მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცმა თავისი ყოფილი ცოლი ბიძაშვილის ქორწილში პატარძლად იხილა
კაცმა თავისი ყოფილი ცოლი ბიძაშვილის ქორწილში პატარძლად იხილა

რამ­დე­ნი­მე წლის წინ იმე­რე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში უზარ­მა­ზა­რი სა­ქორ­წი­ლო სუფ­რა გა­ი­შა­ლა. 400 სტუ­მარს შო­რის იყ­ვნენ რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქი­დან, ისე უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი. სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა ჰქონ­და ნეფე-პა­ტარ­ძალს, მა­ყარს და და­ნარ­ჩენ სტუმ­რებს, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, როცა ქორ­წი­ლის მი­წუ­რულს სუფ­რას­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი სტუ­მა­რი გა­მოჩ­ნდა. ის სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ჩა­მოფ­რინ­და რუ­სე­თი­დან, სა­დაც ის რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და...

სოფო:

- ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლის ქორ­წი­ლის დღეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ამინ­დი და­ემ­თხვა. მსგავ­სი სა­ნა­ხა­ო­ბა არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო: გა­რე­მო, ეზო­ში გაშ­ლი­ლი სუფ­რა, სტუმ­რე­ბი, სიმ­ღე­რა... თავი XIX სა­უ­კუ­ნე­ში მე­გო­ნა. მარ­თა­ლია, სტუმ­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მოს­ში იყ­ვნენ გა­მო­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ ნე­ფე­სა და მეჯ­ვა­რეს ჩო­ხე­ბი ეც­ვათ, პა­ტარ­ძალს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კაბა, ხოლო მის მე­გო­ბარს აჭა­რე­ლი ქა­ლის ტა­ნი­სა­მო­სი. უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით რო­გორც ჩვენ - ბი­ჭის მხა­რე, ისე რძლის დედა და ნა­თე­სა­ვე­ბი. ვი­ცო­დით, რომ და­თომ და იამ ერ­თმა­ნე­თი ინ­ტერ­ნეტ­ში რო­მე­ლი­ღაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს. ია თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, დათო კი სო­ფელ­ში. ერთხე­ლაც შემ­თხვე­ვით შეხ­ვდნენ ქუ­თა­ის­ში. დათო იქ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ქე­ი­ფოდ ჩა­ვი­და, იას კი თა­ვის მოს­წავ­ლე­ე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. ია პე­და­გო­გია, სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. მარ­თა­ლია, და­თოს ია იქამ­დე მხო­ლოდ ფო­ტო­ებ­ზე ჰყავ­და ნა­ნა­ხი, მაგ­რამ მა­შინ­ვე უც­ნია და გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია. იმა­ვე დღეს მი­უ­ტო­ვე­ბია ძმა­კა­ცე­ბი და ავ­ტო­ბუსს, რო­მე­ლი­თაც იამ ბავ­შვე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­იყ­ვა­ნა, თბი­ლის­ში გაჰ­ყო­ლია. როცა მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი მშობ­ლებს ჩა­ა­ბა­რა, და­თოს ია სა­ვახ­შმოდ და­უ­პა­ტი­ჟე­ბია. ასე და­ახ­ლოვ­დნენ, მერე ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე მოხ­და. ერთ თვე­ში ქორ­წი­ლი და­გეგ­მეს.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე დაწ­ვრი­ლე­ბით სა­ი­დან იცით?

- დათო ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლია. ბავ­შვო­ბა­ში მეც სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ­დი. ჩვენს ეზო­ებს ღო­ბეც კი არ ყოფ­და. მე ძმა არ მყავს და და­თოს ჩემს ღვიძლ ძმად ვთვლი. დედა და დე­ი­და ერ­თმა­ნე­თის შვი­ლებს არ ას­ხვა­ვებ­დნენ. ორი­ვეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით გვზრდიდ­ნენ. და­თოს მამა მა­შინ და­ი­ღუ­პა, როცა ის ოთხი წლის იყო. დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ, ბავ­შვს უმა­მო­ბა არ ეგ­რძნო.

- ახლა გა­სა­გე­ბია. იას მა­ნამ­დე იც­ნობ­დით?

- ხომ გი­თხა­რით, ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად მოხ­და, რომ ია არ გა­მიც­ნია. ისე, სა­ოც­რად ლა­მა­ზია: მა­ღა­ლი, შავგვრე­მა­ნი, დიდი შავი თვა­ლე­ბით. რომ და­ვი­ნა­ხე, გა­მიკ­ვირ­და კი­დეც, 25 წლამ­დე რო­გორ არ გა­თხოვ­და-მეთ­ქი?!

- კარ­გით, რა მოხ­და ქორ­წი­ლის დღეს?

- და­თოს ბი­ძაშ­ვი­ლი გია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. ნა­თე­სა­ვებს მას­თან კონ­ტაქ­ტი თით­ქმის არ ჰქო­ნი­ათ. ის ხში­რად იც­ვლი­და სა­ცხოვ­რე­ბელს და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და. დე­და­მი­სი იცი­ნო­და, დღეს ინ­გლის­შია, ხვალ გერ­მა­ნი­ა­ში, ზეგ შე­იძ­ლე­ბა სა­ბერ­ძნეთ­ში ამო­ყოს თავი. ადრე ამას სულ გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ ახლა მის ამ­გვარ ცხოვ­რე­ბის რიტმს შე­ვეჩ­ვიე და რამ­დე­ნი­მე თვე რომ არ გა­მოჩ­ნდეს, არ ვნერ­ვი­უ­ლო­ბო. და­თოს ქორ­წი­ლის თა­რი­ღი გი­ას­თვის დე­და­მისს უც­ნო­ბე­ბია. არა­ვინ იცო­და, თუ ჩა­მოს­ვლას აპი­რებ­და. სტუმ­რე­ბის ნა­წილს სუფ­რა უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქო­და, როცა ეზო­ში გია შე­მო­ვი­და, ძლივს ვი­ცა­ნი, ძა­ლი­ან იყო შეც­ვლი­ლი. სა­ნამ ის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს ჩა­მო­უვ­ლი­და და ნეფე-პა­ტარ­ძლამ­დე მი­აღ­წევ­და, რამ­დე­ნი­მე წუთი გა­ვი­და. ამ დროს მე იას გვერ­დით ვი­დე­ქი, თმას ვუს­წო­რებ­დი. მა­შინ­ვე შე­ვამ­ჩნიე, რო­გორ გა­ფით­რდა. ვკი­თხე კი­დეც, ცუ­დად ხომ არ ხარ-მეთ­ქი. დაღ­ლა მო­ი­მი­ზე­ზა და სკამ­ზე ჩა­მოჯ­და. როცა გია მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, ჯერ და­თოს გა­და­ეხ­ვია, მერე იას­კენ მიბ­რუნ­და. კაცს სახე აე­ლე­წა და ეს მხო­ლოდ მე შევ­ნიშ­ნე. რამ­დე­ნი­მე წამი გაშ­ტე­რე­ბუ­ლი იდგა, მერე და­ი­ხა­რა, ია გა­და­კოც­ნა და ხმა­დაბ­ლა ჩა­ი­ლა­პა­რა­კა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

კაცმა თავისი ყოფილი ცოლი ბიძაშვილის ქორწილში პატარძლად იხილა

კაცმა თავისი ყოფილი ცოლი ბიძაშვილის ქორწილში პატარძლად იხილა

რამდენიმე წლის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უზარმაზარი საქორწილო სუფრა გაიშალა. 400 სტუმარს შორის იყვნენ როგორც დედაქალაქიდან, ისე უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები. სადღესასწაულო განწყობა ჰქონდა ნეფე-პატარძალს, მაყარს და დანარჩენ სტუმრებს, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, როცა ქორწილის მიწურულს სუფრასთან დაგვიანებული სტუმარი გამოჩნდა. ის სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა რუსეთიდან, სადაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა...

სოფო:

- ჩემი დეიდაშვილის ქორწილის დღეს შესანიშნავი ამინდი დაემთხვა. მსგავსი სანახაობა არასოდეს მინახავს. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო: გარემო, ეზოში გაშლილი სუფრა, სტუმრები, სიმღერა... თავი XIX საუკუნეში მეგონა. მართალია, სტუმრები თანამედროვე სამოსში იყვნენ გამოწყობილი, მაგრამ ნეფესა და მეჯვარეს ჩოხები ეცვათ, პატარძალს ქართული ტრადიციული კაბა, ხოლო მის მეგობარს აჭარელი ქალის ტანისამოსი. უზომოდ გახარებულები ვიყავით როგორც ჩვენ - ბიჭის მხარე, ისე რძლის დედა და ნათესავები. ვიცოდით, რომ დათომ და იამ ერთმანეთი ინტერნეტში რომელიღაც სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ია თბილისში ცხოვრობდა, დათო კი სოფელში. ერთხელაც შემთხვევით შეხვდნენ ქუთაისში. დათო იქ მეგობრებთან ერთად საქეიფოდ ჩავიდა, იას კი თავის მოსწავლეები ექსკურსიაზე ჰყავდა წაყვანილი. ია პედაგოგია, სკოლაში ასწავლის. მართალია, დათოს ია იქამდე მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდა ნანახი, მაგრამ მაშინვე უცნია და გამოლაპარაკებია. იმავე დღეს მიუტოვებია ძმაკაცები და ავტობუსს, რომელითაც იამ ბავშვები ექსკურსიაზე წაიყვანა, თბილისში გაჰყოლია. როცა მასწავლებელმა მოსწავლეები მშობლებს ჩააბარა, დათოს ია სავახშმოდ დაუპატიჟებია. ასე დაახლოვდნენ, მერე ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ერთ თვეში ქორწილი დაგეგმეს.

- ეს ყველაფერი ასე დაწვრილებით საიდან იცით?

- დათო ჩემი დეიდაშვილია. ბავშვობაში მეც სოფელში ვცხოვრობდი. ჩვენს ეზოებს ღობეც კი არ ყოფდა. მე ძმა არ მყავს და დათოს ჩემს ღვიძლ ძმად ვთვლი. დედა და დეიდა ერთმანეთის შვილებს არ ასხვავებდნენ. ორივეს დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით გვზრდიდნენ. დათოს მამა მაშინ დაიღუპა, როცა ის ოთხი წლის იყო. დედაჩემი და მამაჩემი ყველანაირად ცდილობდნენ, ბავშვს უმამობა არ ეგრძნო.

- ახლა გასაგებია. იას მანამდე იცნობდით?

- ხომ გითხარით, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ია არ გამიცნია. ისე, საოცრად ლამაზია: მაღალი, შავგვრემანი, დიდი შავი თვალებით. რომ დავინახე, გამიკვირდა კიდეც, 25 წლამდე როგორ არ გათხოვდა-მეთქი?!

- კარგით, რა მოხდა ქორწილის დღეს?

- დათოს ბიძაშვილი გია წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ნათესავებს მასთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონიათ. ის ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. დედამისი იცინოდა, დღეს ინგლისშია, ხვალ გერმანიაში, ზეგ შეიძლება საბერძნეთში ამოყოს თავი. ადრე ამას სულ განვიცდიდი, მაგრამ ახლა მის ამგვარ ცხოვრების რიტმს შევეჩვიე და რამდენიმე თვე რომ არ გამოჩნდეს, არ ვნერვიულობო. დათოს ქორწილის თარიღი გიასთვის დედამისს უცნობებია. არავინ იცოდა, თუ ჩამოსვლას აპირებდა. სტუმრების ნაწილს სუფრა უკვე დატოვებული ჰქოდა, როცა ეზოში გია შემოვიდა, ძლივს ვიცანი, ძალიან იყო შეცვლილი. სანამ ის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჩამოუვლიდა და ნეფე-პატარძლამდე მიაღწევდა, რამდენიმე წუთი გავიდა. ამ დროს მე იას გვერდით ვიდექი, თმას ვუსწორებდი. მაშინვე შევამჩნიე, როგორ გაფითრდა. ვკითხე კიდეც, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი. დაღლა მოიმიზეზა და სკამზე ჩამოჯდა. როცა გია მოგვიახლოვდა, ჯერ დათოს გადაეხვია, მერე იასკენ მიბრუნდა. კაცს სახე აელეწა და ეს მხოლოდ მე შევნიშნე. რამდენიმე წამი გაშტერებული იდგა, მერე დაიხარა, ია გადაკოცნა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია