სწორად აღზრდის, მაღალი ფასეულობების ზიარების, ღრმა შინაარსის სისტემაა, სისტემა, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე:

- რაგბი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად წარმოგვიდგა;

- ქართული სარაგბო თემი დღემდე აქტიურად არის ჩაბმული კამპანიაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ;

- ქართული სარაგბო თემი ასევე აქტიურად არის ჩაბმული კამპანიაში "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე";

- ეთნიკურად თუ რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან რეგიონებში ხელს უწყობს მოქალაქეთა დაახლოებას (პანკისის ხეობა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი).

ეს მხოლოდ ნაწილია იმ ჩამონათვალისა, სადაც ქართული რაგბი სახელმწიფოს თუ საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

ყოველივე ზემოხსენებულის პროგრესის გარანტი კი ზოგადად, ქართული რაგბისა და "ბორჯღალოსანთა" წარმატებებია - წარმატებები, რომელთა ხელშეწყობაც თითოეული ჩვენგანის ვალია.

ქართული რაგბის გულშემატკივრები".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია