მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტილისტის რჩევები - ტკბილი შოკოლადი ბოლოჭამიებს გაგიჩენთ!
სტილისტის რჩევები - ტკბილი შოკოლადი ბოლოჭამიებს გაგიჩენთ!

თმა­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბას ადა­მი­ა­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქა­ლის ვი­ზუ­ა­ლის მარ­ტი­ვად შეც­ვლა შე­უძ­ლია, რო­გორც და­დე­ბი­თის­კენ, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თის­კენ, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის მიგ­ვე­მარ­თა და რჩე­ვე­ბი გვე­კი­თხა. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი რომა გუ­ლე­და­ნია, რო­მე­ლიც 9 წე­ლია, ამ სფე­რო­შია ჩარ­თუ­ლი, ერ­თსა და იმა­ვე სა­ლონ­ში უკვე 5 წე­ლია მუ­შა­ობს.

ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ვარ­ცხნი­ლო­ბა

- და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ მო­და­ში შე­მო­ვი­და "კარე", აი­ტა­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ყვე­ლა ამ ვარ­ცხნი­ლო­ბას ატა­რებ­და, ბო­ლოს უკვე აუ­ტა­ნე­ლი გახ­და ამის და­ნახ­ვაც და გა­კე­თე­ბაც. ამ­ჟა­მად აქ­ტუ­ა­ლუ­რია მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბიც, რო­მე­ლიც ასე­ვე კარ­გად აი­ტა­ცეს ქარ­თველ­მა ქა­ლებ­მა. რად­გან მე­კი­თხე­ბით, ცნო­ბი­ლე­ბი­დან რო­მელს აქვს ყვე­ლა­ზე სწო­რად მორ­გე­ბუ­ლი მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა, გი­პა­სუ­ხებთ, რომ ინგა გრი­გო­ლი­ა­სა და ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს უხ­დე­ბათ მოკ­ლე თმა, მათი სტი­ლია, მეტს ვე­რა­ვის გა­მოვ­ყოფ.

ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლებს სურთ ჰქონ­დეთ სწრა­ფი, მარ­ტი­ვი ვარ­ცხნი­ლო­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მო­დას ასე­თი არ მო­უწ­ვდია, შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია, და­ი­ბა­ნო, გა­იშ­რო, შე­იკ­რა და აი­წიო თმა. სა­ერ­თოდ, კარ­გად შეჭ­რი­ლი თმა ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნდა და­ლაგ­დეს სწო­რად, იმ დო­ნე­ზე მა­ინც, რომ ქალ­მა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს.

ძა­ლი­ან მო­დუ­რი იყო "ცო­ცხე­ბი­ვით" გას­წო­რე­ბუ­ლი თმა, ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ კავ­კა­სი­ე­ლებს სქე­ლი, და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი თმა გვაქვს და ბევ­რს ოც­ნე­ბად ჰქონ­და ქცე­უ­ლი სწო­რი თმა. ასეთ ადა­მი­ა­ნებს შე­მიძ­ლია ვუ­თხრა, რომ შე­მო­სუ­ლია ქი­მი­უ­რი გას­წო­რე­ბა, გას­წო­რე­ბა კე­რა­ტი­ნით, რო­მე­ლიც გას­წო­რე­ბას­თან ერ­თად კვე­ბავს თმას და რაც მთა­ვა­რია, არ წვავს.

ჩემი აზ­რით, ის, რაც მო­დი­დან არ გა­და­დის, ბუ­ნებ­რი­ვი ხვე­უ­ლი თმაა, აი, ქი­მი­ით დახ­ვე­ულს კი დი­დად პა­ტივს არ ვცემ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ვუფრ­თხილ­დე­ბი კლი­ენ­ტის თმას, რად­გან ამ დროს თმა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში იწ­ვე­ბა.

სა­დღე­სას­წა­უ­ლო - სა­ქორ­წი­ლო ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი

- ძა­ლი­ან არას­წო­რია, როცა ასეთ დროს ფო­ტო­ე­ბით მი­ა­კი­თხავ სტი­ლისტს და აჩ­ვე­ნებ, ზუს­ტად ასე­თი მინ­დაო. სა­პა­ტარ­ძლო­ებს ვთხოვ კა­ბის ჩვე­ნე­ბას, ვკი­თხუ­ლობ, რო­გო­რი კა­ნის ფერი ექ­ნე­ბათ იმ დღეს და მას შემ­დეგ ვურ­ჩევ ვარ­ცხნი­ლო­ბას, რო­მე­ლიც მო­უხ­დე­ბათ. ჩვენ­თან რეტ­რო მუ­შა­ობს კარ­გად, Yთუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, სხვა­დას­ხვა სტი­ლი­დან დე­ტა­ლე­ბის ამოკ­რე­ბა და კარ­გი ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა.

თმის პრობ­ლე­მე­ბი "შიგ­ნი­დან" მო­დის...

- იმი­სათ­ვის, რომ გქონ­დეთ კარ­გი თმა, არ გცვი­ო­დეთ და არ იდ­გეთ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კარ­გად დას­ვე­ნე­ბა. ნევ­რო­ზი, სტრე­სი, დაღ­ლი­ლო­ბა, მე­ტიც, მჟა­ვე და მწა­რე საკ­ვე­ბიც კი თმას სა­შინ­ლად ვნებს, ძა­ლი­ან ტკბი­ლი შო­კო­ლა­დი კი ბო­ლო­ჭა­მი­ე­ბის გა­ჩე­ნას უწყობს ხელს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სტილისტის რჩევები - ტკბილი შოკოლადი ბოლოჭამიებს გაგიჩენთ!

სტილისტის რჩევები - ტკბილი შოკოლადი ბოლოჭამიებს გაგიჩენთ!

თმასა და ვარცხნილობას ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალის ვიზუალის მარტივად შეცვლა შეუძლია, როგორც დადებითისკენ, ასევე უარყოფითისკენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, პროფესიონალისთვის მიგვემართა და რჩევები გვეკითხა. ჩვენი რესპონდენტი რომა გულედანია, რომელიც 9 წელია, ამ სფეროშია ჩართული, ერთსა და იმავე სალონში უკვე 5 წელია მუშაობს.

ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობა

- დაახლოებით 5 წლის წინ მოდაში შემოვიდა ''კარე'', აიტაცა საზოგადოებამ და ყველა ამ ვარცხნილობას ატარებდა, ბოლოს უკვე აუტანელი გახდა ამის დანახვაც და გაკეთებაც. ამჟამად აქტუალურია მოკლე ვარცხნილობებიც, რომელიც ასევე კარგად აიტაცეს ქართველმა ქალებმა. რადგან მეკითხებით, ცნობილებიდან რომელს აქვს ყველაზე სწორად მორგებული მოკლე ვარცხნილობა, გიპასუხებთ, რომ ინგა გრიგოლიასა და ნანიკო ხაზარაძეს უხდებათ მოკლე თმა, მათი სტილია, მეტს ვერავის გამოვყოფ.

ზოგადად, ქართველებს სურთ ჰქონდეთ სწრაფი, მარტივი ვარცხნილობა, მაგრამ ჯერჯერობით მოდას ასეთი არ მოუწვდია, შედარებით მარტივია, დაიბანო, გაიშრო, შეიკრა და აიწიო თმა. საერთოდ, კარგად შეჭრილი თმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დალაგდეს სწორად, იმ დონეზე მაინც, რომ ქალმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

ძალიან მოდური იყო ''ცოცხებივით'' გასწორებული თმა, ეს ალბათ იმიტომ, რომ კავკასიელებს სქელი, დაუმორჩილებელი თმა გვაქვს და ბევრს ოცნებად ჰქონდა ქცეული სწორი თმა. ასეთ ადამიანებს შემიძლია ვუთხრა, რომ შემოსულია ქიმიური გასწორება, გასწორება კერატინით, რომელიც გასწორებასთან ერთად კვებავს თმას და რაც მთავარია, არ წვავს.

ჩემი აზრით, ის, რაც მოდიდან არ გადადის, ბუნებრივი ხვეული თმაა, აი, ქიმიით დახვეულს კი დიდად პატივს არ ვცემ, თუნდაც იმიტომ, რომ ვუფრთხილდები კლიენტის თმას, რადგან ამ დროს თმა ყველა ვარიანტში იწვება.

სადღესასწაულო - საქორწილო ვარცხნილობები

- ძალიან არასწორია, როცა ასეთ დროს ფოტოებით მიაკითხავ სტილისტს და აჩვენებ, ზუსტად ასეთი მინდაო. საპატარძლოებს ვთხოვ კაბის ჩვენებას, ვკითხულობ, როგორი კანის ფერი ექნებათ იმ დღეს და მას შემდეგ ვურჩევ ვარცხნილობას, რომელიც მოუხდებათ. ჩვენთან რეტრო მუშაობს კარგად, Yთუმცა შეიძლება, სხვადასხვა სტილიდან დეტალების ამოკრება და კარგი ვარცხნილობის გაკეთება.

თმის პრობლემები ''შიგნიდან'' მოდის...

- იმისათვის, რომ გქონდეთ კარგი თმა, არ გცვიოდეთ და არ იდგეთ სხვადასხვა პრობლემის წინაშე, აუცილებელია კარგად დასვენება. ნევროზი, სტრესი, დაღლილობა, მეტიც, მჟავე და მწარე საკვებიც კი თმას საშინლად ვნებს, ძალიან ტკბილი შოკოლადი კი ბოლოჭამიების გაჩენას უწყობს ხელს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება